აპიაში "ბორჯღალოსნებს" დიდი სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან
"ბორჯღალოსნები" 4 ივნისიდან აპიაში იმყოფებიან, სადაც 11 ივნისს, სამოას წინააღმდედ ივნისის პირველი ტესტისთვის ემზადებიან. ნაკრებმა გრძელი, სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, პირველი რამდენიმე დღე აქტიურ აღდგენას დაუთმო.

"ბორჯღალოსნების" თავკაცის მილტონ ჰეიგის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ნაკრების ყველა მოთამაშის მენტალურად ერთ სისტემაზე მოყვანა, ვინაიდან ბევრმა საფრანგეთში გრძელი და დამღლელი სეზონი ჩაატარა და ყველა თავ-თავიანთ კლუბში სხვადასხვა სტრატეგიებსა და სისტემას იყენებდა.

ნაკრები მწყობრში მალე მოვიდა და შეეგუა დიდ ტენიანობას. სავარჯიშოდ კი, ჩვენი საწვრთნელო შტაბის წევრთა თქმით, იდეალური ამინდია. გამოძახებულთაგან 5 პრო დე 2-ის მორაგბე უკვე დაიძრა სამოასკენ და სავარაუდოდ, გუნდს პარასკევიდან შეუერთდებიან.

"განსაკუთრებულად კარგად და თბილად გვიმასპინძლეს აპიაში. შედარებით ადვილადაც გავიარეთ აღდგენა და მივეჩვიეთ დროის საკმაოდ დიდ სხვაობას.

ყველას ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აპიაში სამოასთან რკენა ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ მოვამზადეთ გეგმა იმისათვის, რომ მომავალ შაბათს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვიმუშაოთ საჩვენო შედეგისათვის", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

აპიაში ჩვენს ნაკრებს დიდი სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან. "ბორჯღალოსნების" პატივსაცემად გამართულ საღამოზე სამოას პრემიერ-მინისტრი ტაულიეპა საილელე მალიელეგაომ განაცხადა:

"ჩვენც ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას, დავტკბეთ თამაშის სხვადასხვა სტილით. ბოლოს, როდესაც ჩვენმა ნაკრებებმა ითამაშეს, ჩვენ დავთმეთ შეხვედრა ბევრად ძლიერ საქართველოსთან. თქვენი გუნდი განაგრძობს წინსვლას მსოფლიო რეიტინგში და სამოაზე წინაა, რაც არაა შემთხვევითობა, არამედ სრულად დამსახურებულია! შესაბამისად შაბათს ძალიან საინტერესო სანახაობა გველის".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" წელს პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაებნენ ზაფხულის ტესტების სერიაში. წელს გასვლაზე სამ ტესტს ვთამაშობთ - სამოას, ტონგასა და ფიჯის წინააღმდეგ.

მატჩების განრიგი საქართველო დროით:

სამოა - საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა

საქართველო - ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი

ფიჯი - საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

წყარო: rugby.ge

გიორგი ბეჟანიშვილი
მიდთ ბორჯღალოსნებო მთელი საქართველი თქვენს გვერდით დგას
vato
მიდით ბიჭები ძაან მაგარი ხალხი. კაი თამაშები გველის. უძლიერესი ნაკრები გვყავს! აჰ ზგვის ჰაერი პირიქით ძალას გმატებს და გამძლეობასაც!
gizog
წარმატებები ალგეთის მგლებს. სიძლიერე ყველგან უნდა დავამტკიცოდ ჩრდილო ნახევარსფეროზეც და სამხრეთ ნახევარ სფეროზეც, თუ მართლაც განსხვავებული ჰავა არ არის. გაგვახარეთ ბიჭებო! ბიჭებო! ბიჭებოოო! გამარჯვება ბიჭებოო!
kaxa
ასეც უნდა იყოს. კარგია პირდაპირ ეთერში თუ ვნახავთ თამაშებს. წარმატებები ბიჭებო.
Misha
ეგ მართლა გაასწორებს თუ პირდაპირი ტრანსლიაცია იქნება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს