ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევრო 2016. D ჯგუფი. ესპანეთი-ჩეხეთი: სანამ კოკას წყალი მოაქვს... [VIDEO]

ევრო 2016. D ჯგუფი. ესპანეთი-ჩეხეთი: სანამ კოკას წყალი მოაქვს... [VIDEO]

ისევ ის სტილი, მობერებული მწვრთნელით და ნაკლები კლასით - უფრო ის ჩანს, რომ დელ ბოსკე თავს იტყუებს
* დავიდ სილვა გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მე-11 ფეხბურთელი, ვინც ნაკრებში მე-100 მატჩი ითამაშა.

* დღეიდან ტომაშ როსიცკი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ჩეხეთის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია.

* თითქმის 68% - ბურთის ფლობის ეს პროცენტი, ჯერჯერობით, საუკეთესოა ჩემპიონატზე და, რა თქმა უნდა, ესპანეთს ეკუთვნის.

* ბოლო ექვსი ჩემპიონატია, ესპანეთი ევროს მოგებით იწყებს.

* პიკეს 66 სანაკრებო მატჩია, არ გაუტანია. ბოლოს ნაკრებში მან 2009 წელს შეაგდო.

* პეტრ ჩეხმა 122-ედ დაიცვა ჩეხეთის ნაკრების კარი.

* ესპანეთის ნაკრებმა ბოლო 9 ოფიციალურ მატჩში იმარჯვა.

იგივე თამაში, მობერებული მწვრთნელითა და ვარსკვლავებით, ან სხვა უფრო ნაკლები კლასის შემსრულებლებით. "ფურია როხა" უკვე ყველამ გაშიფრა და მის წინააღმდეგ თამაში დაამუღამა, თუკი ამას ფეხბურთის თამაში ჰქვია. ამჯერად, ევროპის ჩემპიონებს გაუმართლათ და ჩეხური "ავტობუსი" ბოლოს მაინც გაირღვა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

პაველ ვრბამ ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშა - ეს მხოლოდ ქაღალდზე! სინამდვილეში გებრე სილასიე (მარჯვნივ) და კრეიჩი, როცა ესპანეთს ბურთი ჰქონდა, ფლანგის მცველებად გარდაიქმნებოდნენ და ნომინალური ფლანგის მცველები (კადერჟაბეკი და ლიმბერსკი) ექსტრა ცენტრალურ მცველებად ემატებოდნენ.

არადა, ესპანეთს ბურთი პირველ ტაიმში თითქმის 70%-ით ეჭირა. გამოდის, რომ სინამდვილეში ჩეხეთი 6-2-1-1-ით თამაშობდა. გებრე სელასიე ალბას რეიდებს ესპანელთა ნახევრიდანვე აკონტროლებდა. საინტერესო იყო ტომაშ როსიცკის ხილვა, რომელსაც საკლუბო ფეხბურთში სეზონი ჩაუვარდა. ვეტერანმა პეტრ ჩეხმა თითქმის იდეალური მატჩი ჩაატარა; თითქმის, რადგან ბოლოს გოლი მაინც გაუშვა.

ვისენტე დელ ბოსკემ კი, როგორც იქნა, გადაწყვიტა მეკარის საკითხი და კარში ახალგაზრდა დავიდ დე ხეა ჩააყენა. დაცვაში ჩვეული ოთხეული თამაშობდა. საინტერესო იყო, როგორ სქემას აირჩევდა დელ ბოსკე - 4-1-4-1-ს თუ 4-3-3-ს. მან მეორე შეარჩია, შუა ხაზში ფაბრეგასი-ბუსკეტსი-ინიესტას ტრიო მოქმედებდა, ხოლო შეტევაში - სილვა-მორატა-ნოლიტოსი.

მეორე ტაიმში შეტევაში ინერტული ფაბრეგასი ტიაგო ალკანტარამ შეცვალა, ხოლო მორატა, რომელმაც წინ ვერაფერი გააწყო, არიც ადურისმა გამოცვალა. აქვე ვიტყვით, რომ ამან ესპანეთის შემტევი პოტენციალი დიდად ვერ გააძლიერა.

მოიგო იმან, რომ ბოლო 5 წუთში დელ ბოსკემ ორივე ცენტრალურ მცველს მისცა ნიშანი და პიკე და რამოსიც შეტევებში უფრო თამამად ჩაერთნენ.

გოლი

1:0 - 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პედრომ ინიესტა მოძებნა. ანდრესმა საჯარიმოში ჩააწოდა. მეკარის მოედანზე ყველაზე მაღლა ჟერარდ პიკე ახტა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის მერე

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ახლა ჯერ ნუ შემეკითხებით, ვინ ითამაშებს მომდევნო მატჩში. იკერი გულმხურვალედ გულშემატკივრობდა ნაკრებს, ის გამორჩეული ფეხბურთელი და ადამიანია. კარგია, როცა არჩევანი გაქვს. ბევრი მომენტი შევქმენით და იმედი მაქვს, მომავალში მაინც არ გვექნება მათი გამოყენების პრობლემები. ჩვენ მთელ თამაშს ვაკონტროლებდით და ეს არის უმთავრესი. კარგი იქნებოდა, მეტი გაგვეტანა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი თამაშის სტილი ცუდია".

პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ჩვენ ვიცოდით, რა რთული მეტოქე გვყავდა. ესპანეთი მატჩის აშკარა ფავორიტი იყო, ეს შეხვედრა ჩვენი ძალებისთვის ნამდვილი ტესტი იყო. რად უნდა თქმა, ბურთის ფლობაში, შანსების შექმნაში მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ ძალიან დასანანია, ასე გვიან როცა უშვებ ერთადერთ გოლს. ამის მერეც გატანა შეგვეძლო, ასეთი რამ კი ესპანეთთან მატჩისას იშვიათად ხდება ხოლმე. ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ და დასანანია, რომ ქულა ვერ ავიღეთ. ინიესტა გამორჩეული ფეხბურთელია. ასეთები ცოტაა მსოფლიოში".

მატჩის გმირი

შუა ხაზის მაესტრო ანდრეს ინიესტა შეუდარებელი იყო, გამარჯვების გოლი მისი შემოქმედებაა. ინიესტამ 93-დან 85 პასი ზუსტად გააკეთა და აქედან 46 პასი ჩეხების კარის სიახლოვეს გაკეთდა. გოლის გარდა, მან ოთხჯერ შექმნა საგოლე შანსი, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ ივარგეს.

ახლა ინიესტა ევროპის საუკეთესო შემტევ ნახევარმცველთა სამეულშია. უეფას ოფიციალური საიტის შეფასება მატჩის გმირთან დაკავშირებით, ჩვენსას ემთხვევა.

მსაჯი

პოლონელ მარცინიაკს რთულად სამსაჯო მატჩი არ ჰქონია. ის მოთამაშეებს ბრძოლაში შესვლის საშუალებას აძლევდა. მარცინიაკმა და მისმა ბრიგადამ კარგად გაართვეს თავი მოვალეობას.

ანალიზი

მარკიზი ამბობს, რომ თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით და ეს მთავარიაო. კი ბატონო, მაგრამ რა ვუყოთ ეპიზოდს, როცა გუნდი აშკარა გოლისგან შემტევმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა იხსნა. ან თუნდაც დარიდას დარტყმულს რა მოვუხერხოთ, რომ არა დე ხეა, ესპანეთს მეტი შეტევის დროც არ რჩებოდა.

უფრო ის ჩანს, რომ დელ ბოსკე თავს იტყუებს, ესპანეთის ტაქტიკა ისევ ის არის, ბურთის კონტროლი, რომელიც ხშირად მეტოქის ნახევარზე ალყაშემორტყმული ციხის აღების ეშმაკურ მცდელობებს ჰგავს.

მოკლედ, დელ ბოსკეს ტაქტიკა ასეთია: კი, ესპანეთის სტილი გაშიფრულია, მაგრამ ეს ჯერჯერობით "ფურია როხას" მთავარი იარაღია (შეიძლება ერთადერთიც?) და ისევ ეს სტილი თუ მოიტანს შედეგს. ჩეხეთთან მოიტანა... ძლივს.

დასკვნა

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ფაქტია, რომ ესპანეთის ნაკრები გაცილებით მაღალი კლასის გუნდია და ჩეხეთთან გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთში რომ ყოველთვის უკეთესი არ იმარჯვებს, "როხამ" ახლახან საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ნაკრებთან მატჩში.

whoscored.com-ის ტოპ-5

ანდრეს ინიესტა ესპ. 8,5

სერხიო რამოსი ესპ. 7,8

ჟერარდ პიკე ესპ. 7,8

დავიდ სილვა ესპ. 7,6

პეტრ ჩეხი ჩეხ. 7,5

ევრო 2016. D ჯგუფი. I ტური

13 ივნისი. ტულუზი. მუნისიპალი

ესპანეთი-ჩეხეთი 1:0

გოლი: 1:0 პიკე (87. ინიესტა)

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ფაბრეგასი (70. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა - სილვა, მორატა (62. ადურისი), ნოლიტო (82. პედრო)

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - დარიდა, პლაშილი - გებრე სელასიე (86. შურალი), როსიცკი (88. პაველკა), კრეიჩი - ნეციდი (75. ლაფატა)

გაფრთხილება: - ლიმბერსკი

კუთხური: 14-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 17-7 (5-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 29 400

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 1 1 0 0 1-0 3

2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3

3. ჩეხეთი 1 0 0 1 0-1 0

4. თურქეთი 1 0 0 1 0-1 0

II ტური

17 ივნისი

ჩეხეთი-ხორვატია 20:00

ესპანეთი-თურქეთი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ok.omplex@yahoo.com

ფეხბურთში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ზეიმად ითვლება, ვინაიდან ისინი მილიონობით ადამიანის სიხარულს ანიჭებენ. საბჭოთა კავშირში ამასაც მოკლებული ვიყავით, ვინაიდან მატჩების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ იმეტებდნენ ცენტრალური ტელევიზიით საჩვენებლად. საბედნიეროდ ახლა ჩვენც გავხდით ამ სიხარულის თანამონაწილე, მით უფრო, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია მატჩების კომენტარს ქართულ ენაზე უზრუნველყოფს. თითქოს მეტი რა უნდა უნდოდეს გულშემატკივარს ერთი თვის სრული ბედნიერებისათვის. მაგრამ ამ რამდენიმე დღიანი მაღალი ხარისხის საფეხბურთო ბატალიების უაღრესად დაბალი კომენტარის სმენის შემდეგ გადავწყვიტე, ისევე როგორც საზ. ტელევიზიის წინა კომენტატორების დროს, მუნჯი კინოს ხანას დავუბრუნდე და მატჩების ტრანსლაციას ხმაჩაწეული ვადევნო თვალი. დღევანდელ ყველა კომენტატორზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არაპროფესიონალიზმის გარდა, ზოგი მათგანი უბრალოდ პრიმიტიული ფრაზებით ავსებს ეთერს. უკვე მოსაბეზრებელი გახდა ერთი და იმავე ეპითეტების სმენა ყოველ მატჩის დროს, რომ ეს თუ ის ფერხბურთელი „ლეგენდაა“ და რომ „ამაზე ორი აზრი არ არსებობს“. ა.შ. მაგავსი რამ რიტორიკის სკოლის ნაკლებობის ბრალია. გარი ლენეკერისა და ალან შირერის კომენტარი, გარდა იმისა, რომ პროფესიული დონით დაგატკბობდათ, დახვეწილი მეტყველების ნიმუშად რჩება. ქართველი კომენტატორების მეტყველებაში კი ამ სამი დღის განმავლობაში ისმოდა იშვითი „შედევრები“: „მინდორზე ცეკვავენ მოცეკვავე გოგონები“, „ფეხბურთი ბურთით თამაშია“ და ა. შ. მაგრამ როდესაც ეთერი ივსება ქუჩური ჟარგონით „დაპანიკდნენ“, „გააბითურა“, „მოტეხა“ და ა.შ. ეს საზ. ტელევიზიის სპორტული გადაცემების რედაქტორის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალ დონეზე მიუთითებს. ამ მხრივ იტალია-ბელგიის კომენტატორებმა ყველას გადააჭარბეს, როდესაც ქურდული ტერმინოლოგია გადმოაფრქვიეს - „მსაჯმა მოუგვარა“, მეორემ კი იქვე დასძინა - „არ დაუჯერებენ და მათი აჯობებს....“ . პირველ კომენტატორს ხმაზე ეტყობა ახალგაზრდაა (მახსოვს, მისი ადრე შემოთავაზებული უვიცობის ნიმუში - „ფრანგული წარმოშობის ბასკი ფეხბურთელი გრიზმანი“), მეორე კი ასაკოვანი ადამიანი ჩანს (ვერფრით იმახსოვრებს, როგორ უნდა წარმთქვა დე ბრუინის გვარი). მაგავსი ე.წ. :“კომენტარი“ დაუშვებელია, ვინაიდან ამას ბავშვებიც ისმენენ, რომლებიც მრავლად არიან ტელე ეკრანებთან ევრო 2016-ის ტრანსლაციებისას. გარდა ამისა, ასეთ ქუჩის ჟარგონნარევი რიტორიკა მიუღებელია მთლიანად საზოგადოებისათვის და სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს სატელევიზიო ეთერიდან.

• gio

ესპანეთმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნა და დამსახურებულად მოიგო.. ვერ დავეთანხმები ავტორს თითქოს შემადგენლობა დაბერებულია

• შაკო

" ბოლო ექვსი ჩემპიონატია, ესპანეთი ევროს მოგებით იწყებს." რა სისულელეა, 1996, 2000 და 2012 ში არ დაუწყია მოგებებეით ამ ბოლო 6 ევროდან

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა

ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა

"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს

ჰაშეკი

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული

პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა

ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა

ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა

"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს

დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს

"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა

ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა

ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს

პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება

"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს