ქართველებმა ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულეს
მოსკოვში მიმდინარეობს რაგბი ევროპის გრან პრის სერიის პირველი ტურნირი შვიდკაცაში.

საქართველოს ნაკრები ჩ პულში თამაშობდა, სადაც ჯერ დიდი ბრიტანეთის პირველ ნაკრებთან წააგო 7:17. შემდეგ ჩვენი ნაკრები 5:12 დამარცხდა რუსეთის ნაკრებთან, ხოლო პულის ბოლო მატჩი 7:0 მოუგო ლიტვას.

ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის მე-2 ნაკრებს შეხვდა, ეს მატჩიც წააგეს ჩვენებმა - 0:36.

ჩვენი გუნდი სინისთვის (მე-5 ადგილი) ბრძოლაზე გადაერთო, რომლის ნახევარფინალში ესპანეთი 10:7 დაამარცხა. ჩვენებიდან ლელო ლევან გოგოლაშვილმა დადო. აღსანიშნავია, რომ ტაიმი 7:7 მორჩა და გადამწყვეტი მამუკა ნინიძის ჯარიმა გამოდგა.

სინისთვის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის პირველ ნაკრებს შეხვდა. ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 7:5 მოიგეს. ლელო ზურაბ ძნელაძემ გაიტანა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ბრიტანელებმა იძალეს, 15:12 მოიგეს და სინიც მათ დარჩათ. ქართველთა მეორე ლელო რამაზ ხარაზიშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა კი მოსკოვის შვიდკაცა მე-6 ადგილზე დაასრულა.

Vakhtangi
მე მწვრთნელის შეცვლაზე ვიფიქრებდი. 1 ტაიმიანი რომ ყოფილიყო ჩემპიონები გავხდებოდით :-)
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა