თბილისის "დინამო": მეკარე საფრანგეთიდან და ერიკ საბოს 10 პროცენტი

ფოტოზე: ანტონი სკრიბე

თბილისის "დინამოს" ღირსებას ფრანგული "აიაჩოს" ყოფილი კარის დარაჯი, 28 წლის ანტონი სკრიბე დაიცავს. სკრიბე 28 წლისაა. მან კარიერა "მონპელიეს" დუბლშემადგენლობაში დაიწყო. ძირითად გუნდში ერთი მატჩი ჩაატარა. განათხოვრებული იყო ორ, ნაკლებად ცნობილ კლუბში. 2013 წლიდან დღემდე კი "აიაჩოს" ღირსებას იცავდა.

მას შემდეგ, რაც "დინამოდან" ლიბორ ჰრდლიჩკა და გიორგი ბეგაშვილი წავიდნენ, საქართველოს ჩემპიონმა ბაქოს "ინტერიდან" 36 წლის გიორგი ლომაია დაიმატა. მაგრამ, ცხადია, ეს ვერ იქნებოდა საკმარისი და ამიტომაც განიხილებოდა უცხოელი მეკარის კანდიდატურა. "დინამოში" ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო ხორვატი გოლკიპერი ივან კელავა, მაგრამ ეს გარიგება ვერ შედგა.

"გიორგი ლომაია ძალიან გამოცდილი, საიმედო მეკარეა. მას შეუძლია, ბევრი რამ ასწავლოს ახალგაზრდა პარტნიორებს. როგორც იცით, ის უკვე დინამოელია. რაც შეეხება უცხოელ მეკარეს, დავიმატეთ ფრანგული "აიაჩოს" მეკარე ანტონი სკრიბე.

პირდაპირ უნდა გითხრათ, ის მაღალი დონის გოლკიპერია და გაგვიმარლთა, ჩვენს გუნდში რომ ითამაშებს.

ხორვატ მეკარე ივან კელავასთანაც გვქონდა მოლაპარაკება. მაგრამ მერე გაირკვა, რომ "გრანადას" რაღაც პრობლემები აქვს მეკარის პოზიციაზე და კელავა თავად სჭირდება", - გვითხრა "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა.

სლოვაკ მწვრთნელს "დინამოს" მეორე პოტენციურ ახალწვეულზეც ვკითხეთ. 24 წლის ერიკ საბო ჯერაც ბერძნული პაოკ-ის ფეხბურთელია. ის სლოვაკეთის ნაკრებში მიიწვიეს ევროპის ჩემპიონატის წინ და ავსტრიული შეკრებისას საქართველოს უპირველესი გუნდის წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა იან კოზაკის საევროპო სიაში ვერ მოხვდა.

"საბოს ძალიან უნდოდა "დინამოში" თამაში. ამის შანსი ჯერ კიდევ არის, მაგრამ დაახლოებით 10 პროცენტი, მეტი არა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ებრაულმა კლუბმა პაოკ-ს ძალიან კარგი პირობები შესთავაზა. ის მზადაა, საბოს მთლიანი კონტრაქტი გამოისყიდოს", - ესეც იარაბეკის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ერთწლიანი კონტრაქტები უკვე გააფორმა 27 წლის ბულგარელ შუახაზელ სტეფან ველევთან და 28 წლის მარტინიკელ შემტევ ნახევარმცველთან, მატიას კურიესთან. მალე კონტრაქტებს ხორვატ მცველ მატია შპიჩიჩსა და ფრანგ მეკარესაც გაუფორმებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
დავრჩებით სამტრედია და ჩიხურას იმედზე ევროპალიგაზე...დინამოს ალბათ გამოაყუნცულებენ პირველივე მეტოქე და ის ევროპალიგაზეც კი ვერ მოხვდება. დილას მდგომარეობა კი გაურკვეველია,არადა როგორ მეიმედებოდა ამ კლუბის...ეჰჰჰ..
დიტო
Guro აბა რა გინდა ლიგა ერთიდან სირიგუ მოეყვანათ თუ პრემიერლიგიდან მაჰრეზი ტოპ კლასის ფეხბურთელი აქ არ ჩამოვა და ესენი შედარებით ნორმალურები არიან წინა ლეგიონერებთან შედარებით
Guro
ეს ყველაფერი გამოჩდება პირველ მატჩშივე (ოღონდ ფარერების მალტის და გიბრალტარის ჩემპიონებთან არა!) შეცდომა დაუშვით თუ არა რომ, ეს მეორე ლიგის მოთამაშეები მოიყვანეთ. კი ძალიან გაგიმართლა საფრანგეთის 2 ლიგის 15 ადგილოსანი კლუბიდან რომ გადმოიყვანე მეკარე)))))))))) ყველაფერი გამოჩდება!!! შეცდომა დაუშვით თუ არა ეს არაფრის მომცემი სახელები(ფეხბურთელებით) რომ გაავსეთ დინამო ))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
დინამო (თბ)-ლეგია 1:1 - ჩემპიონების ზავი ავსტრიაში [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓗᓐᓜ" ᓛᓐᓢᓩᓘᓡ ᓬᓘᓜ ᓢᓠᓜᓐᓕᓘᓡ "ᓡᓞᓐᓠᓢᓐᓙᓘ" ᓨᓐᓕ ᓓᓦᓔᓨᓘ ᓩᓐᓕᓐᓠᓓᓐ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
კურიე, საბო, პაპუნაშვილი... თბილისის "დინამოს" პოტენციური ახალწვეულები
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
პაოკ-ი-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
თბილისის "დინამომ" ფრანგ მეკარე ანტონი სკრიბესთან კონტრაქტი გაწყვიტა
თბილისის "დინამო" ლა ლიგაში მოთამაშე ხორვატ მეკარეს დაიმატებს?
თბილისის "დინამო": ანტონი სკრიბე რჩება, ამ ეტაპზე...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა