ესპანეთთან მატჩის შემდეგ გასახდელში მოზეიმე ფეხბურთელთა შორის კანკავას და ყენიას არყოფნამ ეჭვები გააჩინა
ესპანეთთან გასვლაზე სენსაციური გამარჯვება რომ მოვიპოვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გასახდელში ჩავიდა და ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს გამარჯვება ერთობ ემოციურად მიულოცა. ზეიმის კადრებში არ ჩანან საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ლევან ყენია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]

კობიაშვილისა და ნაკრების ფეხბურთელების სიხარული გასახდელში [PHOTO]

უმალვე დაირხა ხმები, რომ ამ ორ ფეხბურთელს გარკვეული უთანხმოება ჰქონდა ვლადიმირ ვაისთან.

ამას ცეცხლზე ნავთივით დაესხა ესპანეთთან მატჩამდე ვაისის მიერ პრესკონფერენციაზე თქმული - რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ჩემი ხელმძღვანელობით ვეღარ ითამაშებსო...

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ჩვენ ინფორმაცია სანდო წყაროზე (წყალი რომ არ გაუვა, ისეთი) დაყრდნობით გადავამოწმეთ და საბედნიეროდ, ეჭვი არ გამართლდა. მაგალითად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა რუმინეთთან და ესპანეთთან მატჩებში მონაწილეობას რომ ვერ მიიღებდა, ეს ჯერ კიდევ 3 ივნისს გადაწყდა. კანკავას მცირე ტრავმა აწუხებდა და მისი უთამაშებლობის მიზეზიც სწორედ ესაა.

ჩვენი ინფორმაციით, ვაისი გაგებით მოეკიდა გუნდის კაპიტნის მდგომარეობას და მისი ჯანმრთელობით არ გარისკა. ესპანეთთან მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კანკავამ საქართველოს ნაკრების ბანაკი დატოვა...

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესებშია, რომ კანკავამ მალე იპოვოს სასურველი კლუბი. მას შემდეგ, რაც "რეიმსმა" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დატოვა, გადაწყდა, რომ კანკავა გუნდს ლიგა 2-ში არ გაჰყვებოდა. როგორც შევიტყვეთ, ადვილი შესაძლებელია, მან მალე იპოვოს სასურველი გუნდი, რადგან ამ მიმართულებით უკვე არის პოზიტიური ძვრები. იმედია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი კარიერას ისევ ევროპაში გააგრძელებს.

გავიგეთ ისიც, რომ არც ყენიასა და ვაისს შორის არის უთანხმოება. ზოგადად, ამ შეკრების თვითმხილველებმა დაგვარწმუნეს, რომ გუნდში არანაირი დაძაბულობა და შფოთი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ნავალოვსკის გულშემატკივარი არასოდეს შეაგინებდა,რადგანაც ის ყოველთვის გულიანად თამაშობს და თამაში არ მახსოვს თავი არ დაედოს ბოლომდე! ამიტომ ზედმეტი იყო მისი მხრიდან ეგეთი რამის თქმა გულშემატკივრის მიმართ.
ლუკა
ბადრი ნავალოვსკისგან რაღა გინდა? ვინ შრომობს და იბრძვის მაგაზე მეტს მოედანზე? თუ გულშემატკივარს შეაგინა ალბათ დაიმსახურა გულშემატკივარმა. თუ მთელი სტადიონი აგინებს დედას ფეხბურთელს მაშინ ფეხბურთელსაც აქვს უფლება აგინოს მთელ სტადიონს. ქართველ გულშემატკივარზე უზრდელი და ენაბილწი ბევრი არ არის მსოფლიოში. 2 ლარიანი პრასტიტუტკებივით იგინება ბევრი სტადიონზე.
პაატა
ისე ყენია თუ არ იქნა ნაკრებში,არნაირი პრობლემა არაა.
ბესო
ყენია არ არის კლუბში ძირითადის ფეხბურთელი ე/ი სათამაშო პრაქტიკა არა აქვს,აქედან გამომდინარე ყენია თუ არ იქნა ნაკრებში არნაირ პრობლემას არ ვხედავ.მშენიერი ბიჭია ჯიღაური,ყენიას ნაცვლად თუნდაც არაბიძეს გამოვიძახებდი.
odala
ხალხო, მე არა მგონია რომ ვაისის კომენტარს კონკრეტული ადრესატები ჰყავდა. მან უბრალოდ იმ ზერელე მატჩების შემდეგ ხერხს მიმართა რომ გუნდი ცოტა აზრზე მოეყვანა. ნამეტანი საზაფხულო და დასვენების რეჟიმში იყო გუნდი გადასული, რის გამოც არ იყო კონცენტრირებული, თორემ ასეთი რომ ყოფილიყო ვინმე, ერთ-ერთი პირველი ამისულაშვილი იქნებოდა ალბათ, რომელმაც კვლავ ითამაშა და კაპიტანიც იყო. ერთადერთი მცველი დვალი ამოაგდო, მაგრამ არა მგონი რომ ეს ბიჭი ყოფილიყო ერთ-ერთი კანდიდატი მოკვეთის. ეს მწვრთნელის ტაქტიკური ნაბიჯი იყო რომ ცოტა შეენჯღრია გუნდი.
თენგო
ისე ჩემი ნება რომ იყოს,ყენიას,დვალიშვილს,ამისულაშვილს საერთოდ არ გავაკარებდი ნაკრებს და კიდევ ჭანტურიშვილს ეს ბიჭი არ არის სანაკრებო დონის.აგერ მშვენიერი ბიჭია ჯიღაური ამ ბიჭს შეუძლია ნაკრებს გამოადგეს,კიარა ლიდერიც გახდეს.და მათ ნაცვლად მივცემდი შანსს,ხოჭოლავას,ლიპარტიას,თუნდაც არაბიძესაც.
soccer
შოდა ისე ცნობისთბის ამ თაობაში ყენიაზე ძლიერი ფეხბურთელი არ ყოლია ქართულ ფეხბურთს, ვერც შალკეში მოხვდები თუ ძლიერი არ ხარ, და ამ ფორმაციის ნაკრებშიც ყველაზე შემქმნელი ფეხბურთელია, თან ფიზიკურიც აკრიფა მწვრთნელმა შანსი უნდა მისცეს
gela
ვაისმა გასაგებათ თქვა რომ ნაკრებში ვერ ითამაშებენ ყოფილი მოთამაშეები. მაგ. ხურცილავა გუცაევი გაბელია სულაქველიემ ამბოლო დროს მოუკლოო თამაშსო.
ბადრი
ვინც მწვრთნელის დავალებას და მითითებებს არ ასრულებს არც უნდა გააკარო ნაკრებს.და კიდევ ნავალოვსკის ნაირი უზრდელები რომელმაც დედაზე აგინა გულშემატკივარს,ფეისბუქის გვერდზე,ასეთ საქციელზე პასუხი უნდა აგებინოს ფედერაციამ და მინიმუმ ბოდიში უდა მოახდევინოს გულშემატკივრისთვის,თუ არადა ნაკრებს არ უნდა გააკარო.ეს ჯერ მაშინ უნდა დაესაჯათ როცა გორში იუზრდელა და მაყურებლებს რომ აგინა.მაგრამ რად გინდა ჩვენთან ყველაფერი მისაღებია.
papa
ყვითელ პრესას ნუ ემსგავსებით, ან გაარკვიეთ ვიზეა საუბარი ან კიდევ წყალს ნუ ამღვრევთ ჭორაობით.
maxo
ყენია თუ არ იქნება ნაკრებში და კიდევ რამდენიმე ვაი ქართველი ფეხბურთელი ამას გულშემაკტივრები მხოლოდ მივესალმებით
bebeto
ჟურნალისტებო ამ ტემას ნუ აიტაცებთ ახლა. კანკავაც და ყენიაც საჭირო ფეხბურთელები არიან ნაკრებისთვის.
ynwa
საქმე ისაა, რომ ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, მწვრთნელი თუ დაიცავს თავის პრინციპს. გასაგებია, თამაშამდე არ გაახმაურებდა მათ გვარებს, მაგრამ ეხლა უკვე სექტემბრამდე დიდი დროა და უნდა თქვას თუ ვინ არიან ისინი. თუმცა რაღაც მეეჭვება, რომ ასე მოხდეს, ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე. ისე თამაშამდე კაპიტანის მიერ გუნდის მიტოვება მართლაც საეჭვო ფაქტია, მერე რა რომ ტრამვა ჰქონდა?! მაშინ სხვა რაიმე სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა, არასაფეხბურთო, რომ ასე მოქცეულიყო
gggg
მე ის უფრო მაინტერესებს, კაპიტანმა გუნდი თამაშამდე როგორ უნდა დატოვოს?!!! აი ამას ვერ ვხვდები!!
goga
შოდა მაგრად აზრზე ხარ გეტყობა ფეხბურტის, სად იყო ქეცბაია ყენიამ რო პირველად იტამაშა ნაკრებში.
htra
ყველა ვინც არ ეთანხმება მთავარი მწვრთნელის პოლიტიკას ნაკრებიდან ძუნკალი ძაღლივით უნდა იქნეს გაგდებული. ეროვნული ნაკრები ეს ქვეყნისა და ხალხის გუნდია და ჩვენს წინაშე მთავარი მწვრთნელია პასუხისმგებელი
შოდა
საწყენად არ ვამბობ და ყენია ფეხბურთელი არაა! და არც არასდროს ყოფილა! -თუ შეიძლება ითქვას გაუმართლა??? ქეცბამ 17 წლის ბიჭი 10 წუთით ნაკრებში ათამაშა და არიქა ნაკრებში აქვს ნათამაშებიო, და იოლად გაყიდეს... - იქ კი დაიკარგა ბიჭი.და რამდენი ასეთი დაკარგულა უდროოდ, ჯერ კიდევ დაუმწიფებელი ბავშვის გაყიდვის შემდეგ. ასეა სიხარბეს, გაუმაძღრობას, უტვინობას და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას ასე მოჰყვება!
Walkabout
წერთ რომ საბედნიეროდ, ეჭვი არ გამართლდაო, გუნდში არანაირი დაძაბულობა და შფოთი არ არისო, ესე იგი გამო@#$%&ბულია ვაისი რომ იძახის სანამ მე მწვრთნელი ვარ, ვიღაც-ვიღაცეები ვეღარ ითამაშებენო? ხოდა დაადგინეთ ვინ არიან ეს ვიღაც-ვიღაცეები...
jano
ყენია იყო გასახდელში და ეს კარგად ჩანს, გაუგებარი მხოლოდ ისაა თუ რატომ არ ათამაშა, თუნდაც კობახიძის მაგივრად ყენია რატომ არ შემოიყვანა
gio44
ეტყობა გუნდის მძღოლზე თქვა,აბა ფეხბურთელი მეტი ვინ უნდა იყოს
გულშემატკივარი
რათ უნდა ამას მკითხაობა, როცა ხედავენ რომ ამდენი ეჭვია, კაპიტანია, გამოვიდეს და თქვას ბოლობოლო რატო ვერ ითამაშა, რა გახდა ერთი სტატუსი გააკეთოს ფბ-ზე და ხო დაესმევა წერტილი ყველაფერს
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე