ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი პაექრობა სერბ ნინა სტოიანოვიჩთან დათმო
19 ივნისს, გერმანულ ბრაუნშვაიგში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემ.

ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: დაამარცხა ლიზა მატვიენკო (გერმანია, 6:4, 2:6, 7:5), მარტინა კარეგარო (იტალია, 4:6, 6:3, 6:4), პეტი შნიდერი (შვეიცარია, 3:6, 6:4, 7:5), შილინ ქსიუ (ჩინეთი, 0:6, 6:4, 6:3) და ფინალში გავიდა, სადაც სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია ნინა სტოიანოვიჩს და ორ სეტში დათმო პაექრობა - 4:6, 3:6. მთავარი პრიზი სერბმა მოიპოვა, გორგოძე მეორე ადგილს დასჯერდა.

ამავე ტურნირში ასპარეზობდა სოფიო ქვაცაბაია, მაგრამ მან სტარტზევე წააგო ტენა ლუკაშთან (ხორვატია) - 0:6, 2:6.

მიმდინარე კვირას ეკატერინე გორგოძე შვედეთის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მოსინჯავს ძალებს. მე-7 ნომრად განთესილი ჩვენებური სტარტზე პია კონიუგთან (ავსტრია) გაარკვევს ურთიერთობას. რომის 25.000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა.

თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ერთი კვირის წინათ ჰოლანდიაში 250.000-იან ტურნირზე წყვილებში იაროსლავა შვედოვასთან (ყაზახეთი) ერთად ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ოქსანამ ტიტების ქვეყნიდან ბრიტანულ ბირმინგემს მიაშურა და იქაურ პრესტიჟულ შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 846.000 დოლარი) ჩაება.

ამჟამად მეწყვილედ უნგრელი ტიმეა ბაბოში ჰყავდა. ქართულ-უნგრულმა ტანდემმა, სამწუხაროდ, პირველი ბარიერი ვერ გადალახა: იოჰანა კონტასა (დიდი ბრიტანეთი) და ელინა სვიტოლინასთან (უკრაინა) დამარცხდა - 6:2, 3:6, 1:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა