ტოტი ამის შემდეგ "რომას" დირექტორი გახდება
დასრულდა ხანგრძლივი საგა ფრანჩესკო ტოტის კონტრაქტთან დაკავშირებით. 39 წლის თავდამსხმელმა "რომასთან" ახალი, 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ითქვა ისიც, რომ მომდევნო სეზონის შემდეგ ტოტი დაასრულებს კარიერას და "რომას" ტექნიკური დირექტორი გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც თავად ფეხბურთელმა დაადასტურა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ კონტრაქტს დიდხანს ველოდი. ეს იქნება ჩემი 25-ე სეზონი "რომას" შემადგენლობაში და შემდეგ დავასრულებ კიდეც კარიერას. ყოველთვის მსურდა, რომ მხოლოდ ერთ გუნდში მეთამაშა და საბედნიეროდ, ეს ასეც მოხდა.

არადა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი მაცდური შეთავაზება მივიღე და შემეძლო, ევროპის არაერთ გრანდში მეთამაშა. არასდროს მინანია, რომ მთელი კარიერა "რომას" შევწირე, რადგან ვერსად ისეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, როგორიც აქ ვარ. მართალია, ბევრი ტიტული ვერ მოვიგე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არაა მთავარი".

ტოტიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ბედნიერი ვარ იმითაც, რომ კარიერის დასრულების შემდეგ "რომას" ტექნიკურ დირექტორად ვიმუშავებ. უკვე გავაფორმე 6-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ერთი წლის თავზე ამოქმედდება.

ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა მენეჯერის როლში და ამის საშუალება მშობლიურ კლუბში მომეცემა. თავს არ დავზოგავ, რომ დირექტორის პოსტიდან კლუბს დიდი სარგებელი მოვუტანო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავით123
შენ ჩემო ძმაო მალდინი თუ გაგიგია საერთოდ? ხო და რა მოიგო საერთოდ ბოლო 5 წელია ის მითხარი, შევადაროთ მალდინის ბოლოს მოგებულ ტიტულებს და ხმას არ ამოვიღებ. თუ ვერაფერს იტყვი აი მძიმე შემთხვევა მერე იქნება )))))) არადა მალდინი თავიდან ბოლომდე სულ ფორმაშია და მაგისი ჩაგდებული თამაში არავის არ უნდახავს, ეს კიდევ მოედანზე სასეირნოდ გამოდის. რა მოიგო მითხარი ერთი კაცურად.
lol
არაფერს აკეთებსო დდდ ვაახ მძიმე შემთხვევაა ))))
დავით123
ამას როგორ უნდა მალდინის გაუტოლდეს, არაფერს აკეთებს და მაინც უხანგძლივებენ ბოლო 5 წელია :)
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა