ესპანეთის ნაკრები მერვედფინალშია
* ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი გუნდი ევრო 2016-ზე, ვინც ორზე მეტი გოლის გატანა შეძლო თამაშში.

* ესპანეთის ნაკრებმა ნაადრევად გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

* ალვარო მორატა პირველი ფეხბურთელია, ვინც ევრო 2016-ზე დუბლი შეასრულა.

* ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მე-7 მატჩში არ გაუშვა გოლი.

ძალიან ლამაზი სტადიონია ნიცის "ალიანზ რივიერა" და ძალიან მოუხდა ამ არენას ანდრეს ინიესტას თამაში. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა უმაღლესი კლასი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მთავარი ფავორიტია და ტიტულს იოლად არ დათმობს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

ფათიჰ თერიმმა სასტარტოში დააბრუნდა ცენტრფორვარდი ბურაქ ილმაზი, რომელმაც მანამდე ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით. თერიმმა შესვენებაზევე შეცვალა ჩალჰანოღლუ, რადგან ესპანელებმა ის ძალიან დაჩაგრეს.

ვისენტე დელ ბოსკემ ხელი არ ახლო სასტარტო თერთმეტეულს და ზუსტად ის გუნდი გამოიყვანა, რომლითაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა ჩეხეთის ნაკრები. 4-3-3 მათი შეტევისას 3-4-3-დ გარდაიქმნებოდა - ფლანგის მცველები წინ მიდიოდნენ და მათ უკან ბუსკეტსი აზღვევდა.

გოლები

1:0 - 34-ე წუთზე ნოლიტოს ჩაწოდებულს თავით ალვარო მორატა გამოეხმაურა.

2:0 - 37-ე წუთზე ფაბრეგასის პასი ხეირიანად ვერ მოიგერია თოფალმა და იქვე ჩასაფრებულმა ნოლიტომ გაიტანა.

3:0 - 48-ე წუთზე ინიესტამ პასი ალბას გაუჭრა, რომელმაც მორატა მოძებნა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "პირველ მიზანს მივაღწიეთ, პლეი ოფის საგზური გავინაღდეთ. კარგი თამაში იყო, 90 წუთი ინიციატივა ჩვენ გვქონდა და მატჩსაც სრულად ვაკონტროლებდით. ბოლოს გოლის გატანა გვიჭირდა, დღეს კი სამი გოლი გავიტანეთ".

ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "ორი გოლი ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით. განსაკუთრებით ერთი იყო საოცარი, ასეთი შეცდომის დაშვება ევროპის ჩემპიონატზე როგორ შეიძლება? როცა ესპანეთის წინააღმდეგ შანსი გაქვს, უნდა გაიტანო, სხვანაირად, ძალიან დაიჩაგრები. ნაკრები წელში მეორე გაშვებულმა ბურთმა გაწყვიტა. პირველი 30 წუთი გავძელით, მერე კი ვერ ვითამაშებთ. ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს, ეს განსაკუთრებული გუნდია".

მატჩის გმირი

საოცარია, მაგრამ მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ მაინც ერთი თავით მაღლა იდგა სხვებზე, ის უკეთესი იყო, ვიდრე ჩემპიონატის პირველი დუბლის ავტორი მორატა. რა თქმა უნდა ანდრეს ინიესტას ვგულისხმობთ, რომელიც უხილავი ფუნჯით "ხატავდა" "ალიანზ რივიერას" მოედანზე. მის ანგარიშზე 93 ზუსტი პასია, აქედან 40 მეტოქის მესამედზე, მაგრამ სტატისტიკა უძლურია, ზუსტად შეაფასოს მისი როლი ამ თამაშში.

მსაჯი

სერბი მილორად მაჟიჩის ასისტენტს უნდა შეემჩნია, რომ მესამე გოლისას ჟორდი ალბა თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი არ უნდა ჩაეთვალა.

ანალიზი

ესპანეთის ჩამოწერა, რისი მცდელობებიც ჩეხეთთან მძიმე მატჩის შემდეგ აშკარად იყო, ძალიან ნაადრევია. თურქეთთან ევროპის ჩემპიონმა დაამტკიცა, რომ ჯერაც დიდი ძალაა ევროპულ ფეხბურთში. დელ ბოსკემ სტილს უერთგულა, უბრალოდ, მისი გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა, ტემპში თამაშობდა და კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა ანდრეს ინიესტა.

თურქეთის ნაკრებმა თავისივე შემოთავაზებულ ტემპსა და პრესინგს ვერ გაუძლო და ინიესტასა და კომპანიის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

დასკვნა

მესამე ტურში ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა ნაკლებად მნიშვნელოვანია სატურნირო თვალსაზრისით, მაგრამ ერთმანეთს ორი ის გუნდი ხვდება, რომელთაც თამაშით ყველაზე მეტად დაამახსოვრეს თავი ფანებს.

whoscored.com-ის ტოპ-5

ალვარო მორატა ესპ. 9,1

ნოლიტო ესპ. 8,5

ანდრეს ინიესტა ესპ. 7,9

დავიდ სილვა ესპ. 7,6

ჟერარდ პიკე ესპ. 7,5

17 ივნისი. ნიცა. ალიანზ რივიერა

ესპანეთი-თურქეთი 3:0

გოლები: 1:0 მორატა (34. ნოლიტო), 2:0 ნოლიტო (37. ფაბრეგასი), 3:0 მორატა (48. ალბა)

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა (81. ასპილიკუეტა) - ფაბრეგასი (71. კოკე), ბუსკეტსი, ინიესტა - დ. სილვა (64. ბრუნო სორიანო), მორატა, ნოლიტო

თურქეთი (4-3-3): ბაბაჯანი - გიონული, თოფალი, ბალთა, ერკინი - თუფანი, ინანი (70. მალი), იოზიაკუპი (62. შაჰანი) - ჩალჰანოღლუ (46. შაჰინი), ილმაზი, არდა თურანი

გაფრთხილება: რამოსი - ილმაზი, თუფანი

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 18-8 (6-0); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 33 409

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 2 0 0 4-0 6

2. ხორვატია 2 1 1 0 3-2 4

3. ჩეხეთი 2 0 1 1 2-3 1

4. თურქეთი 2 0 0 2 0-4 0

III ტური

21 ივნისი

ხორვატია-ესპანეთი 23:00

ჩეხეთი-თურქეთი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და პირველ ადგილზე გასასვლელად სასწაული სჭირდება
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება
[VIDEO] სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს