ხობის "კოლხეთის" თავკაცი იმედოვნებს, რომ გარდამავალ ჩემპიონატში გუნდს უფრო მეტი ქომაგი ეყოლება
მიუხედავად იმისა, რომ ხობის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში ვერ აღზევდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გია გურული ამბობს, რომ ხობში დაგეგმილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს:

"ადრეც ვთქვი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხობის სტადიონის გენერალური რეკონსტრუქცია გადაწყვიტა - დამონტაჟდება 3500 ინდივიდუალური სკამი, გარემონტდება გასახდელები და საშხაპეები.

ხობში ხალხმა ფეხბურთისკენ გამოიხედა და თქვენ წარმოიდგინეთ, ფოთში გადათამაშებაზე 900-მდე მაყურებელი ჩამოვიდა. და ეს იმ დროს, როცა "კოლხეთში" ჩემი დანიშვნის პირველ პერიოდში სტადიონზე 50-მდე ადამიანი თუ იკრიბებოდა.

მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ "ზუგდიდთან" წაგებული მატჩის შემდეგ, გუნდის მიმართ თანადგომის უფრო მეტი სურვილი გაჩნდებოდა.

გვითხრეს, რომ გადაწყდა მოედნის საფრის შეცვლაც, თანხას კი სამეგრელოს გუბერნატორი გამოყოფს. კარგი მოედნითა და სტადიონით არა მხოლოდ ჩვენ, შესაძლოა, სხვა გუნდებმა და ნაკრებებმაც ისარგებლონ".

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გურული ამბობს, რომ ხობში მისია ნაწილობრივ მაინც შეასრულა:

"პლეი ოფის მატჩს რომ ვუყურებდი, მივხვდი, ქართული ფეხბურთი არ მოკვდარა. სავსე სტადიონი, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გულგრილს არავის დატოვებდა.

წაგების მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რომ სტადიონი თავაწეულმა დავტოვე. ჩვენ ღირსებას არ ვუღალატეთ. ასე რომ, მისია ნაწილობრივ შესრულებულია.

ვიცი, რომ გარდამავალ ჩემპიონატში ხობის "კოლხეთს" წლევანდელზე ბევრად მეტი გულშემატკივარი ეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
ხობის სტადიონი 12 000 ადამიანს იტევს. მართალია მისი კარკასი ძველებური , რკინისაა, მაგრამ ეს არაა პრობლემა შეიძლება მისი გადაკეთება ისე როგორც სამტრედიაში გადააკეთეს ის ნაწილი,რაც გადაურჩა რაიონის ვანდალ ხელმძღვანელებს, რომლებმაც 14 000 ტევადობის სტადიონი აჭრეს და ჯართად გაყიდეს. ასე რომ , თუკი არ აჭრიან 3500-ის გარდა დარჩენლი აუთვისელბელ ადგილებს და მომავალ წელსაც დაამატებენ, ეს არავის ავნებს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქალთა ლიგის მე-4 ტური - პოკერი და დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის სტარტზე
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ
"ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ხობის "კოლხეთი" დახურონ" - მეგრული კლუბი ხობის მერიასთან აქციას მართავს
ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია
"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
როინ ონიანი ფეხბურთიდან გააცილეს
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც