ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძიუდოისტთა რეიტინგები: ვინ გველოდება ბრაზილიაში [დასაწყისი, -60 კგ]

ძიუდოისტთა რეიტინგები: ვინ გველოდება ბრაზილიაში [დასაწყისი, -60 კგ]

ამირან პაპინაშვილის სავარაუდო მეტოქეები რიოს ოლიმპიადაზე
31 მაისს დამთავრდა სალიცენზიო ტურნირები ძიუდოში. ოლიმპიადამდე კიდევ ჩატარდება "დიდი პრიზის" ორი შეჯიბრება - ბუდაპეშტსა და ულან ბატორში, ერთიც "დიდი მუზარადი" - ტიუმენში, აგრეთვე, პან ამერიკის "ღია თასი", თუმცა ისინი სალიცენზიო ქულებს აღარ იძლევიან, გუნდებისთვის მხოლოდ სასტარტო დანიშნულება ექნებათ. ოლიმპიადაზე სპორტსმენებიც დღეს არსებული რეიტინგით წარდგებიან, მათ ქულებს განულება-განახევრება არ ემუქრება.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა შვიდივე წონაში მოიპოვა ლიცენზია. აქედან ხუთში - 60, 66, 73, 81 და 90-ში განთესილ რვა კაცში ვართ, ორში კი - 100-ში და მძიმეში განუთესავად დავრჩით. არადა, მძიმეში ჩვენებს ბოლოს რომ არ მოეკლოთ, იქაც საუკეთესო ოქტეტში ვიყავით და ერთი ხანობა სამეულშიც კი შევდიოდით.

თუმცა სწორედ +100 კილოგრამია იმ ორი წონიდან ერთი, სადაც სალიცენზიო ზონაში, ანუ მოწინავე 22 კაცში ორ-ორი წარმომადგენელი გვყავს - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი. მეორე ასეთი წონა 73-ია, სადაც ევროპის ორგზის ფინალისტ ნუგზარ ტატალაშვილთან ერთად ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც ლიდერებშია.

ერთი ლიცენზია ქალებშიც მოვიპოვეთ, სადაც პირველად გვეყოლება მონაწილე ოლიმპიადაზე - ჰოლანდიიდან გადმობირებული ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70), თუმცა რეალურად სხვა შანსი არც გვქონია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც: საერთაშორისო და ოლიმპიური რეიტინგი სხვადასხვა პრინციპით დაითვლება. მსოფლიოს რეიტინგში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგი სრულად ეწერება, წინა ერთი წლისა ნახევრდება (ანუ, თუ ეწერა 100 ქულა, ჩათვლაში 50 დარჩება), 2 წელზე უფრო ადრინდელი შედეგები საერთოდ უქმდება. ოლიმპიურში ყველა შედეგი არ შედის - 100%-იანებიდანაც და 50-იანებიდანაც 5-5 საუკეთესო, რასაც მეექვსე ექსტრა-შედეგი ემატება (კონტინენტურ პირველობებსა და მასტერსს შორის საუკეთესო).

აქედან გამომდინარე, შეიძლება სპორტსმენი სხვადასხვა რეიტინგში განსხვავებულ პოზიციაზე იყოს. ასეთი მიდგომა იმითაა გამოწვეული, რომ ოლიმპიადაზე ქვეყნიდან წონაში მხოლოდ ერთი კაცი გამოდის, სხვა ტურნირებზე კი მთლად ასეთი მკაცრი შეზღუდვა არაა და შეიძლება რომელიმე ქვეყნიდან ორი სპორტსმენიც კი მოხვდეს განთესილებში.

ვაჟთა ამ 22 ლიცენზირებული სპორტსმენიდან 8-8 განთესილია, ეს კი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი უმეტესად პირველ წრეში თავისუფალნი იქნებიან, ანუ ერთი შეხვედრით ნაკლებს ჩაატარებენ. თან მეოთხედფინალამდე წონის ლიდერებს, ანუ საუკეთესო რვა ძიუდოისტს არ შეხვდებიან. ამასთან, მათი დაჯგუფება გარკვეული ფორმულით ხვდება და აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, ოლიმპიადაზე ამ დასკვნით ეტაპზე ჩვენებს ვინ ელოდებათ მეტოქეებად (რა თქმა უნდა, მათ მანამდე თუ არ წააგეს).

ოღონდ გარკვეულ სირთულეს ის ქმნის, რომ არ ვიცით სხვა გუნდების შემადგენლობა - ვაიდა, ვინმემ განთესილი არ წაიყვანოს, ან წინ მდგომს უფრო უკან მყოფი ამჯობინოს. ამის მიუხედავად, საკმაოდ რეალურად შეიძლება გარკვეული გათვლების გაკეთება.

60 კგ

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი ორივე რეიტინგში მეშვიდეა, თუმცა ოლიმპიურში თამაშებზე მეექვსე იქნება, რადგან მის წინ ორი მონღოლია - მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი მეორე ადგილზეა, მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა - მეხუთე.

მათგან ერთი გამოაკლდება სიას, მაგრამ საკითხავია, რომელი, ან - მხოლოდ ერთი თუ ორივე? ეს კითხვა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება პაპინაშვილს. საქმე ისაა, რომ გაჩნდა ცნობა (ერთ-ერთი რეპორტაჟისას საერთაშორისო ფედერაციის დიქტორებმა თქვეს), რომ მონღოლებს არც განბატი მიჰყავთ, არც - დაშდავაა და ოლიმპიადაზე 20 წლის ცოგტბაატარ ჩენდ-ოჩირს აყენებენ.

თუ ასე მოხდა, პაპინაშვილი მეხუთეზე გადავა და გაცილებით რთულ ბადეში მოხვდება - მეოთხედფინალში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო ელოდება, ხოლო მას თუ მოუგებს, ნახევარფინალში კორეელთა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსან ვონ-ჯინ კიმსა და რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვს შორის მოგებულს შეხვდება.

მეექვსეზე რომ დარჩეს, შედარებით იოლი ბადე ელოდება - ჯერ აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მედალოსანი ორხან საფაროვი, მერე - განბატისა და უზბეკი დიორბეკ უროზბოევის წყვილში გამარჯვებული. თუმცა აქაც ერთი მომენტია: მონღოლებმა განბატის ნაცვლად დაშდავაა თუ წაიყვანეს, მაშინ საფაროვი მეორე ადგილზე გადავა და პაპინაშვილის ბადე ასეთი იქნება: ყაზახი მსოფლიოს ჩემპიონი იელდოშ სმეტოვი და საფაროვ-უროზბოევის წყვილში გამარჯვებული.

თუმცა ეს ვარიანტი წინაზე უარესია - სმეტოვი ჩვენებურისთვის გაცილებით უხერხული მეტოქეა, ვიდრე - საფაროვი და მასთან შეხვედრის შემთხვევაში ნახევარფინალში გასვლის შანსიც მეტია.

გაგრძელება იქნება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)

მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

მონღოლ ძიუდოისტებს ვარჯიშზე ბეისბოლის ჯოხს და ქამარს ურტყამენ [VIDEO]

ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში