ევროპის ჩემპიონატი დასრულდება და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი სანაკრებო ასპარეზს დატოვებს
ევროპის ჩემპიონატი დასრულდება და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი სანაკრებო ასპარეზს დატოვებს, რამდენიმე კი წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ჩვენი წერილი სწორედ მათზეა.

კიმ ჩელსტრიომი (შვედეთი)

"მინდა განვაცხადო, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩემი ბოლო სანაკრებო ტურნირია. მადლობა ყველა ჩემს პარტნიორს და ქომაგებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგნენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო შვედეთის სახელით მინდორზე გატარებული ყოველი წამი", - განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა. ჩელსტრიომმა შვედეთის უპირველეს გუნდში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 2001 წელს ჩაატარა და მას შემდეგ ნაკრებს ერთგულად ემსახურება.

ლუკას პოდოლსკი (გერმანია)

"გადაწყვეტილება მივიღე - ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩემი ბოლო სანაკრებო ტურნირი. გერმანიის ნაკრებთან ერთად ბევრს მივაღწიე და ეს იყო თითოეული ჩვენგანის ტიტანური შრომის შედეგი. მე გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და ამ ტიტულს ვერასოდეს ვერავინ წამართმევს. ახლა მხოლოდ იმაზე ვიოცნებებ, რომ ჩემი შვილი გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი" - ეს 31 წლის პოდოლსკის სიტყვებია.

პოდოლსკის გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მან ბუნდესმანშაფტის შემადგენლობაში 127 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პოდოლსკის მხოლოდ ლოთარ მათეუსი და მიროსლავ კლოზე უსწრებენ, გოლებით კი - იგივე კლოზე და გერდ მიულერი.

ანდრეა ბარძალი (იტალია)

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა და ევროპის 2012 წლის პირველობის ფინალისტმა განაცხადა, რომ კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ მის სანაკრებო კარიერას წერტილი დაესმება.

"გადავწყვიტე, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერას მოვრჩე. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ წავართვა შანსი", - თქვა ბარძალიმ.

ის იტალიის ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს. ანდრეამ "სკუადრა აძურას" მაისურით 55 მატჩი ჩაატარა.

დარიო სრნა (ხორვატია)

34 წლის ფეხბურთელის გარეშე ხორვატიის ნაკრების წარმოდგენა ძალიან რთულია. ყველაფერი მთავრდება და სრნას სანაკრებო კარიერაც დასასრულს მიუახლოვდა. "გადავწყვიტე, წერტილი დავსვა. ევროპის ჩემპიონატი მორჩება თუ არა, ეროვნულ გუნდს გამოვემშვიდობები, ამის დრო მოვიდა. ერთი კია - დიდი იმედი მაქვს, რომ ხორვატიასთან ერთად ევროფორუმზე განსაკუთრებულ შედეგს მივაღწევ. ამის შემდეგ კი მთლიანად "შახტარზე" გადავერთვები", - აღნიშნა სრნამ.

სრნას დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2002 წელს შედგა. 129 შეხვედრაში მან 21 გოლი გაიტანა. ამდენი ხორვატიის ნაკრებში არავის უთამაშია. გოლებით დარიო მხოლოდ დავორ შუკერს და ედუარდო და სილვას ჩამორჩება.

ეიდურ გუდიონსენი (ისლანდია)

ყველა დროის ყველაზე ცნობილმა ისლანდიელმა ფეხბურთელმა 2013 წელს სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე გამოაცხადა, მაგრამ გადაიფიქრა და არც არაფერი წაუგია - ისლანდია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ნორვეგიული "მიოლდეს" შემტევი ამბობს:

"ეს უკვე ოცნების ასრულებაა და ვალმოხდილი მივდივარ. ჩემი ქვეყნისათვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო". ეიდურმა მშობლიური ისლანდიის ღირსება პირველად ზუსტად 20 წლის წინათ დაიცვა. მან ნაკრებში 84 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

წასვლაზე ფიქრობენ

რამდენიმე ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერის შეწყვეტაზე ფიქრობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გააკეთა ჩეხეთის ნაკრების 34 წლის მეკარემ, პეტრ ჩეხმა (119 მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში).

უკრაინის ნაკრებიდან წასვლაზე დაფიქრდა 37 წლის ანატოლი ტიმოშჩუკი (142 მატჩი, 2 გოლი). შესაძლოა, ინგლისის ნაკრები დატოვოს ჯეიმს მილნერმა (59 მატჩი, 1 გოლი). ირლანდიის ნაკრების ლეგენდა, რობი კინიც წასვლის ზღვარზეა. 35 წლის ფეხბურთელმა "სამყურების" შემადგენლობაში 143 მატჩი ჩაატარა და 67 გოლი შეაგდო.

არავინ იცის, დარჩება თუ არა შვედეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. "იბრამ" შვედეთის ნაკრებში 112 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

"ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. მე ჯანზე ვარ, მაგრამ მომწონს, როცა პოულობ ძალას და ფორმის პიკზე მიდიხარ. ასე წასვლა დიდებული იქნებოდა. ჯერ უნდა მოვიცადოთ. ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ", - თქვა ზლატანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
კასილიასს,,ევრას და როსიცკის მივამატებდი
giorgi
კასილიასს,ინიესტას,ევრას და როსიცკის მივამატებდი
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
ჩელსი-მანჩესტერის გამოხმაურება: "განსაკუთრებულიდან" განადგურებულამდე
დარიო სრნა: ინდივიდუალური ოსტატობით ხორვატია რუსეთს 90%-ით სჯობს
ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობი კინმა კარიერა დაასრულა
ყოჩაღი დებიუტანტები: ალან შირერიდან ისლამ სლიმანიმდე
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
ამხანაგური მატჩები: ლეგენდები მიდიან
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
დარიო სრნას მეუღლეს კიევში ავტომობილი მოპარეს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
FourFourTwo-მ ქინქლაძე პრემიერლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ლეგიონერში დაასახელა
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ეიდურ გუდიონსენის შვილებმა "ბარსელონაზე" უარი თქვეს და "რეალში" გადავიდნენ
რობი კინი ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
დავით ხოჭოლავას თანაგუნდელს კიევში ავტომობილი მოპარეს
ეიდურ გუდიონსენმა თამაშს თავი დაანება
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ლეგენდა - ყველაზე დიდი "სამყურა"
ევრო 2016. დარჩა 17 დღე: ყინულის ქვეყნის ზღაპარი
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
ევრო 2016-ის 10 ყველაზე იაფფასიანი ფეხბურთელი [PHOTO]
ტრანსფერ ONLINE: 22 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
დარიო სრნა: "ბარსელონაში" გადასვლის წინ გულმა "შახტარი" მირჩია
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პეტრ ჩეხი: ვამაყობ კარიერაში ჩატარებული ბოლო მატჩით
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
"ვინც არ ირბენს, შევცვლი" - "შახტარის" ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მკაცრად მიმართა
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს