ჟიულ ბიანკის მამა ბრალს დებს...
ფორმულა 1-ის დაღუპული პილოტის ჟიულ ბიანკის მამა, ფილიპ ბიანკი აცხადებს, რომ "დიდი ცირკის" მოქმედ პილოტებს ეშინიათ ღიად მისი ვაჟის მხარდასაჭერად გამოსვლა.

კომისიამ, რომელიც შარშანწინდელ ინციდენტს იძიებდა, ბიანკის დაღუპვის სხვა მიზეზებთან ერთად ისიც დაასახელა, რომ ფრანგი არასაკმარისად შენელდა ყვითელი დროშების წინ. ბიანკი ავარიაში 2014 წელს, იაპონიის გრანპრის დროს მოხვდა და მიღებული ტრავმებისგან 2015 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

"კამერის წინ ყველას ეშინია რაიმეს თქმა. როცა კამერები არ არის, ისინი ჩემთან მოდიან და ამბობენ: "ეს არასწორია, ჟიულს შეცდომა არ დაუშვია, ეს მათ დაუშვეს შეცდომა". თავდაპირველად, დიდ პატივს ვცემდი კომისიის წევრებს, მაგრამ ისინი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან დაახლოებულები არიან და ჩემი აზრით, ეს არასწორია.

ყველა პილოტს ველაპარაკე და მითხრეს, რომ პირობები იაპონიაში საშინელი იყო. ძლიერი წვიმა მოდიოდა, ძალიან დაბალი იყო ხილვადობა. მათ არ აქვთ უფლება ილაპარაკონ ჟიულის შეცდომაზე", - ამბობს ბიანკი F1-თან კომენტარში.

უფრო ადრე, ბიანკის ოჯახმა გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას, ფორმულა 1-ის მფლობელებსა და საჯინიბო "მარუსიას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე