საფრანგეთი იწყებს და იგებს
* ევრო 2016 ახალი წესის გამოყენებით დაიწყო. სასტარტო დარტყმა ჟირუმ უკან შეასრულა, რაც აქამდე აკრძალული იყო.

* ოლივიე ჟირუმ ბოლო 6 სანაკრებო მატჩში 8 გოლი გაიტანა.

* ბოგდან სტანკუმ რუმინეთის ნაკრებში მე-10 გოლი გაიტანა, პირველი პენალტის ნიშნულიდან.

* კინგსლი კომანი გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - 19 წლისა და 362 დღის.

* საფრანგეთის ნაკრების რეკორდი "სტად დე ფრანსზე" - 22 მოგება, 8 ფრე და 3 წაგება.

* დიმიტრი პაიე პირველი ფრანგია ტიერი ანრის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა ევროპის ჩემპიონატზე. ანრიმ ეს 2000 წელს შეძლო ჩეხეთის წინააღმდეგ.

* 16 წლის შემდეგ საფრანგეთი პირველი მასპინძელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მოიგო. 2000 წელს ეს ბელგიამ მოახერხა.

ვინმეს რომ თამაშამდე ეთქვა, არ დავიჯერებდი, რომ მატჩის გმირი გავხდებოდიო - ამბობდა სიხარულისგან აცრემლებული დიმიტრი პაიე გამარჯვების შემდეგ. გახსნით მატჩში სწორედ მისი და არა ფრანგთა უფრო მეტად "გაპიარებული" ვარსკვლავების ბენეფისი ვიხილეთ - საგოლე პასი და გამარჯვების გოლი, თანაც, რა გოლი!

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

4-3-3-ს ველოდით დეშამისგან და არ ველოდით იორდანესკუსგან. დეშამი დაცვის ცენტრში ადილ რამის ენდო, რომელიც ლორან კოშიელნის შეუწყვილა და არც შემცდარა. კანტე-მატუიდი-პოგბას სამეული შუა ხაზში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შეასკდა სტანჩუ-ჰობანი-პინტილიის სამეულს.

ორივე გუნდი ცდილობდა ბურთის მაშინვე დაბრუნებას, თუკი კარგავდა. მეტოქეები ერთმანეთს სივრცეებს არ უტოვებდნენ. ვფიქრობთ, ამ დუელში ფრანგებმა იმიტომ იმარჯვეს, რომ დიმიტრი პაიე სიღრმიდან უტევდა და შუა ხაზში მასპინძლებს რიცხობრივ უპირატესობას უქმნიდა.

ფრანგებისთვის კვლავ სუსტ წერტილად დარჩა მეტოქეთა სტანდარტულები. დეშამის გუნდი გოლების ლამის ნახევარს სწორედ სტანდარტულებიდან უშვებს. კოშიელნი ევროს დაწყებამდე გვპირდებოდა, რომ საფრანგეთის ნაკრები ამ ნაკლს გამოასწორებდა, მაგრამ...

მეორე ტაიმში შეცვლებით ორივე მწვრთნელმა გადააწყო თამაში - იორდანესკუმ ფლანგელი კიპჩუ შეიყვანა და სტანკუ გასული სტანჩუს ადგილზე დააყენა.

დეშამის გადაწყვეტილება უფრო თამამი იყო, მან პოგბა მოხსნა თამაშიდან და ერთბაშად ოთხი შემტევით გააგრძელა თამაში. ამ შემთხვევაში ჟირუ უფრო გამოკვეთილი ცენტრფორვარდი გახდა. თუმცა გამარჯვება დეშამს ტაქტიკამ კი არა, პაიეს ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოუტანა.

გოლები

1:0 - 57-ე წუთზე დიმიტრი პაიემ საჯარიმოში ჩააწოდა. ოლივიე ჟირუ დრაგოშ გრიგორეს დაუძვრა, წინ გამოსულ ჩიპრიან ტეტერუშანუს საჰაერო დუელი მოუგო და ევრო 2016-ის პირველი გოლი გაიტანა.

1:1 - 64-ე წუთზე აქტიური ნიკოლაე სტანჩუ ფრანგთა საჯარიმოში შეიჭრა, პატრის ევრამ მას ფეხი გამოსდო. პენალტი უნაკლოდ შეასრულა ბოგდან სტანკუმ.

2:1 - 89-ე წუთზე ნ'გოლო კანტემ დიმიტრი პაიე მოძებნა, რომელმაც შორეული, ულამაზესი დარტყმით "ცხრიანში" გაიტანა და საფრანგეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის მერე

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "კარგია, რომ მოვიგეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ რუმინელებთან იოლი გასეირნება არ გველოდა. საგოლე შანსები გვქონდა, თუმცა ასევე ჰქონდა შანსები მეტოქესაც. ბოლოს მოედანზე ოთხი შემტევი მყავდა, რადგან მხოლოდ მოგება მაკმაყოფილებდა. გახსნითი მატჩი იოლი არასოდესაა. მინდა შევაქო კანტე, ხოლო პოგბა კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს".

ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი): "ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტიც გვქონდა. გავიხსენოთ თუნდაც სტანკუს დარტყმული თამაშის დასაწყისში. ბიჭებმა ჩემი სათამაშო გეგმა კარგად შეასრულეს, ძალიან ორგანიზებულად თამაშობდნენ, თუმცა იყო დასანანი შეცდომები მოედნის ცენტრში. ძალიან მტკივნეულია ასეთი მატჩის წაგება. ვაღიარებ, გადამწყვეტი გოლი, უბრალოდ, საოცარი იყო. ასეთ გოლს მხოლოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი თუ გაიტანს. პირველ გოლზე ტეტერუშანუმ მითხრა, რომ მას ეუხეშნენ, მე კი მისი მჯერა".

მატჩის გმირი

უეფას ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დიმიტრი პაიე დაასახელა და ჩვენც ვეთანხმებით მას. "ვესტ ჰემისა" და საფრანგეთის ნაკრების 29 წლის შემტევმა ჯერ ჟირუს გაატანინა, შემდეგ კი, მატჩის ბოლოსწინა წუთზე ულამაზესი დარტყმით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

გოლი და საგოლე პასიც რომ არა, მაინც მას დავასახელებდით საუკეთესოდ, რადგან ფრანგთა თითქმის ყველა საგოლე შანსი პაიეს პასებს, სტანდარტულებს, დრიბლინგებსა თუ დარტყმებს მოჰყვა.

მსაჯი

ვიქტორ კასაის და მის გუნდს საშუალო შეფასებას მივცემდით - იყო წვრილ-წვრილი შეცდომები - არდანიშნული ჯარიმები, ტყუილად დანიშნული თამაშგარე. ოდნავ საეჭვო იყო, რამდენად სუფთად მოუგო ჟირუმ მეკარე ტეტერუშანუს საჰაერო დუელი გოლისას და ვფიქრობთ, ლმობიერად მოეპყრა კასაი რუმინელთა კაპიტან კირიკეშს, რომლისთვისაც მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, კასაიმ კი კირიკეში არც დააჯარიმა.

დასკვნა

საფრანგეთის ნაკრებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, დიდიე დეშამის გუნდის რამდენიმე წევრმა მაღალ დონეზე ითამაშა, რამდენიმეს შესაძლებლობა კი კარგად ვიცით და ისიც ცხადია, რომ შემდეგ მატჩებში, წესით, უნდა მოუმატონ გრიზმანმა, მატუიდიმ და პოგბამაც. ასე რომ, დიახ - საფრანგეთი ფავორიტია!

whoscored.com-ის ტოპ-5

დიმიტრი პაიე საფ. 9,7

ნ'გოლო კანტე საფ. 7,7

ვლად კირიკეში რუმ. 7,4

ნიკოლაე სტანჩუ რუმ. 7,3

ბლეზ მატუიდი საფ. 7,2

10 ივნისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"

საფრანგეთი-რუმინეთი 2:1

გოლები: 1:0 ჟირუ (57. პაიე), 1:1 სტანკუ (65-პენ), 2:1 პაიე (89. კანტე)

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - პოგბა (77. მარსიალი), კანტე, მატუიდი - გრიზმანი (66. კომანი), ჟირუ, პაიე (92. სისოკო)

რუმინეთი (4-3-3): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, კირიკეში, გრიგორე, რაცი - სტანჩუ (72. კიპჩუ), ჰობანი, პინტილიი - პოპა (82. ტორჟე), ანდონე (61. ალიბეკი), სტანკუ

გაფრთხილება: ჟირუ - კირიკეში, რაცი, პოპა

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14-10 (5-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 80 100

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
კრეატივის მეფეები: ევროპის საუკეთესო საგოლე გადაცემების შემქმნელები
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ბელგიამ რუმინეთს მოუგო - E ჯგუფში რთული სიტუაციაა [VIDEO]
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
კოშმარული ლუნინი - რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
დიმიტრი პაიეს ლონდონის "ვესტ ჰემში" დაბრუნება სურს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ტრანსფერ ONLINE: ფული დააბრუნე, ბიჭო! 30 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]