JR.NBA - GBF ლიგა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს
JR.NBA - GBF ლიგა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. ეს დღეები გარდამავალი გამოდგა ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთის დივიზიონებისთვის. ეს უკანასკნელი ბათუმში ტარდება და სტარტი 5 ივნისს აიღო.

სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში მონაწილეობას იღებენ "დალას მავერიქსი" (ბათუმი), "სან ანტონიო სპურსი" (აკადემია 2), "ჰიუსტონ როკეტსი" (საჩხერე), "მემფის გრიზლისი" (ოზურგეთი) და "ნიუ ორლეანი" (ფოთი).

ზემოთ ჩამოთვლილმა გუნდებმა ტურნირში ასპარეზობა 5 ივნისს დაიწყეს, ხოლო ცენტრალური დივიზიონის გუნდებმა პირველი წრე უკვე დაასრულეს. რუსთავში ჩატარებული დივიზიონის ფავორიტი მასპინძელთა გუნდი (კლივლენდი) გამოდგა, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო. 2-2 შეხვედრა მოიგეს (და ამდენივე წააგეს) "მილუოკი ბაქსმა" (სოხუმი) და "ჩიკაგო ბულსმა" (იბერი), ხოლო თითო გამარჯვება "დეტროიტ პისტონსა" (დინამო) და "ინდიანა პეიზერსს" (ოვერტაიმი) დარჩათ.

ბათუმის პარალელურად, სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს თელავში, ხოლო გორში სტარტი აიღო ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგნიზებული, რომლებსაც პარტნიორობას და მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების ბიურო და საქართველოში აშშ-ს საელჩო უწევენ.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა