თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი შეაფასა
ფოტოზე: ვიტალი დარასელიას თასის გახსნის ცერემონიალი

როგორც იცით, დასრულდა თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რამდენიმე ევროპული და ქართული კლუბი მონაწილეობდა. პირველობა არავის დაუთმო ჰოლანდიურმა "ალკმაარმა", რომელმაც ფინალში თბილისის "დინამოს" მოუგო.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტურნირმა აშკარად გაამართლა. ის ტრადიციული გახდება და მომავალ წელს ისეთ გრანდებს შეკრებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რომა" და "ატლეტიკო"...

ვლადიმერ გოჩაშვილი: ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ

"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდებ

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: დასანანი მარცხი ფინალში [VIDEO+PHOTO]

დასრულებული ტურნირის შეჯამება ვთხოვეთ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას...

მანამდე კი ერთ ფაქტზე გეტყვით: მატჩის მე-9 წუთზე არბიტრმა "ალკმაარის" მცველს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ამ დროს "დინამო არენის" VIP-ლოჟაში რომან ფიფიამ კლუბის დირექტორებს უხმო. რამდენიმეწამიანი თათბირის შემდეგ ლევან ზუხბაია მოედანზე ჩავიდა და სანამ მატჩი განახლდებოდა, არბიტრს გაესაუბრა, რის შემდეგაც თამაშის განმსჯელმა "ალკმაარს" გაძევებული მოთამაშის შეცვლის უფლება მისცა.

ფიფიასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- ბატონო რომან, რა მოხდა იმ ეპიზოდში?

- კარგად შეგინიშნავთ (იღიმის). მე ამ ტურნირის ჩატარება იმიტომ არ განმიზრახავს, რომ გინდა თუ არა, "დინამოს" მოეგო. ყველაზე მეტად არ მსურდა, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის დათვური სამსახური გაგვეწია და როგორც მასპინძლისთვის, მოგება გაგვეიოლებინა.

ან ჩვენს სტუმრებს ეფიქრათ, რომ ვიტალი დარასელიას თასზე აუცილებელი პირობა იყო "დინამოს" გამარჯვება. სწორედ ამიტომ გაგდებული მოთამაშე შევაცვლევინე.

მატჩის შემდეგ ჩემი ბიჭების თვალებზე ცრემლი რომ დავინახე, მყისვე გასახდელისკენ გავეშურე და ახალგაზრდა დინამოელებს გამარჯვებულებივით მივულოცე. აქვე, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა - ამ გუნდს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, არ მოვაკლებ საერთაშორისო ტურნირებს, რაც ესოდენ აუცილებელია ახალგაზრდების განვითარებისთვის. ეს თაობა მე მომავალი "დინამოს" ძირითად ბირთვად მესახება. მათ, ისევე, როგორც "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა, ქართველ გულშემატკივარს დაანახეს, რომ ისინი ამ ასაკისთვის ევროსტანდარტების შესაბამის ფეხბურთს თამაშობენ.

- ამ მომენტმა შეიძლება გადამწყვეტი როლიც ითამაშა მატჩის შედეგზე...

- გეთანხმებით. მეტოქე რომ მთელი მატჩი 10 კაცით დარჩენილიყო, მოგების მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა მიმაჩნია, რომ გამარჯვების შანსები წითელ ბარათამდეც და შემდეგაც მეტოქეზე ნაკლები არ გვქონია. მთავარია, "დინამოს" ახალგაზრდებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მართალია, "დინამომ" ფინალში ბოლო წუთებზე წააგო, მაგრამ ვიტალი დარასელიას თასმა საბოლოოდ მხოლოდ მოიგო, ქართულმა ფეხბურთმა კი მიიღო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი ვერავის შეეპარება...

ისიც მესიამოვნა, რომ ტურნირს მუდმივად ესწრებოდნენ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები - ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე... ასევე, შოთა და არჩილ არველაძეები, უმცროსი ვიტალი დარასელია, გრიგოლ ცაავა და სხვა გამორჩეული მოთამაშეები. მათმა შეფასებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიეთ.

ტურნირი დამთავრდა და ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მეორე გათამაშების ჩასატარებლად.

- ტურნირის პოპულარიზაცია მისი გაშუქების ხარისხზეც არის დამოკიდებული. კმაყოფილი ხართ მედიის ჩართულობით?

- ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ მედიას, საინფორმაციო საშუალებებს, გაზეთ "ლელოს" და სხვებს ასეთი ჩართულობისთვის. ყოველდღიურად, დილა-საღამოს, შუქდებოდა და იწერებოდა ტურნირის შესახებ. "SILK უნივერსალზე" სპეციალური დღიურები მზადდებოდა თამაშების მიმოხილვით, ნახევარფინალისა და ფინალის პირდაპირი ტრანსლაციაც უმაღლეს დონეზე გახლდათ უზრუნველყოფილი... მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგი იყო.

- ბოლოს, არ შეიძლება ამაზეც არ გკითხოთ. ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. რამდენიმე ტრანსფერზე უკვე დაიწერა. გაგრძელდება "დინამოს" გაძლიერების პროცესი?

- ამ წუთისთვის დადასტურებულია ორი ტრანსფერი. დაგვემატნენ ფრანგი მატიას კურიე და ბულგარეთის ნაკრების მოთამაშე სტეფან ველევი. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას ვაპირებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სირბილის სწავლების ცენტრი
ბოლო წუთებზე წავაგეთ - ეს კი ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური მომზადება მოისუსტებს და სირბილი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს! ...და მომავალშიც ასე აპირებთ გაგრძელებას?!
llcl
ფეოლა - ს. საქილიქოა და მე თვითონაც ხშირად ვაქილიკებ ეროვნულ ნაკრებს და მის "საპატიო" ფეხბურთელებს, მაგრამ ამ პატარა ბიჭებს ეს ჯერ არ დაუმსახურებიათ და იმედია არ დაიმსახურებენ, ღმერთმა სულ წარმატებულები ატაროს ჩვენს გასახარებლად ეს ბიჭები და წარმატებები რომან ფიფიას, ჩემი სუბიექტური აზრია, ეს კაცი ძალიან დიდ სიკეთეს აკეთებს ქართული ფეხბურთისათვის
ფეოლა
საქართველოში ფეხბურთი იმიტომ არსებობს რომ შინ და გარეთ ყველა ყველაფერი მოგვიგოს, ბარდელის ქალივითაა ......
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მომავალ წელს "რეალი" და "იუვენტუსი" იქნებიან
ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "გაბალა" არ დაინდო [VIDEO]
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
დარასელიას თასი: "ჯენოამ" "ვიტესს" 3:1 მოუგო [VIDEO]
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ვლადიმერ გოჩაშვილი: ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი შეიცვალა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ჯენოასაც" მოუგო
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა