ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენები
კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატს ჰყავს თავისი რეკორდსმენები. ჩვენი გაზეთის მკითხველისათვის მათთან შეხვედრა უინტერესო არ უნდა იყოს. მაშ ასე, ყველაზე გამორჩეულები ევროფორუმზე...

ყველაზე ძვირი ფეხბურთელი

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთაგან ყველაზე ძვირი ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოა. მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს აღემატება. მეორე ადგილზეა მადრიდის "რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი. მისმა მსურველმა გუნდმა 80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ყველაზე იაფი ფეხბურთელი

თურქეთის ნაკრებში, ყველასათვის გასაკვირად, მოხვდა ნახევარმცველი ემრე მორი. ის დანიურ "ნორდსიელანდში" თამაშობს და დასრულებულ სეზონში ორი გოლი გაიტანა. მორი მხოლოდ 18 წლისაა და ჯერ მას არავინ იცნობს. ადვილი შესაძლებელია, მალე მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ევროპის ჩემპიონატი ხომ თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.

ყველაზე ხანდაზმული გუნდი

ამ ნომინაციაში პირველობას არავის უთმობს ირლანდიის ეროვნული ნაკრები. ბრიტანული გუნდის საშუალო ასაკი 29,4 წელია. ირლანდია სწორედ გამოცდილების ხარჯზე შეეცდება ჯგუფში იტალიის, შვედეთისა და ბელგიის წინააღმდეგობის დაძლევას. "სამყურებში" ყველაზე უფროსი ირლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა შეი გივენია. ის 40 წლისაა. ყველაზე ახალგაზრდაა "დერბის" 24 წლის შემტევი ჯეფ ჰენდრიქსი.

ყველაზე ახალგაზრდა გუნდი

ინგლისი, გერმანია - ორივე ნაკრების საშუალო ასაკი 25,4 წელია. ინგლისის ნაკრების გამოცდილმა დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა დიდი ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მარკუს რაშფორდი არა მხოლოდ ინგლისის ნაკრების, არამედ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა. ინგლისის უპირველესი გუნდის მთავარი ვეტერანი უეინ რუნი 30 წლისაა.

გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი კარტ-ბლანში მისცა. "ბუნდესმანშაფტში" ყველაზე ახალგაზრდაა "შალკეს" 20 წლის მოიერიშე ლეროი სანე, ყველაზე გამოცდილი კი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ბასტიან შვაინშტაიგერი. ის 31 წლისაა.

ყველაზე ძვირი გუნდი

ამ საპატიო ნომინაციაში პირველობას არავის უთმობს გერმანიის ნაკრები. "ბუნდესმანშაფტის" ღირებულება 562 მილიონი ევროა. მეორე ადგილზეა ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილი ესპანეთი – 557 მილიონი ევრო. მესამეზეა ბელგია. მარკ ვილმოტსის გაწვრთნილი ნაკრების საერთო ღირებულება 461 მილიონი ევროა.

ყველაზე იაფი გუნდი

ასეთი ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრებია. მთელი ნაკრების საერთო ღირებულება 27,3 მილიონი ევროა. არადა, თავის დროზე უნგრელებს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნაკრები ჰყავდათ, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში "დიდი გუნდის" სახელით შევიდა. სადღეისოდ უნგრეთის ნაკრების ყველაზე იაფი ფეხბურთელი გუნდის 40 წლის ვეტერანი მეკარე გაბორ კირაია.

ერთ დროს ბუნდესლიგაში გამორჩეული გოლკიპერი 250 ათასი ევრო ღირს. ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე "მადიართა" შორის თურქული "ბურსასფორის" ბალაჟ ჯუჯაკია. ის 5,25 მილიონი ევრო ღირს.

ყველაზე მაღალი ფეხბურთელი

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი ფეხბურთელი რუმინეთის ნაკრების კარის დარაჯი კოსტელ პანტილიმონი იქნება. მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრია. კოსტელი თავის დროზე "მანჩესტერ სიტის" კარს იცავდა. მან გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო და ჯერ "სანდერლენდში" გადავიდა, მერე კი "უოტფორდს" მიაშურა.

ყველაზე დაბალი ფეხბურთელი

იტალიის ნაკრების შემტევის, ლორენცო ინსინიეს სიმაღლე 164 სანტიმეტრია. ეს მას ხელს არ უშლის, იყოს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. საინტერესოა, რომ ინსინიე მთელი 40 სანტიმეტრითაა დაბალი პანტილიმონზე. დაახლოებით ასეთი სხვაობაა 12 წლის ბავშვსა და ზრდასრულ მამაკაცს შორის. ლორენცო იტალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედია.

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი

უნგრეთის ნაკრების მეკარე გაბორ კირაი 40 წლისა და 2 თვისაა. ასაკის მიუხედავად, გამოცდილი გოლკიპერი უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მისი წვლილი ძალიან დიდია იმაში, რომ "მადიარებმა" კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვეს. მთელი შესარჩევი ციკლი ბუნდესლიგაში გამობრძმედილმა მეკარემ დიდებულად ჩაატარა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარკუს რაშფორდია. ის 18 წლის და 7 თვისაა. ცოტა ხნის წინ მარკუსმა ამხანაგურ შეხვედრაში გაუტანა ავსტრალიას და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე შეიქნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ტრანსფერ-ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
ტრანსფერ-ONLINE: 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ტალანტები, რომლებიც "დორტმუნდმა" დაიმატა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
რიად მაჰრეზისთვის ბრძოლაში "რომა" "ინტერმა" შეცვალა
"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ტრანსფერის მოლოდინი: რევოლუციური შენაძენი "ფიორენტინასთვის"!
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს