მილტონ ჰეიგი: "მოტივირებულნი ვართ, რომ თამაშის ხარისხი სულ სხვა დონეზე ავიყვანოთ და უკეთესი რაგბი ვაჩვენოთ"
ფოტოზე: გიორგი თხილაიშვილის ლელო საქართველო-ტონგას მატჩში მსოფლიოს თასზე

თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტ-სერიის მეორე მატჩს ფიჯიზე, ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 04:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

"ბორჯღალოსნებმა" სამოას ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ფიჯიზე გადაინაცვლეს, რამდენიმე დღე დაისვენეს და ტონგასთან გასამართი თამაშისთვის მზადება დაიწყეს.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

დღეს გუნდს კაპიტნის ვარჯიში აქვს. ტრადიციულად, მატჩამდე 48 საათით ადრე კი მილტონ ჰეიგმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა.

გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ზურაბ ჟვანია და ანტონ ფეიქრიშვილი ითამაშებენ, კარლენ ასეიშვილი და ირაკლი მირცხულავა კი თადარიგში იქნებიან. შეცვლაზე მოუწევს თამაში მესამეხაზელ ლაშა ლომიძეს, მის ადგილს კი ბექა ბიწაძე დაიკავებს. ერთი სიახლეა უკანა ხაზში: გარემარბი გიორგი ფრუიძე თამაზ მჭედლიძემ შეცვალა.

"ამ მატჩში შესაძლებლობა გვეძლევა, ძირითად შემადგენლობაში ის მორაგბეები დავაყენოთ, რომლებიც ერთი კვირის წინ საფრანგეთიდან შემოგვიერთდნენ. პირველ ხაზში დიდი არჩევანი გვაქვს და გვინდა, მორაგბეებს სათამაშო დრო მივცეთ, რათა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ სასტარტო თხუთმეტეულში ყოფნას. ეს გუნდში ჯანმრთელ კონკურენციას ქმნის, რაც მხოლოდ წაგვადგება.

მიგვაჩნია, რომ მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ ვარჯიშებზე კარგად იმუშავა და ამ შემთხვევაში სასტარტოში ლაშა ლომიძეს შეცვლის.

უკანახაზელების უმეტესობამ შარშან მსოფლიოს თასზე ითამაშა და შესაბამისად, დიდი გამოცდილება აქვთ.

სამოასთან ფრედ დამთავრებული ტესტის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ტონგასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამიტომ მოტივირებულნი ვართ, რომ თამაშის ხარისხი სულ სხვა დონეზე ავიყვანოთ და შაბათს უკეთესი რაგბი ვაჩვენოთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მილტონ ჰეიგი: შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას რევანში ენდომება

საქართველოს ნაკრები:

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე

ივნისის ტესტები

18 ივნისი

საქართველო-ტონგა

24 ივნისი

საქართველო-ფიჯი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

arseni
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს ჩვენ რომ იმ მდგომარეობაში ვყოფილიყავით ორ კაცს გაგვიგდებდა მსაჯი ძლივს გაიმეტა ყვითელი ბოლოს კაი ხნით ადრე უნდა გაეგდო რომელიმე ეს მოვიგეთ და რო არ მოგვეგო მაშინ?
sergo
გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
sergo
გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
fanat
კაი ასე მწარედ ნუ გაეღადავები, არ იცის კაცმა....
leo kaxetinski-s
ძმაკაცის დაბადების დღეა შაბათს და მაგიტომ არ არის გუნდში
levani kaxeti-s
არაერთხელ დაიწერა მაგაზე, კლუბშია და პლეიოფის სათამაშოდ ემზადება. ასევე ის მოთამაშეები რომლებიც არ ახლავს ნაკრებს ტურნეზე
levani kaxeti
მაინც ვერ გავიგე მამუკა გორგოძე რატომ არ არის გუნდში;
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
რაგბი. ლეგიონი: ქართული ჯახი "ჩელენჯ ქაფზე"
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
ბექა ბიწაძე: რომ მირეკავდნენ, ტელეფონის ეკრანსაც არ ვუყურებდი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა
რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბექა ბიწაძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონ გუნდში განაგრძობს
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს