ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კოსოვო და გიბრალტარი მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვებიან
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კოსოვო და გიბრალტარი მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ მაისში კოსოვოს და გიბრალტარს ორგანიზაციის წევრობა მიანიჭა და 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მისცა.

ფიფას ვებგვერდის ცნობით, კოსოვოსა და გიბრალტარის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩასმის ამოცანა უეფას დაეკისრა.

9 ივნისს პარიზში, უეფას საგანგებო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გიბრალტარი H ჯგუფში ბელგიასთან, ბოსნიასთან, საბერძნეთთან, ესტონეთთან და კვიპროსთან ერთად ითამაშებს, ხოლო კოსოვო I ჯგუფში ხორვატიასთან, ისლანდიასთან, უკრაინასთან, თურქეთთან და ფინეთთან ერთად იქნება.

აღნიშნულ ჯგუფებში კოსოვოსა და გიბრალტარის გადანაწილება უეფას საგანგებლო სხდომაზე იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ კოსოვოს სერბეთთან ან ბოსნიასთან შეხვედრის ალბათობა გამორიცხონ.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კოსოვოს გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან საქართველო არ აღიარებს კოსოვოს.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

- უეფამ კოსოვოური კლუბები ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე არ დაუშვა

- სერბეთმა კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით სპორტულ არბიტრაჟში აპელაცია შეიტანა

- "კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"

- რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის კოსოვოს უეფაში გაწევრიანება?

"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ფიფამ საკუთარ რიგებში კოსოვო და გიბრალტარი მიიღო
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
სერბეთმა კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით სპორტულ არბიტრაჟში აპელაცია შეიტანა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ჩრდ. მაკედონიამ გიბრალტარი დაამარცხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ᓡᓐ