მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ასაკის გადაკეთებას ბრძოლა გამოუცხადა და სპორტსმენები ახალგაზრდულ შეჯიბრებებზე "ნატურალური" ასაკით მიემგზავრებიან...

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი

საქართველო-შვედეთი 79:73

19:11, 16:21, 20:21, 24:20

საქართველო: ბაქრაძე (35 წთ, 4ქ, 4პ, 1მ, 1ჩ, 3ფ, 5შ), ჩიკვილაძე (33 წთ, 15ქ, 2მ, 2პ, 2ჩ, 1ფ, 4შ), შენგელია (33 წთ, 23ქ, 13მ, 2პ, 3ფ, 2შ), ხმელიძე (17 წთ, 3ქ, 3მ, 1პ, 1ჩ, 2ფ), შარაბიძე (33 წთ, 19ქ, 10მ, 2დ, 3ფ, 4შ); ლომოური (17 წთ, 3ქ, 4მ, 3ფ, 1შ), ნანიტაშვილი (5 წთ, 5ქ, 1მ, 1ფ), დვალიშვილი (14 წთ, 4ქ, 3მ, 1პ, 2ჩ, 1დ, 2ფ, 1შ), ჩაჩანიძე (13 წთ, 3ქ, 2მ, 1ჩ, 1შ)

შვედეთი: პერსონი (12ქ), ნაგვერე, ლარსონი (2ქ), ჰამპტონი (13ქ, 7მ), შერაპოვიჩი (15ქ), რაიანი (6ქ), ზაგდენი (4ქ, 5მ), სელინი (9ქ), ლინდბექი, ლინდელი (3ქ), ლინდკვისტი (7ქ, 6მ), ენგსტრომი (2ქ)

ისრაელი-უნგრეთი 86:78

A ჯგუფი

თ მ წ ქ

1. შვედეთი 3 2 1 5

2. ისრაელი 3 2 1 5

3. უნგრეთი 3 1 2 4

4. საქართველო 3 1 2 4

მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ასაკის გადაკეთებას ბრძოლა გამოუცხადა და სპორტსმენები ახალგაზრდულ შეჯიბრებებზე "ნატურალური" ასაკით მიემგზავრებიან, ქართველთა მიზნებმაც მოკრძალებული სახე მიიღო. თუ მანამდე გუნდისგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ვითხოვდით, ახლა უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ახალგაზრდულ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება, B დივიზიონის საშუალო დონის გუნდი გვყავს და მიზანი ბელარუსთან, რუმინეთთან, დანიასთან და მათ მსგავს ნაკრებებთან პაექრობით კლასის ამაღლებაა. 20-წლამდელთა ნაკრებისთვის თუნდაც B ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში თამაში ჯგუფური ეტაპის მატჩებზე მეტად სასარგებლოა, მაგრამ ამ ეტაპებამდე მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ რომელიმე ასაკში ნიჭიერი თაობა ერთიანად იფეთქებს.

ჰოდა, აფეთქებამდე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების B დივიზიონში გამოსვლას მივადევნოთ თვალი. ორი საწყისი მატჩის წაგების შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფში ბოლო ადგილს ქართველებს ვეღარავინ ~შეეცილებოდა", ხოლო შვედებს პირველობა განაღდებული ჰქონდათ. სწორედ სატურნირო მოტივაციის გარეშე დარჩენილი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პირველი ეტაპის ბოლო მატჩში. შვედებმა მანამდე დაამტკიცეს, რომ კვარტეტში საუკეთესოები იყვნენ, ხოლო ქართველებს საზოგადოებისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ სხვებზე ნაკლებები არ არიან. სათანადოდ მოტივაციისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, თანაბარ თამაშში ჩვენმა გუნდმა უნგრეთისა და ისრაელის მძლეველ შვედეთს 79:73 აჯობა.

მატჩის ბედი მეოთხე პერიოდის ორწუთიან მონაკვეთში გადაწყდა: ანგარიში 60:60 იყო, როცა ლომოურმა სამქულიანი გამოიყენა. მას ჩიკვილაძემაც მიბაძა, თანჯაც ერთის ნაცვლად ორი შორეული ტყორცნა გამოიყენა და სირენამდე 5:35 წუთით ადრე ქართველები 69:62 დააწინაურა. ეს სხვაობა გარდამტეხი აღმოჩნდა, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და ტურნირში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ზემოთ თაობებზე კი ვილაპარაკეთ, მაგრამ გამოგვრჩა ერთი ფაქტორი: რაც უნდა ნიჭიერი გუნდი იყოს, მას სათანადო შეთამაშება, მომზადება და პრაქტიკა სჭირდება. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა: თურქეთის და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებებთან 2-2 მატჩი გამართა. უნგრეთმაც, შვედეთმაც და ისრაელმაც მოსამზადებელ ეტაპზე ქართველებზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს. ასე რომ, უნგრეთთან პირველი თამაშის წაგება სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასაც შეიძლება დაბრალდეს (სწორედ ამიტომ ჩააგდეს მეორე ტაიმი); მომდევნო მატჩში, ისრაელთან ქართველებმა ბოლო წუთებამდე იბრძოლეს; ხოლო შვედეთთან, როგორც იტყვიან, ~ბურთი იგრძნეს" და გადამწყვეტ მომენტში სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს... საინტერესოა: ქართველებმა შვედეთთან 7 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს, ხოლო ისრაელთან 11-ის. აღსანიშნავია, რომ შორეული ტყორცნები სკანდინავიელებთან ბოლო წუთებზე გამოიყენეს, ხოლო ისრაელთან პირველ-მესამე პერიოდებზე გადაანაწილეს, ბოლოს ვეღარ ჩააგდეს.

შვედეთთან დაპირისპირებას დავუბრუნდეთ: 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ იმ კალათბურთელებმა გადალახეს, რომლებმაც 33 წუთი ითამაშეს. გიორგი შარაბიძემ 19 ქულას 10 მოხსნა მიამატა, ბექა ჩიკვილაძემ 15 ქულა ჩააგდო, ხოლო თორნიკე შენგელიას ეფექტური დუბლი გამოუვიდა - 23 ქულა, 13 მოხსნა. თორნიკე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, შვედეთთან მატჩის შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდს შეუერთდა და ახალგაზრდებს დარჩენილი მატჩების ჩატარება მის გარეშე მოუწევთ.

ასე და ამგვარად, მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდათ, ქართველები საჩემპიონო მარათონს ნაადრევად არ გამოაკლდებოდნენ. რადგან მეოთხეზე გავიდნენ, სხვა ჯგუფების აუტსაიდერებთან მეცამეტე-მეჩვიდმეტე ადგილების განაწილებისთვის ითამაშებენ. ჩვენებთან ჯგუფში მოხვდნენ ბელარუსი, დანია, რუმინეთი, შვეიცარია. პირველი მატჩი ბელარუსთანაა...

20 ივლისი

15:30 შვეიცარია-რუმინეთი

17:45 ბელარუსი-დანია

21 ივლისი

15:30 საქართველო-ბელარუსი

22:15 დანია-შვეიცარია

22 ივლისი

15:45 რუმინეთი-დანია

20:00 საქართველო-შვეიცარია

23 ივლისი

15:30 ბელარუსი-შვეიცარია

17:45 საქართველო-რუმინეთი

24 ივლისი

15:30 საქართველო-დანია

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს