ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბეთქილ შუკვანისა და დავით კარბელაშვილის ორი ბრინჯაო უნგრეთიდან

ბეთქილ შუკვანისა და დავით კარბელაშვილის ორი ბრინჯაო უნგრეთიდან

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე გამოსვლა ორი ბრინჯაოთი დაამთავრა
ჩვენმა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე გამოსვლა ორი ბრინჯაოთი დაამთავრა. მედლები ბეთქილ შუკვანმა (60) და დავით კარბელაშვილმა (81) მოიპოვეს. პეტერ ზაიზენბახერის შეგირდთაგან ასევე ბრინჯაოს მოპოვების შანსი მძიმეწონოსან ნოდარ მეტრეველსაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. აქვე შევნიშნავთ, რომ ამათგან შუკვანმა სანუგეშო წრით გააღწია მედლამდე, კარბელაშვილი და მეტრეველი ნახევარფინალში გავიდნენ.

შუკვანმა ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა წმინდად დაამთავრა - მოგებულიც და წაგებულიც. ამათგან მხოლოდ ერთი დათმო - ნახევარფინალში მომავალ ფინალისტთან, სომეხ ჰოვანეს დავთიანთან. სომეხი არც ურიგო მოჭიდავეა - ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია, მაგრამ რაღაცნაირად უხერხული სტილის ფალავანიცაა. მან ჩვენებური დაახლოებით შეხვედრის შუაწელში დააიპონა, მასთან ბრძოლამდე კი შუკვანმა ორი იპონი მიითვალა - ბელგიელ დანიელ ბომბოირს 20 წამში მოუგო, პერუელი ხუან პოსტიგოს დასამარცხებლად კი ცოტა მეტი დასჭირდა, ოღონდ მთელი შეხვედრა საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და თავიდან იუკოთიც დაწინაურდა. შუკვანს თავი არც სანუგეშო წრეში შეურცხვენია - მექსიკელი ნაბორ კასტილიო ჯერ გააფრთხილებინა, მერე ვაზარი აართვა, ბოლოს კი დააიპონა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩვენებურმა ბრაზილიელ ბრუნო ალვეშს იუკო და ორი ვაზარი აართვა ანუ მისი უპირატესობა აქაც დიდი იყო.

17 და 20-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი დავით კარბელაშვილი ჯერ 21 წლისაა და შედარებით ახალი სახეა ეროვნულ ნაკრებში. მართალია, ის აქამდეც ხვდებოდა ქვეყნის პრიზიორებში და მწვრთნელთა თვალთახედვის არეში, მაგრამ მთავარ გუნდში პირველ სერიოზულ სეზონს წლეულს ატარებს და არცთუ ურიგოდ - ჯერ თბილისის მსოფლიოს თასზე მოიპოვა ვერცხლი (ფინალი ავთანდილ ჭრიკიშვილთან წააგო), ახლა კი აქ გავიდა მესამეზე.

მან პირველ წრეში პოლონელი ლუკაშ ბლაჩი დაამარცხა ორი იუკოთი, მერე კი ვაზარით სძლია თურქ აჰმეტ სარის, რომელსაც ჩვენებურები საკმაოდ ხშირად დაუმარცხებია. ძალზე გამოცდილი და ევროპის პრიზიორი იყო მისი მომდევნო მეტოქეც - სლოვენიელი ალიას სედეჯი, რომელსაც გორელმა ფალავანმა ჯერ იუკო აართვა, მერე კი ბეჭებზეც დააგდო.

მეოთხედფინალში გერმანელ რობერტ გესტსაც სუფთად აჯობა დაახლოებით წუთნახევარში, ნახევარფინალში კი გაფრთხილებებით წააგო ჩერნოგორიელ მომავალ ჩემპიონ სრდჟან მრვალჯევიჩთან. აქ მეტოქეებმა თითო იუკო მიითვალეს, მაგრამ ჩვენებური დამატებით ორჯერაც გააფრთხილეს და გადამწყვეტიც ეს აღმოჩნდა. მთლიანობაში, ეს მაინც ფრიად საკამათო შეხვედრა გამოდგა, მაგრამ კარბელაშვილსაც ცოტა მეტი მოეთხოვებოდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დებიუტანტმა ქართველმა კიდევ ერთი გამოცდილი ფალავანი, ამერიკელი ტრევის სტევენსი დააიპონა. ერთი სიტყვით, სერბულ ბარიერთან წაფორხილების მიუხედავად, მისი ბუდაპეშტური ასპარეზობა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ.

ნოდარ მეტრეველი ამ ტურნირის ერთ-ერთი სასიამოვნო გამონათება აღმოჩნდა. ბოლო წლებში ამ ბიჭზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობაც მოასწრო, მაგრამ მერე თანდაყოლილმა სიზარმაცემ ნიჭის გამოვლენის შანსი არ მისცა. ის ერთი იმათგანია, ვისზეც ნაკრების ავსტრიელი თავკაც-კონსულტანტი პეტერ ზაიზენბახერი იმედებს ამყარებს. თუ ბუდაპეშტში ნანახით ვიმსჯელებთ, არცთუ უსაფუძვლოდ. მან პირველ წრეში უნგრელი ადამ იუნასცი სულ რაღაც 1 წუთში დააიპონა, თუმცა უცნობ უნგრელთან წარმატება მოსალოდნელიც იყო, ფრანგ მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ პიერ რობინთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება ბევრად თვალსაჩინო წარმატებაა. იუკო, ვაზარი და იპონი - ჩვენებურმა ყველა სინჯის ქულა აუღო მეტოქეს ასეთივე ზრდადი თანმიმდევრობით და დიდი უპირატესობა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ფიზიკურად კარგად მომზადებული ალჟირელი მოჰამედ ბუიჩაუი კი გაუძალიანდა, მაგრამ მეტრეველმა ერთი გაფრთხილება და იუკო მაინც მიითვალა. ნახევარფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან დამარცხდა, რაშიც მთავარ მიზეზად არასაკმარისი ფიზიკური მომზადება და წონის ნაკლებობა უნდა მივიჩნიოთ. მას არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში - ჰოლანდიელი ლუკ ვერბიხი.

უნგრეთის მსოფლიოს თასის მონაწილე დანარჩენ ქართველებს რაც შეეხებათ, ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - სერბ მილოშ მიიალკოვიჩთან ვაზარით წააგო. თითო შეხვედრა მოიგეს 90-ში მოასპარეზე ლაშა გურულმა და საბა გავაშელიშვილმა. გურულმა ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი და მასთან შედარებით ძალზე გამოცდილი ესტონელი გრიგორი მინასკინი დააიპონა, მერე კი უნგრელ ტომაშ მადარაცისთან დამარცხდა ვაზარით. გავაშელიშვილმა საფირმო ბრუნით უნგრელი იშტვან ნაგი გაიქნია საიპონედ, მერე კი უკრაინელთა ფერადკანიანთან, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ქუდჯაუ ნჰაბალისთან დამარცხდა ასევე სუფთად. ალექსანდრე იაკობაშვილმა (66) მოლდოველ იგორ სოროკას ორი ვაზარით სძლია, პორტუგალიელთა რუს სერგეი ოლეინიჩს იუკოთი აჯობა, მომდევნო წრეში კი ფრანგ პიერ დუპრატთან წააგო ორი გაფრთხილებით.

მთლიანად ტურნირის მიმდინარეობიდან გამოვარჩევთ უნგრელი ძმების - ატილა და მიკლოშ უნგვარების ფინალს 73-ში, მონღოლურ ფინალს 100-ში და კამერუნელი ფრანკ მუსიმა ევანეს ბრინჯაოს მედალს. ძმების შეხვედრაში უმცროსმა ატილამ იმარჯვა, რომელიც სულ უფრო უმატებს და ევროპის წლევანდელი პრიზიორიცაა, თუმცა ტიტულებით ჯერ მაინც ჩამორჩება ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოს მედალოსან ძმას. მონღოლთა დაპირისპირებაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაიდინ ტუვშინბაიარმა დამაჯერებლად იმარჯვა, კამერუნელმა კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ლუსიანო კორეას აჯობა.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

60 კგ. 1. ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია), 2. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი), 3. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), ფელიპე კიტადაი (ბრაზილია).

66 კგ. 1. ჯუნპეი მორიშიტა, 2. მასაში ებინუმა (ორივე - იაპონია), 3. პიერ დუპრატი (საფრანგეთი), არმენ ნაზარიანი (სომხეთი).

73 კგ. 1. ატილა უნგვარი, 2. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 3. იასუჰირო ავანო, რიკი ნაკაია (იაპონია).

81 კგ. 1. სრდჟან მრვალჯევიჩი (სერბეთი), 2. ალაინ შმიტი (საფრანგეთი), 3. დავით კარბელაშვილი (საქართველო), ივან ვორობიოვი (რუსეთი).

90 კგ. 1. დაიკი ნიშიამა (იაპონია), 2. კამალ მაგომედვი (რუსეთი), 3. მასაში ნიშიამა (იაპონია), მაქს შინჰოფერი (ავსტრია).

100 კგ. 1. ნაიდინ ტუვშინბაიარი 2. ტამუულენ ბატულგა (მონღოლეთი), 3. კაიჰან ტაკაგი (იაპონია), ფრანკ მუსიმა ევანე (კამერუნი).

+100 კგ. 1. რაფაელ სილვა (ბრაზილია), 2. მატიას სერაი (სლოვენია), 3. ლუკ ვერბიხი (ჰოლანდია), რენატ საიდოვი (რუსეთი), 5. ნოდარ მეტრეველი (საქართველო).

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს