ანუ რას გვასწავლის ევროპა?
ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. დაიწყო ისე, როგორც იწყება ხოლმე დიდი ტურნირები - შეცდომებით, სუპერგოლებით, ტენდენციებით... დაიწყო ცოტა გრანდითა და ბევრი საშუალო გუნდით...

ეს ყველამ იცის და ევროპის ჩემპიონატს ყველა გულშემატკივარი უყურებს. მე კი მოუთმენლად ველი საქართველოს ჩემპიონატის დაწყებას, რათა მივხვდე, უყურეს თუ არა ევროფორუმს ჩვენი გუნდების მთავარმა თუ რიგითმა მწვრთნელებმა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება...

ნებისმიერი დიდი ტურნირი გვთავაზობს ტაქტიკურ სიახლეებს. კონტინენტის პირველობა სულ ახლახან დაიწყო, მაგრამ უკვე არის საინტერესო ტაქტიკური ტენდენციები. მე მინდა, ეს ტენდენციები საქართველოს ჩემპიონატშიც ვნახო.

რა თქმა უნდა, ქართული გუნდები წამყვან ევროპულ ნაკრებებს სისწრაფეში ვერ გაეჯიბრებიან, ვერც - საფეხბურთო ნიუანსების წვდომასა და ტაქტიკურ აზროვნებაში, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას? ჩვენ ვცადოთ იმ დონეზე და იმ დოზით, რისი გაკეთებაც ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენმა მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატს უყურონ.

თუ ისინი ასე მოიქცევიან, უკვე აუცილებლად ნახავდნენ რამდენიმე ძალიან საინტერესო ტენდენციას. მაგალითად იმას, რომ ფლანგელი მცველების სათამაშო სტილი, პრაქტიკულად, შეცვლილია.

მათ უნდა უყურონ ევროპის ჩემპიონატს თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით, რასაც ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე ვხედავთ, საყრდენი ნახევარმცველი მხოლოდ მინდვრის ცენტრში აღარ შლის თუ ქმნის. ის ეხმარება ფლანგელ მცველებს და ძალიან ხშირად მცველიცაა.

ამის დანახვას ევროპის ჩემპიონატის ყურება სჭირდება. ეს მავანთათვის თავის ზედმეტი ტკივილია. სულაც არ ვართ დარწმუნებულები, რომ ამ გაგანია არდადეგების დროს ჩვენი მწვრთნელები მზად არიან ასეთი თავისტკივილის ასატანად.

ყველაზე არ ვამბობთ, მაგრამ ისეთებიც არიან, მწვრთნელობა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის ჩამოწერა და გამოცხადება რომ ჰგონიათ. ამაზე ადვილი არაფერია. მიხვალ გუნდში, სადაც შენი კაცია, როგორმე ვარჯიშსაც ჩაატარებ და მეტს არავინ არაფერს გთხოვს.

მოვა თამაშის დღეც, დაიბარებ ფეხბურთელებს "უსტანოვკაზე", გამოაცხადებ "სასტავს", ეტყვი, რომ მათგან ბრძოლა, თავდადება და სისხლი გჭირდება მინდორზე და ამით ამოიწურება შენი მისია...

ქართულ ფეხბურთს თავისი ბევრი ჭირი სჭირს და მათგან ერთ-ერთი - სწორედ სამწვრთნელო ჭირია. არიან ისეთები, ვისი საფეხბურთო განათლების დონეც ვერ უძლებს თუნდაც დღევანდელი მოთხოვნების მინიმუმს.

კონკრეტულად დასახელება საჭირო არ არის. მით უმეტეს, ზოგიერთი დღეს აღარც არის ქართულ ფეხბურთში, თუმცა ზოგი ისევ აქაა.

ზოგიერთი ჩვენი მწვრთნელისგან ისეთს შევსწრებივარ...

მაგალითად, მე ვიცი, რომ თავისი შეგირდების ქმედებით უკმაყოფილო ერთ-ერთი ქართველი მწვრთნელი, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი თამაშის შესვენებაზე, ადგა და... სახლში წავიდა!

შე დალოცვილო, რომ მიდიხარ, სად მიდიხარ, გუნდი შენ არ მოამზადე თამაშისთვის?! თუ სხვისი მომზადებული გუნდის თამაშია, რომ არ მოგწონს? მით უმეტეს, გაქცევა გამოსავალი არ არის. ყველგან ასეა და სამწვრთნელო საქმეში სხვანაირად რატომ უნდა იყოს?

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს არ ვაკლდები და ძალიან იშვიათად ხდება, თამაშის დროს ისეთი "გადაწყობა" ნახო, რომელიც გუნდის წარმატებაში წვლილს შეიტანს. ბევრი ქართული გუნდი, თამაშის მსვლელობის მიუხედავად, ისე ამთავრებს მატჩს, როგორც იწყებს.

მწვრთნელის მაქსიმუმი თამაშის მიმდინარეობისას სამი შეცვლის გაკეთებაა. ამით ყველაფერი ამოიწურება. არავინ ითხოვს დიეგო სიმეონეს ემოციებს და სერ ალექსის ტაქტიკურ განსწავლულობას. სულ მცირე, ის მაინც შეძელი, რომ ფეხბურთელისთვის ავტორიტეტი იყო და როცა მას ცვლი, ხელების ქნევითა თუ უფრო უარესი გამოხდომებით არ აიკლოს იქაურობა.

ვერც იმას დავეთანხმები, რომ თუ რაღაც დონეზე ვინმეს უთამაშია ფეხბურთი, ის აუცილებლად დიდი ან საშუალო მწვრთნელი მაინც არის. რაღა ბრაზილიურ და ისტორიულ მაგალითებში ვიბოდიალოთ, აგერ -ხორვატია და აგერ - ანტე ჩაჩიჩი.

ჩაჩიჩს სამშობლოში მძაფრად აკრიტიკებდნენ თუნდაც ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ. მიზეზი არაერთია - დაწყებული იმით, რომ ჩაჩიჩის ხორვატია გიჟურად ვერ უტევს, და დამთავრებული იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა დეიან ლოვრენი.

ჩაჩიჩის სუპერმწვრთნელობისა რა გითხრათ, მაგრამ ხორვატიამ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში ითამაშა და იმ თამაშში მე არაფეხბურთელ ჩაჩიჩს არამწვრთნელისა ვერაფერი შევატყვე.

ესენი კი მაინც თავისაზე დგანან - თუ ფეხბურთი არ გითამაშია, ისე ფეხბურთისა არაფერი გაგეგებაო.

ვითომ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
ალეკო დიდი პატივისცემის მიუხედავად ,ბევ რამეში ვერ დაგეთანხმები.თუ იცი სახლში ვინ მიდის თქვი ,რა პრობლემა ანდა ყურბით ეშველება საქმეს,ამით ხალის და ენთუზიაზმს უკარგავ იმ მწრთვნელებს ,რომლებიც სულს და გულს დებენ,ეს არ არის კრიტიკა რაც შენ დაწერე,ეს არის შეურაცყოფა.და თუ ხედავ ვინ ვერ დგას თავის დონეზე თქვი,და რა ევროპის ჩემპიონატის ყურებით ეშველება ქართულ ფეხბურთს,არა პრობლემები უფრო სხვაგანაა და იქ უნდა ვიპოვოთ.
Walkabout
თან ზემოდან გიყურებენ, თქვენ გასახდელში ოფლის სუნი არ გიყნოსიათ და კოჭში წიხლი არ მოგხვედრიათ და რა იცით თქვენ რა არის ფეხბურთიო... ისუნთქე ეგ ოფლის და ფსიტის სუნი, მაგრამ ეგრე მწვრთნელი კი არა ტოქსიკომანი გამოხვალ...
Gio XV
მთელი უბედურება პროფესიონალიზმშია.მწვრთნელი თუ ფეხბურთზე შეყვარებული ფანატიკოსი არ არის, არაფერიც არ გამოვა.ფეხბურთი კი ისე სწრაფად ვითარდება, ჩვენ ქართველები ფეხის აბმასაც ვერ ვახერხებთ, ამიტომ ჩვენი დღევანდელი ყოფა ლოგიკურია. გლეხმა გაზაფხულზე თუ არ დათესა, შემოდგომაზე მოსავალს აიღებს?
haha
ბელტიან ბალახზე პახმელიაზე (ან კაიფში) თუ არ ტრენერობ, რაა მამულიDD
acm
კარგი იყო ნამდვილად სწორად მსჯელობ და სწორად ფიქრობ მეც ვერ განმიგია რაარი ეს პროფესიული ფეხბურტელობა ესეტი ჩვენ რო არ გვესმის :D არარსებობს ადამიანი რომელსაც ფეხბურტი არ უთამაშია და არ იცოდეს რაარი მნიშვნელოვანი ამ თამაშის კარგად სათამაშოდ და სიამოვნების მისაღებად თუნდაც ყველას ისე ესმის სპორტი როგორც ინერესი აქვს მიტუმეტეს იმას ვისაც უყვარს ეს სპორტი მასსში ისეა ჩახედილი რო ბევრი ვითომ მწვრთნელი და ვითომ პროფ ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის ჩვენთან არ არიან მოწოდებით ფეხბურთელები და მოწოდებით მწვრთნელები ამ სფეროში ადამიანს უნდა გიყვარდეს ის რასაც აკეთებ არ უნდა იყოს ეს შემოსავის წყაროდ აღქმული მხოლდო თავსი გადარჩენისთვის არ უნდა იყო ამ სფეროში ამბიციები უნდა გქონდე სულ უნდა ვითარდებოდე უნდა სწავლობდე ასწავლიდე და წინ მიიწევდე აქ კი პირიქითარი ზარმაცი და უამბიციო ხალხი გვყავს რომლებიც იმას ყაბულდებიან რაც აქვთ გასაგებია დიდი მხარდაჩერა არ აქვს არავის მაგრამ შენი თავის კმაყოფისთვსი მაინც ხო უნდა შექმნა ის რაც წარმატებას მოგიტანს შეიძლება მსოფლიოზე ვერ მოხვდე ევროპაზე ვერ მოხვდე მაგრამ საქართველოს მოყვარულთა ლიგაში მაინც რო გახვალ 1 ადგილზე ეგეც ბევრს ნიშნავს როცა მწირი რეზერვი გქონდა და ბოლომდე გამოიყენე ის რეზერვი და ისე იტამაშე როგორც არავინ სხვამ
gizog
უმორჩილესად ვთხოვ ვასაც ეხება ამ საქმის მოგვარება, შეთანხმება მოითხოვს გარკვეულ დათმობებს, რა თქმა უნდა არა სტრატეგიულ საკითხებში, გთხოვთ ყველაფერი იღონოთ რათა არ დაუკარგოთ ფეხბურთს მომავალი ქართლში კერძოდ გორში. დილამ უკვე დაიმკვიდრა თავის ადგილი და მას მოფრთხილება უნდა. ამ გარდამავალ პერიოდში ოდნავი ფეხის დაცდომაც კი გუნდს დიდი ხნით დასწევს უკან. გავერთიანდეთ ყველა და გადავარჩინოთ გორში დიდი ფეხბურთი.
მეგრე
ამ ჩემპიონატის შემყურემ უკვე თამამად შეიძლება თქმა რომ არათუ გრანდებთან არამედ ისლანდიის და ირლანდიიის ნაკრებთა დონესთან ქართული ფეხბურთი საკმაოზე შორსაა
სირბილის სწავლების ცენტრი
ალეკო კაკაურიძე: "რა თქმა უნდა, ქართული გუნდები წამყვან ევროპულ ნაკრებებს სისწრაფეში ვერ გაეჯიბრებიან"... რატომ ვერ გაეჯიბრებიან? არსებობს ქართული მეთოდიკა, რომელსაც ქართველი მწვრთნელები აღიარებენ, შედეგის დანახვის შემდეგ გაკვირვებულები კითხულობენ- შედეგი მართლა ამ ვარჯიშმა მოიტანა? და ჯიუტად აგრძელებენ ფეხბურთელის მაქსიმალური დატვირთვით წვალებას. ჟურნალისტებო, ამ თემაზე წერას ვინმე გიკრძალავთ?
დათო
"ესენი კი მაინც თავისაზე დგანან - თუ ფეხბურთი არ გითამაშია, ისე ფეხბურთისა არაფერი გაგეგებაო."--- ამ სიტყვებს დღევანდელი და გუშინდელი ქართველი ფეხბურთელები ნამდვილად ვერ იტყვიან, იმიტომ რომ რასაც ისინი თამაშობენ, მაგას ფეხბურთი არ ქვია!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
"ბო***ი ხარ" - ლოვრენმა მაროკოსთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე ყველას უფასოდ ჩაუსხა ბენზინი
ბრაზილიელების ცეკვა? ისინი ამით ცოცხლობენ - ლოვრენმა "სელესაოზე" ისაუბრა
ლოვრენი: პუტინთან ფოტო გადავიღე, მოდრიჩმა კი ყველაფერი...
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"მილანი" მზადაა ლოვრენი 23 მილიონად შეიძინოს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ხორვატიის ნაკრებში ფინეთთან საშინაო ფრის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
დეიან ლოვრენი: ყველამ ჩამოგვწერა, მაგრამ "ლივერპულს" ქამბექები ეხერხება
ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2016-ისთვის ცნობილია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
სიმეონემ დაასახელა კლუბი, რომლის გაწვრთნაც "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ სურს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ