"ზესტაფონი" საკუთარ ქალაქში ვარჯიშს დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებს და თბილისის "დინამოსთან" მატჩისთვის დედაქალაქში ემზადება

როგორც იცით, დიდთოვლობის გამო "ზესტაფონი" საკუთარ ქალაქში ვარჯიშს ვერ ახერხებს და თბილისის "დინამოსთან" მოახლოებული პრინციპული დაპირისპირებისთვის დედაქალაქში ემზადება. შეგახსენებთ, დიდთოვლობის მიზეზით გია გეგუჩაძის გუნდმა "ტორპედოსთან" ვერ ითამაშა და ჩემპიონატის მეორე ეტაპს "დინამოსთან" მატჩით დაიწყებს.

გიორგი ხიდეშელისა და ნიკოლოზ გელაშვილის საწვრთნელ პროცესში ჩართვის ამბავი უკვე გამცნეთ, ზურაბ მენთეშაშვილის თაობაზე კი სიახლეებია, თანაც არცთუ სასიამოვნო. გამოცდილი ნახევარმცველის "ზესტაფონში" ჩარიცხვას თითქოს წინ ვერაფერი უნდა აღდგომოდა, მაგრამ დღეები გადის, სეზონი განახლდა და მენთეშაშვილს იმერულ კლუბთან კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია.

ამის ზუსტი მიზეზები ვერ დავადგინეთ, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, "ზესტაფონსა" და მენთეშაშვილს შორის ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკება გრძელდება და, წესით, რამდენიმე დღეში კონტრაქტიც უნდა გაფორმდეს. მთავარი ისაა, რომ ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების შეუცვლელ წევრს "ზესტაფონში" თამაშის სურვილი აქვს და გუნდის შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, ზურა აქამდე აშქელონის "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა და ებრაული კლუბი გასული წლის ბოლოს დატოვა. სხვათა შორის, ცნობილ სატრანსფერო ვებგვერდ "ტრანსფერმარკტს" 31 წლის მენთეშაშვილი უკვე "ზესტაფონის" ფეხბურთელად ჰყავს მოხსენიებული, მისი ფასი კი 350 ათასი ევროთია განსაზღვრული.

აქვე ზურაბ მამალაძის შესახებაც გეტყვით, რომელმაც, როგორც გახსოვთ, ესპანურ შეკრებაზე, პრაღის "სპარტასთან" მატჩისას მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ვეღარ ვარჯიშობს. მის არყოფნაში როინ კვასხვაძის დუბლიორი 18 წლის კახაბერ მეშველიანი იქნება.

29 წლის მეკარეს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჯერ არ გაუვლია და ამიტომაც ექიმები მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ. უახლოეს პერიოდში მედიკოსები მისი მუხლის მდგომარეობას ბოლომდე შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის განაახლებს ზურა თამაშსა და ვარჯიშს. არსებობს საფრთხე, რომ მან მწყობრში ჩადგომა სეზონის ბოლომდე ვერ შეძლოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, უფრო ადრეც გამოკეთდეს.

ბოლოს ისევ დასჯილ დუეტზე ვთქვათ - "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე ხიდეშელი და გელაშვილი "დინამოსთან" მატჩის სავარაუდო 18-კაციან განაცხადში არ არიან...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა