5 მილიონის კომპენსაცია "წმინდანებს"
"ევერტონმა" თავისას მაინც მიაღწია და, როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, "კანფეტებმა" რონალდ კუმანთან და "საუთჰემპტონთან" შეთანხმებას მიაღწიეს.

"ევერტონი" "წმინდანებს", კომპენსაციის სახით, 5 მილიონ გირვანქას გადაუხდის, ჰოლანდიელთან კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტისთვის. მან ამ პოსტზე ორი წელიწადი გაატარა და პირველ სეზონში "საუთჰემპტონი" მე-7 ადგილზე გაიყვანა, მეორეში კი - მე-6 ადგილზე.

ასეთი კარგი შედეგები პრემიერლიგაში "სენტ მერის" ბინადრებს აქამდე არ ჰქონიათ. გარდა ამისა, "გუდისონ პარკზე" კუმანს საგრძნობლად გაზრდილი ხელფასი ექნება - როგორც ამბობენ, წელიწადში 6 მილიონი გირვანქა. აი, ამდენად უღირს ჰოლანდიელი ევერტონელთა ახალ მფლობელს, ფარჰად მოშირის.

ჰოლანდიელი ამჟამად თავის ძმასთან, ერვინთანაა, რომელიც მის ასისტენტად მუშაობს და ფიზმომზადების მწვრთნელთან, იან კლიტენბერგთან ერთად არდადეგებზეა. თუმცა კვირის ბოლოს, ალბათ, ინგლისში დაბრუნდება და წესით, ყველაფერი ოფიციალურად პარასკევისთვის უნდა გაფორმდეს.

ინგლისის ნაკრებისა და "საუთჰემპტონის" ყოფილ თავდამსხმელ მეტ ლე ტისიეს კუმანის გადაწყვეტილება არ მოეწონა და განაწყენებული ჩანს.

"ცოტათი გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ "ევერტონთან" ერთად ტიტულების მოგების უკეთესი შანსი ექნება, მაგრამ მე მეეჭვება. მესმის, რომ მერსისაიდელებს ახალი მფლობელი ჰყავთ, რომელიც მზადაა, დიდი თანხა დახარჯოს, მაგრამ ეს სამსახური შესაძლოა, არც ისე მარტივი და სასიამოვნო გამოდგეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პრემიერლიგაში კლუბების უმეტესობა ფინანსურად შეძლებულია, მაგრამ ეს წარმატების გარანტი არ არის. კარგია, რომ ფეხბურთელები "საუთჰემპტონის" ერთგულები რჩებიან, იმედია, არავინ წავა და შემდეგ სეზონშიც კარგად ვითამაშებთ" - თქვა ლე ტისიემ.

შეგახსენებთ, რომ კუმანს სათამაშო კარიერისას 763 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული და მან 253 გოლის გატანაც შეძლო. 1988 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე, პსვ-სთან ერთად - ჩემპიონთა თასი. 1992 წელს ჩემპიონთა თასზე ტრიუმფს უკვე "ბარსელონასთან" ერთად მიაღწია, თანაც, ფინალში "უემბლიზე" "სამპდორიას" გამარჯვების გოლი გაუტანა. რასაკვირველია, არაერთი საკლუბო ტიტული აქვს ჰოლანდიასა და ესპანეთში.

სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, იგი წვრთნიდა არნემის "ვიტესს", ამსტერდამის "აიაქსს", ლისაბონის "ბენფიკას", პსვ-ს, "ვალენსიას", "ალკმაარსა" და "ფეიენოორდს", სანამ "საუთჰემპტონში" მივიდოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
ლაპორტამ თქვა, რომ მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს - კუმანმა ახსნა, რატომ არ სჯერა "ბარსელონას" პრეზიდენტის სიტყვების
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები