საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ ვარიანტს განიხილავს
შპიგელი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსეთის სრული ოლიმპიური ნაკრების დისკვალიფიკაციის საკითხს

21 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპეციალურ სხდომას ჩაატარებს, რომელზეც განიხილავენ შესაძლო სანქციებს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, - წერს ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "შპიგელი".

ელოდებიან, რომ ლაპარაკი იქნება არა მხოლოდ მძლეოსნობაზე, არამედ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მოკვეთაზე ან სპორტის ცალკეული სახეობების წარმომადგენელთა დისკვალიფიკაციაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სხდომის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ ბახმა, შესაძლოა, კონსულტაცია გაიაროს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.

რუს მძლეოსნებს რიოში გამოსვლა აუკრძალეს

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა რუსეთის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დისკვალიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი მძლეოსნები მონაწილეობას ვერ მიიღებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 21 ივნისის სხდომაზე შეუძლია დისკვალიფიცირებული სპორტსმენების თამაშებზე დაშვება.

გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ფედერაციის საინსპექციო კომისიის ანგარიშის საფუძველზე. ეს კომისია ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდა იმას, თუ როგორ მუშაობდნენ რუსეთის ფედერაცია და ანტისადოპინგო სამსახურები საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომას 24 ადამიანი ესწრებოდა.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ ასე ახსნა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება:

"მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული, საერთაშორისო ფედერაციამ ერთხმად გადაწყვიტა - ამ ეტაპზე არ აღუდგინოს წევრობა რუსეთის ფედერაციას. რუსულმა მხარემ არ შეასრულა აუცილებელი მოთხოვნები. სანამ რუსული ორგანიზაციის დისკვალიფიკაცია იმოქმედებს, მისი ვერც ერთი წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში".

კოემ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო და მას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია: "ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის. საბჭოში 27 ადამიანია და ისინი მთელს მსოფლიოს წარმოადგენენ. პოლიტიკას ამაში არანაირი როლი არ აქვს".

მოგვიანებით, კოემ გაზეთ The Telegraph-ის საკუთარ ბლოგში მთავარ მიზეზად რუსული სპორტის სისტემა დაასახელა:

"კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ სუფთა სპორტსმენების მიმართ. მინდა სრული სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება სუფთა სპორტსმენების წინააღმდეგ. ჩვენ შევაფასეთ სისტემა და კულტურა, რომლის შიგნით ყველა რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ეს გაფუჭებული სისტემაა, რომელიც ჩრდილს აყენებს თითოეულ ათლეტს, ვინც მის ნაწილს წარმოადგენს. დიახ, მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის ანგარიშმა დაგვანახა ფუნდამენტალური რეალობა, რომელმაც დაადესტურა, რომ ეს სისტემა არ აღიარებს სპორტის ძირითად პრინციპს - სპორტსმენების დაცვა და უსაფრთხო და სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სადაც მათ ერთმანეთში კონკურენცია შეუძლიათ. ეს არ არის მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუმენტი. აქ იყო სისტემა, რომელიც აფუჭებდა თითოეულ სპორტსმენს რუსულ მძლეოსნობაში".

როგორც გითხარით, 21 ივნისს გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური სხდომა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა რუს სპორტსმენებს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მხარი დაუჭირა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ძლიერ პოზიციას დოპინგთან ბრძოლაში. კომიტეტმა შეისწავლა სამუშაო ჯგუფის ანგარიში და რეკომენდაციები და სრულად პატივ სცემს საერთაშორისო ფედერაციის პოზიციას", - წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კაკი
დათო-ს. მაშინ რა გამოდის? მიიღე აკრძალული პრეპატატი და წავიდა მედლების ცვენა!!!! იმ ხაწაპურს რა უთხარი, რომელ ხაჭაოყრშუიც ფხვილით გაკეთებული ყელია ჩართული. კარგით რა!! ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში როგორ გადაგყავთ!!! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ამ მოსაზრებას. თქვენი რუსებისადმი სიმპატიები ხომ მონური ფსიქოლიგიის შედეგია. ესაა და ეს..
ბექა
DATO-ს და სხავა ასეთ "მოაზროვნეებს". თქვე კაი დედმამიშვილებო, ნუთუ არ გებადებაღ კითხვა მაინც, რატომ ხდება, რომ თითქმის ყველა სპორტის სახეობაში, რუსებს პრობლენა აქვთ დოპინგტესტების მხრივ. პოლიტიკურ ჭრილში რატომ გადაგყავთ ეს.!!არ ვიცი რა ვთქვა. ოლიმპიადას, მართლაც ბევრი დააკლდება ამით, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი იქნება სხვებისათვის და პირველ რიგში რუსებისათვის. მასე სადაა ძმაო, აკრძალული სტიმულატორებით მოგებული მედლის რა ვთქვი მე!!
გოგა
რუსების ეშინიათ.
cnc
რუსების მონებო აბა ახლა აგუგუნდით. ლანძღეთ ევროპა და ამერიკა
cnc
რუსების მონებო აბა ახლა აგუგუნდით. ლანძღეთ ევროპა და ამერიკა
DATO
რუსეთი ოლიმპიადაზე ერთ ერთი ანგარიშგასაწევი ძალაა ჩემი აზრით არა სწორი იქნება მატი მოკვეთა
დათო
ოლიმპიადა ურუსეთოდ ეს იგივეა რაც ხაჭაპური უყველოდ.რაღად გვინდა ოლიმპიადა გაუგზავნონ ამერიკელებს სახლში მედლები.
lali
ჩააბარეთ ამერიკას მედლები კი არა თავიც
999l
არადა ჩვენ ხო გვყავს ძლიერი ოლიმპიური ნაკრები
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა