"სასკი ბასკონია" და "ფონდი 5+11" ქართულ კალათბურთში მომხდარ ბოლოდროინდელ ამბებს განცხადებით გამოეხმაურნენ
"სასკი ბასკონია" და "ფონდი 5+11" ქართულ კალათბურთში მომხდარ ბოლოდროინდელ ამბებს განცხადებით გამოეხმაურნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა გამგეობის სხდომა სკანდალურად დატოვეს. ისინი ფედერაციას მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ. საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მედიასაშუალებებში დაბეჭდილ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ, ასევე, სტატიაში მოყვანილი ბრალდებების და სიყალბის პასუხად, ვალდებულნი ვართ, განვმარტოთ:

ჩვენი კლუბი მიეკუთვნება ევროპული დონის გუნდებს. ის მონაწილეობდა ევროლიგის ყველა ციკლში. ჩვენი კლუბი ერთ-ერთია 11-დან, რომელთაც A ლიცენზია აქვთ მოპოვებული და 5 Euroleague Final Four-ში მონაწილეობდა. წლევანდელი სეზონი იყო მეხუთე.

თავის მხრივ, ჩვენი კლუბი ევროპულ დონეზე აღიარებულია, ვინაიდან მან მოამზადა ყველაზე მეტი მოთამაშე, რომელთაც, საბოლოოდ, NBA-ში ან უმაღლესი დონის სხვა პროფესიონალურ გუნდებში განაგრძეს ასპარეზობა.

ამ ფონზე, გვაქვს გამოცდილება, მეთოდოლოგია და პროფესიონალები, რათა შევძლოთ მხარი დავუჭიროთ და ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ კალათბურთის სპორტულ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას.

თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ეფუძნება ურთიერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდის რიგებში, პირველად მის ისტორიაში, ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას თამაშის და კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმის შედეგად.

დასაწყისიდანვე გამოჩნდა ფედერაციის პასუხისმგებელი პირების ქვეყანაში კალათბურთის დონის გაუმჯობესების ამბიციური გეგმა, მუშაობის ნათელი და თანმიმდევრული სტილი და მიმართულება.

შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. პირველი – ეკონომიკური, რომელიც დაკავშირებულია Baskonia-ს ელიტარულ სკოლასთან, სადაც ყალიბდებიან მსოფლიო დონის მოთამაშეები. შეთანხმების თანახმად, წელიწადში საშუალოდ ორი ქართველი მოთამაშე ჩაირიცხება სკოლაში და გარდა ამისა, გავლენას მოახდენს ქართველი და სხვა კალათბურთელების მომზადების და ჩამოყალიბების უფლების შეძენაზე. ისტორიული მონაცემების თანახმად, ამ შენატანის ეკონომიკურად ამოღება შედარებით მოკლე დროში მოხდება.

ეს შეთანხმება ქართველ მოთამაშეებს (14 წლის ასაკიდან ზემოთ) გზას უხსნის მომზადების და ევროპული პროფესიონალური კალათბურთის ასპარეზზე გასასვლელად, რაც სხვა გზით შეუძლებელი იქნებოდა.

შეთანხმების მეორე ნაწილი გულისხმობს მაქსიმუმ 200.000 ევროს გადახდას პროგრამებში, რომლებიც ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს. ეს ნაწილი შარშან არ შესრულდა.

როგორც ჩვენ, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ვაცნობიერებდით, რომ უნდა გვემუშავა როგორც გეგმაზე საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ.

შიდა გეგმაზე მუშაობა გულისხმობდა: 5-წლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენას, ახალი ტალანტების აღმოჩენის შეკრებებს, კვალიფიკაციის ამაღლების შეკრებებს ესპანეთში, მწვრთნელების კურსებს და ა.შ. 5 წლის მანძილზე იმ ასპექტებზე მუშაობა, რომლებსაც ორივე მხარე თვლის პრიორიტეტულად კალათბურთის განვითარებისთვის და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.

საგარეო გეგმა მოიცავდა: იმედისმომცემი ახალგაზრდების უკეთესი სპორტული მომზადებით უზრუნველყოფას და განსაკუთრებით, უმაღლესი დონის შეჯიბრებაში მონაწილეობას, რაც ეჭვგარეშე გამოიწვევს მოთამაშის დონის ამაღლებას და ნათელ სვლას პროფესიონალიზმისკენ. რა თქმა უნდა, ეს საქართველოშიც არის შესაძლებელი, მაგრამ ბევრად ნაკლები დონის ტურნირში და ამდენად, პროგრესის და წინსვლის ნაკლები შესაძლებლობით.

ახალი სეზონიდან Baskonia-ს სტიპენდიას მიიღებს 2 მოთამაშე. კიდევ 5-ს შემოთავაზება აქვს ესპანური კლუბებიდან, რომ მიიღონ სტიპენდია და ითამაშონ მოსამზადებელ, სასწავლო კატეგორიაში, რაც მთლიანობაში შეადგენს 7 ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებიც ისწავლიან და მოემზადებიან ესპანეთში, რამენაირი გადასახადის გარეშე მათთვის და მათი მშობლებისთვის.

აქედან გამომდინარე, შეურაცხმყოფელად გვეჩვენება საუბარი, რომ ჩვენთან მყოფ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ არც ოთახები და არც საკვები.

ჩვენთვის შეურაცხმყოფელია საუბარი, რომ სტიპენდიანტი მოთამაშე იძულებული იყო, გადაეხადა საცხოვრებელი ხარჯები, სინამდვილეში ამ მოთამაშეს არ მიუღია სტიპენდია და მშობლებმა გვთხოვეს დახმარება, რომ მისთვის მიგვეცა ოთახი. მას გადავახდევინეთ საცხოვრებლის და კვების ხარჯები, თუმცა არ მოვთხოვეთ მწვრთნელების, მომზადების და სპორტული ტანსაცმლის ხარჯების და ა.შ. გადახდა. საზოგადოდ, ჩვენ არ ვიქცევით ასე, მაგრამ ეს გავაკეთეთ საქართველოს პროექტთან თანამშრომლობის მიზნით.

შეურაცხმყოფელია, როდესაც საუბრობენ, რომ ერთი მოთამაშე ჩამოვიდა და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო 2 თვის შემდეგ. სინამდვილეში მისი ყოფნის დროს სამედიცინო ხასიათის პრობლემების გამო რეკომენდაცია მიიღო, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში. მის განკარგულებაში იყო კლუბის მთელი სამედიცინო სამსახური.

არ ვაპირებთ იმ კამათში ჩართვას, რომელიც ქვეყნის შიგნით შეიძლება წარიმართოს. არც შეთანხმების შესაბამისობის შეფასებას ვაპირებთ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს.

როგორც კლუბი, ვერ მივიღებთ, რომ შეილახოს ჩვენი სახელი, გაილანძღოს ჩვენი ქმედება და ეჭვქვეშ დადგეს ჩვენი უნარი, შესაძლებლობა ჩვენს კლუბს და კალათბურთის ფედერაციას შორის დასახული მიზნების მისაღწევად.

კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ფედერაციასთან ყველა იმ ასპექტში, სადაც შეგვიძლია დავეხმაროთ, რადგან ჩვენს თავზე ავიღეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნებაყოფლობითი ვალდებულება ფორმალური წერილობით დაფიქსირებული ვალდებულებების გარდა და რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ მიზნები, რომლებიც დავისახეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმების ხელმოწერით, შესრულდება.

უსაზღვროდ ვწუხვართ,რომ პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეთანხმების შინაარსზე მუშაობაში, აჩვენებდნენ თავიანთ მზადყოფნას და თანხმობას შეთანხმების შინაარსთან და მის შესრულებასთან, ახლა გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებას ფედერაციასთან მოცემული შეთანხმების საშუალებით.

ვიმედოვნებთ, რომ კვლავ არ ვიქნებით გახვეულნი ტყუილებსა და შეურაცხყოფაში, რაც იძულებულს გაგვხდის, შევიტანოთ სარჩელი ჩვენი ღირსების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა