ებრაულ კლუბში 42 წლის ქართველი სპეციალისტის თანაშემწედ გიორგი დევდარიანს უნდა ემუშავა, მაგრამ...
შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკებები კარგა ხანს მიმდინარეობდა. ცნობილი გახდა, რომ ებრაულ კლუბში 42 წლის ქართველი სპეციალისტის დასაქმების შემთხვევაში, მის თანაშემწედ გიორგი დევდარიანი იმუშავებდა. დღემდე მოლაპარაკებების საბოლოო შედეგებზე არაფერი იყო ცნობილი.

როცა დავინტერესდით და შოთას ვკითხეთ, გვითხრა, რომ მას შემდეგ ებრაელები აღარ დაკავშირებიან. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ბოლო ცნობებით, მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

ამ ყველაფერში ახალი მწვრთნელით დაინტერესებული გუნდებისთვის ერთი საინტერესო მესიჯი ეს უნდა იყოს: დევდარიანი ჯერ უცხოეთში არ წასულა. შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი წვრთნიდა საქართველოს ასაკობრივ (U17, U19) ნაკრებებს, იყო "თბილისის", გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძემ კი პირველად თანამშრომლობა 2015 წელს შესთავაზა, როცა "ტრაბზონსფორში" ასისტენტის როლში მიიწვია.

იქიდან წამოსული დევდარიანი ისევ თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ გაიხსენა და ჭაბუკთა ლიგის 17-წლამდელთა გუნდი ჩააბარა. დევდარიანმა იქაც ივაჟკაცა და პირველივე სეზონში "ლოკომოტივი" ჩემპიონი გახადა - ახლახან, გადამწყვეტ შეხვედრაში, მისმა გაწვრთნილებმა "საბურთალო" 3:0 დაამარცხეს.

საერთოდ, უცნაური ის არის, რომ დევდარიანი ჭაბუკთა ლიგაში მუშაობს და უმაღლეს ლიგაში მისი სამსახურით არავინ ინტერესდება. სადაც წავიდა, საქმეს ყველგან გულით აკეთებდა, მისი გუნდები კი ხშირ შემთხვევაში თავს ლამაზი ფეხბურთით გვამახსოვრებდნენ. ერთი თბილისის "დინამოში" ვერ აეწყო საქმე და დიდხანს ვერც იმუშავა.

ამ კაცის გაზრდილებისა (ყაზაიშვილი, ჭანტურია, ხოჭოლავა, პაპუნაშვილი, ტვილდიანი, ტაბიძე, თევზაძე) და გაწვრთნილების სია და, რაც მთავარია, მისი გუნდების ამბიცია და ფეხბურთის ხარისხი დევდარიანს თითქოს მშვიდი ცხოვრების საშუალებას უნდა აძლევდეს. გაიხსენეთ მისი "თბილისი", რომლის ლამაზმა და შემტევმა ფეხბურთმა მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა...

გაიხსენეთ გორის "დილა", რომელიც მისი ხელმძღვანელობით საქართველოშიც ღირსეულად გამოიყურებოდა და ევროპალიგაზეც პლეი-ოფამდე მივიდა...

2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივლისამდე დევდარიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. გუნდმა თბილისში გამართული ელიტრაუნდიდან ფინალურ ეტაპზე ვერ გააღწია. ამის მიუხედავად, დევდარიანის გუნდი ევროპის მომავალ ჩემპიონ ესპანეთს "პირველ ნომრად" მანამდე ეთამაშა (ისევე, როგორც პორტუგალიას), სანამ გუნდს ფიზიკური მომზადება ეყო, ხოლო თურქეთი დამაჯერებლად დაამარცხა...

მაგრამ 2013 წლის ოქტომბრიდან, როცა დევდარიანმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, უმაღლესი ლიგის კლუბებში აღარ უმუშავია. "ლელო" ცოტა ხნის წინ წერდა, თითქოს მას ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ, იქ ასევე დავიწყებული და წარმატებული სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი დაინიშნა.

"მიზეზზე მე რა გითხრათ, ეს გუნდებს ჰკითხეთ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთი დამოკიდებულება გულდასაწყვეტია. ისე გამოდის, რომ არაფერი გამიკეთებია", - ამბობს 43 წლის სპეციალისტი.

საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც მწვრთნელთა სერიოზული დეფიციტია, უმაღლესი ლიგაში დევდარიანის ადგილი არ გამოინახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზაზა
ჩააბარეთ დევდარიანს დინამო!საქართველოს ნაკრები!უცხოელი მაღალი დონის სპეცი ფიზმომზადებაში+დევდარიანი და მივიღებთ მაღალი ხარისხის,სანახაობრივად,ერთეტიკურად შესანიშნავ ფეხბურთს!
vai
პაპუნაშვილი როდის გაზარდა? პაპუნაშვილი დოლიძემ გაზარდა ეს არაფერ შუაშია
ნიკო
მეტიჩარა რომ არის იმიტომ არ უნდათ
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
შოთა არველაძე: ამდენი ხანია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ არ მინახავს
არჩილ არველაძე: პირადად შოთას ჯერ არავინ შეხმიანებია
შოთა არველაძე: მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
გიორგი ფოფხაძე: ასეთ უსამართლობაზე ბიჭები გატყდნენ და "დინამოსთან" ამიტომაც წავაგეთ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელი მე ვარ" - "მაკაბის" დამრიგებელი ქართველის შესახებ დასმულმა კითხვამ განარისხა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
თემურ ქეცბაიას ახალი ვარიანტი - ქართველს ისრაელის საუკეთესო გუნდში იწვევენ
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"შეიძლება ქართულ კლუბებში ფულის დაბანდებით უცხოელებიც კი დაინტერესდნენ"
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ