წერტილი დასმულია! ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება
გუშინ, 1-ელ ივნისს, ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ნათელს ჰფენს ვითარებას, თუ ვინ ითამაშებს უმაღლეს ლიგაში.

სფფ-ის ცნობით, კლუბების ლიცენზირების მორიგი ციკლი უეფას მიერ დადგენილ ვადაში, 31 მაისს დასრულდა, რომლის შედეგად ლიცენზირების კომიტეტის, ლიცენზირების აპელაციის ორგანოსა და ტრიბუნალის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები.

უეფას 2016-17 წლებისა და 2016 წლის ეროვნული ლიცენზიები მიიღეს თბილისის "დინამომ", "სამტრედიამ", "დილამ", "ჩიხურამ", "სიონმა", "საბურთალომ", "ლოკომოტივმა", ხოლო აპელაციის შედეგად - "ტორპედომ".

მხოლოდ ეროვნული ლიცენზია მოიპოვეს "ცხინვალმა", ბათუმის "დინამომ", "შუქურამ", "გურიამ", "კოლხეთმა", "ზუგდიდმა", "მერანმა" და "საპოვნელამ".

ცნობილია, რომ ლიცენზირებაზე განაცხადი 20-მა კლუბმა წარადგინა, მათ შორის, 4 პირველი ლიგის კლუბი იყო - "გაგრა", "ოდიში", "ვიტ ჯორჯია" და "ლიახვი". ეროვნული ლიცენზია არც ერთ მათგანს არ მიენიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უმაღლეს ლიგაში ერთიც ვერ დაწინაურდებოდა.

"ვიტ ჯორჯიამ" და "ლიახვმა" ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს, მაგრამ მათი მოთხოვნა არც სააპელაციო ორგანომ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კლუბებმა შემდეგ უკვე საფეხბურთო დავების ტრიბუნალს მიმართეს, რათა სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილება გაეუქმებინა.

ტრიბუნალმა სარჩელი 27 მაისს განიხილა და სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"ვიტ ჯორჯიამ" ეს გააპროტესტა და ამტკიცებდა, რომ ორი მიზეზი ("მცხეთა პარკი" უმაღლესი ლიგისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თანამშრომლების მიმართ დავალიანებები ჰქონდა), რის გამოც ლიცენზიაზე უარი ეთქვა, უსაფუძვლო იყო.

შედეგად, კლუბმა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა და სთხოვა, აღმასკომის სხდომა მოეწვია და სფფ-ის წესდების საფუძველზე, ფეხბურთის განვითარებისა და სამართლიანობის პოლიტიკის შესაბამისად, "ვიტ ჯორჯიის" უმაღლეს ლიგაში დაშვების საკითხი განეხილა.

თბილისის "ვიტ ჯორჯია": საქმე გაუგონარ უსამართლობასთან გვაქვს!

მაგრამ სფფ-ის განცხადებაში მითითებულია:

"სფფ-ის წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი წარმოადგენს სფფ-ის იურისდიქციის ფარგლებში არსებულ დავებთან დაკავშირებით უმაღლეს ინსტანციას, რომლის გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება".

ანუ ამ პასუხიდან ისე ჩანს, რომ "ვიტ ჯორჯიის" საკითხს არც აღმასკომი განიხილავს და უმაღლეს ლიგაში მისი გადასვლა გამოირიცხა. ასე რომ, გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგა 14-გუნდიანი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უცნობი
პირველი და მეორე ლიგის არცერთი გუნდის ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს მაისის თვის ხელფასი რომ არ აუღიათ და პასუხსაც რომ ვერავინ სცემს,როდის აიღებენ,ამაზე პასუხს ვინ აგებს ნეტავ?ფეხბურთის "დაქცევის"ფონდის ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე მუშაობის დაწყებიდან 3 თვის თავზე უზარმაზარი ხელფასით შვებულებაში რომ გაიპარა,ამაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება ნეტავ?გუნდების ჩარიცხული ფულიდან ფონდის ანგარიშზე ერთი თეთრიც რომ აღარ არის,ნეტავ ვისი ბრალია? საიტის ხელმძღვანელობას!აბა თვენ იცით,თუ დაბლოკავთ და არ გაუშვებთ.
evropis chempioni
პირველი ლიგიდან პრო 2 ში გადასვლაზე საჭიროა ლიცენზია?
sioni
ძალიან კარგი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ის რომ თუ გუნდს ელემენტალური პირობები არა აქვს საერთოდ აზრი არ აქ მის რომელიმე ლიგაში ყოფნას
kaxi
ადრე როცა სამართლიანად ქუთაისი და ზესტაბონი ქვედა ლიგაში გაუშვეს ყველა აკრიტიკებდა და ლასნძღავდა, როგორც მთავრობას ასევე ფედრეაციას. რა ვიტ ჯორჯიას ქართულ ფეხბურთის განვითარებაში ცოტა ცვლილი მიუძღვის, რომ გააძევეს. ყველგან ორმაგი სტანდარტია ეს აუტანელია
zaza
და შენ რა იცი ნეტავ? ვითომ ხორხე,,,,არა სწორია ეს გადაწყვეტილება...
xorxe
დიტო რა იცი ნეტა შენ???
tengo
თქვას ფედერაცაიმ კონკრეტული მიზეზი.
დიტო
ბრავო ბრავო გუნდს იმიტომ სჯიან რომ მისმა მფლობელმა არველაძეს დაუჭირა მხარი არჩევნებზე და თქვენ გინდათ ფეხბურთის განვითარება?!! დომენტა თქვენთან შედარებით ბეკენბაუერია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა