ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რობინი რეკორდებს იმეორებს

რობინი რეკორდებს იმეორებს

მამაკაცებს შორის როტერდამისა და სან ხოსეს ტურნირებს განსხვავებული დასასრული ჰქონდა. ჰოლანდიაში ფავორიტის გამარჯვება ვიხილეთ, ამერიკაში - სენსაცია.

მამაკაცებს შორის როტერდამისა და სან ხოსეს ტურნირებს განსხვავებული დასასრული ჰქონდა. ჰოლანდიაში ფავორიტის გამარჯვება ვიხილეთ, ამერიკაში - სენსაცია.

რობინ სიოდერლინგმა შეძლო როტერდამში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა. ამისთვის მას სამი სეტის ჩატარება დასჭირდა. თუმცა სამი პარტიის თამაშის მიუხედავად, შეხვედრა მხოლოდ საათნახევარი გაგრძელდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ორივე ჩოგბურთელი ძალიან კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებებზე და თითქმის ყველა გათამაშება ერთ-ორ დარტყმაში მთავრდებოდა. სკანდინავიელმა მხოლოდ ეისების რაოდენობით დათმო ფრანგთან (12 20-ის წინააღმდეგ).

სიოდერლინგი მეთვრამეტედ თამაშობდა ფინალში და მერვე ტიტული მოიპოვა. ამ სეზონში ეს მისი მეორე გამარჯვებაა, შესაბამისად, რობინის კარიერაში მხოლოდ მეორედ მოხდა, როცა მან ერთ სეზონში ორი ტიტული მიითვალა (პირველად ასეთ ფაქტს შარშან ჰქონდა ადგილი). გარდა ამისა, სიოდერლინგმა კარიერაში პირველად მოახერხა ერთ ტურნირზე ტიტულის შენარჩუნება.

სხვათა შორის, სიოდერლინგი და ცონგა მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ დონეზე და მეოთხედ გამარჯვება სკანდინავიელ ჩოგბურთელს ერგო. მიუხედავად ამისა, ცონგასთვის ფინალიც დიდი მიღწევაა, რადგან ფრანგი 15 თვე ვერ ახერხებდა ამ დონეზე თამაშს. ასე რომ, ცონგა თანდათან იბრუნებს ძველ სპორტულ ფორმას.

რაც შეეხება სენსაციას, მის ავტორი კანადელი მილოშ რაონიჩი გახდა, რომელიც სან ხოსეს ტურნირის ფინალში უბრძოლველად გავიდა - ნახევარფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშა გაელ მონფილსმა. ბოლო ინფორმაციით ფრანგი მაჯის დაზიანების გამო ერთ თვეს გამოტოვებს.

ფერნანდო ვერდასკოსთან ფინალში მაყურებელმა ბრეიკ-პოინტი ვერ იხილა და შესაბამისად, ორივე სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. 20 წლის კანადელს არ ეტყობოდა ნერვიულობა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ფინალს თამაშობდა. ვერდასკომ კი რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის დასასრული ერთგვარად სკანადალური გამოვიდა: მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე, მატჩბოლისას რაინიჩმა ეისი ჩააწოდა, მაგრამ ესპანელმა გადათამაშება მოითხოვა, რადგან ბურთის მიღებაში მაყურებლის წამოყვირებამ შეუშალა ხელი. მსაჯი არ დაეთანხმა და ფერნანდომ მას ხელი არ ჩამოართვა. "ვისურვებდი ასეთი ხალხი არ დადიოდეს სტადიონზე. თუ მათ

ჩოგბურთის წესები არ იციან, ფეხბურთზე წავიდნენ", - განაცხადა ვერდასკომ.

რაინოჩმა კი კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა, არადა სულ ცოტა ხნის კანადელი "ჩელენჯერებზე" თამაშობდა და პირველივე ცდიდან ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია.

"დეკემბერში ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ სეზონი ასე წარმატებით დაიწყებოდა, არ დავიჯერებდი. იმედი მაქვს, რომ მთელი წელი შევძლებ ასეთი დონის ჩოგბურთის ჩვენებას", - ვერ მალავდა ემოციებს გამარჯვებული.

ATP

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (ჰოლ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 150 000 ევრო

ფინალი

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 8) 6:3, 3:6, 6:3.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 1) 7:6(6), 7:6(5).

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის