ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანდრო მაქაცარია: სხვასთან წაგებას მირჩევნია, ისევ ქართველთან დავმარცხდე

სანდრო მაქაცარია: სხვასთან წაგებას მირჩევნია, ისევ ქართველთან დავმარცხდე

გერმანული ძიუდოს ქართული მომავალი
ბოლო პერიოდში მის გვარ-სახელს მუდმივად ვხვდებით ძიუდოისტთა ასაკობრივ ტურნირებზე, ოღონდ გერმანიის სახელით - სანდრო მაქაცარია თანდათან ხდება იქაური ნაკრების ლიდერი. ის ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობს და წლეულს უმედლოდ არც ერთ ტურნირზე არ დარჩენილა. ქართველებთანაც ხშირად უწევს შეხვედრა და კვარცხლბეკზე ადგილსაც ხშირად იყოფს მათთან ერთად.

სხვა ქვეყნებში გადასული ქართველები აღარ გვიკვირს. ეგ კი არა, ბევრ ნაკრებში სულაც უცხოეთში დაბადებულ ქართველთა თაობაც გამოჩნდა. მაქაცარიაზე ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა და არც მისი წარმომავლობის შესახებ ვიცოდით რამე. ამიტომ შემთხვევით ვისარგებლე და ამ ხარვეზის შევსება ახლა განვიზრახე - ერთი კვირაა, ის თბილისშია ჩამოსული გერმანიის ახალგაზრულ ნაკრებთან ერთად, რომელიც აქ ერთობლივ შეკრებას გადის (სხვათა შორის, მისი მთავარი მწვრთნელი ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს პრიზიორი რიხარდ ტრაუტმანია).

- სანდრო, როგორ აღმოჩნდით გერმანიაში, როდის წახვედით საქართველოდან?

- თბილისში დავიბადე 1996 წელს, სოლოლაკში. ძიუდოში ვარჯიშიც აქ დავიწყე მარჯანიშვილზე, "შევარდენის" დარბაზში, სპარტაკ გორგაძესთან. 2012 წელს, როცა გერმანიის პასპორტი ავიღე და იმათი სახელით ჩერნოგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ვიჭიდავე ჭაბუკთა შორის, კობა მჭედლიშვილი და კიდევ ზოგიერთი ბიჭი ვიცანი, იმ დარბაზიდან ვინც იყო.

გერმანიაში პირველად 2 წლისა წამიყვანეს მშობლებმა. მერე 8 წლისა დავბრუნდი საქართველოში, 2008 წლის ომის შემდეგ კი უკვე მთელი ოჯახი წავედით გერმანიაში საცხოვრებლად. დედაჩემი ისედაც იქ მუშაობდა და გადავწყვიტეთ, მთელი ოჯახი წავსულიყავით. გერმანიაში შტუტგარტის ახლოს, 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ როიტლინგენში ვცხოვრობთ.

- იქ გადასვლის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი კარიერა, უწყვეტად გააგრძელეთ ვარჯიში?

- თავიდან 6 თვე გამიცდა, ვიდრე ოჯახი დავლაგდებოდით და ახალ დარბაზს მოვძებნიდი. თავიდან გამიჭირდა იმ მხრივ, რომ არ მქონდა იქაური პასპორტი და ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობებზე არ მაჭიდავებდნენ. გერმანიაში რამდენი მედალიც უნდა მომეპოვებინა, უცხოეთში არ მიშვებდნენ. 2012 წელს პასპორტი ავიღე და ჭაბუკებში ევროპის ზემოხსენებულ ჩემპიონატზეც ვიჭიდავე, სადაც მესამე ადგილზე გავედი. იმის შემდეგ სულ პირველი ნომერი ვიყავი.

- ანუ გერმანულ ძიუდოში დამკვიდრება არ გაგიჭირდათ...

- არა, არ გამჭირვებია, რადგან საქართველოსთან შედარებით, იქ ძიუდო სუსტადაა განვითარებული. 2008-ში ჩავედი და 2011-ში გერმანიის ჩემპიონი გავხდი. 4-ჯერ მოვიგე იქაური პირველობა.

- როგორ ფიქრობთ, აქ რომ დარჩენილიყავით, მეტს მიაღწევდით?

- მგონი, მართლაც მეტს მივაღწევდი. აქაურ ძიუდოს ვერც შევადარებ გერმანულს. აქ ბევრად უფრო კარგი ვარჯიშებია და სპარინგ-პარტნიორებიც მეტია, იქ ამის საშუალება არაა. საქართველოში ბევრად უფრო სერიოზულად უდგებიან ვარჯიშს.

- ინდივიდუალურად თუ ახერხებთ საქართველოში სავარჯიშოდ ჩამოსვლას?

- ვერ ვახერხებ, რადგან ყოველ მეორე კვირას ან შეჯიბრებაზე ვართ, ან - შეკრებებზე. უცხოეთში ხშირად ვართ სავარჯიშოდ - ხან ერთი, ხანაც ორი კვირით. ამას შეჯიბრებებიც ემატება, თან სკოლაშიც დავდივარ და ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. ახლანდელ სტუმრობამდე, ხუთი წელიწადია, საქართველოში არ ვყოფილვარ.

- გენატრებოდათ საქართველო?

- როგორ არ მენატრებოდა! მე ხომ მთელი სანათესაო აქ მყავს, გერმანიაში მხოლოდ მშობლები, მე და ჩემი ძმა ვართ, სხვები აქ ცხოვრობენ. ბავშვობის მეგობრები, ძმაკაცები - სულ აქ არიან. თან ახლა ბიძაც გავხდი, მაგრამ უდროობის გამო ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას.

- ხომ არ გიფიქრიათ საერთოდ აქეთ გადმოსვლაზე და კარიერის აქ გაგრძელებაზე?

- ჯერჯერობით ამაზე არ მიფიქრია და მომავალში - ვნახოთ.

- პიროვნული ურთიერთობებიც კარიერასავით იოლად აგეწყოთ? რამდენად მეგობრული სიტუაციაა გუნდში?

- ადამიანებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია. კი, გარკვეული დრო გჭირდება, რომ შეეჩვიო ხალხს, მაგრამ ეს პროცესი უმტკივნეულოდ გადავლახე. გუნდშიც კარგი ბიჭები არიან, მეგობრული დამოკიდებულებაა ერთმანეთში.

- ქართველებთან საკმაოდ ხშირად გიწევთ მეტოქეობა. ეს როგორი მომენტია თქვენთვის, არის რამე სირთულე ამაში?

- ოოო, ეგ ცოტა ისეთი სიტუაციაა... მაგალითად, ორი წლის წინ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე უშანგი მარგიანთან წავაგე და მერე ის მეორე ადგილზე გავიდა. სხვასთან წაგებას მირჩევნია, ისევ ქართველთან დავმარცხდე და მერე იმან მოიპოვოს მედალი, რომელიც ისევ საქართველოში დაბრუნდება.

- მეგობრობთ რომელიმე მათგანთან?

- ადამიანური ურთიერთობა ყველასთან მაქვს, მაგრამ გამორჩეულად მეგობრობისთვის თავისუფალი დრო არ მრჩება. როცა გერმანიაში ჩამოდიან, თავისუფალი დრო თუ გვაქვს, დამყავს კლუბებში ან სადმე დროის გასაყვანად. აქ მუდმივ რეჟიმში ვარ და არ მცალია სადმე გასასვლელად. ძირითადად ტურნირებზე ვხვდებით ერთმანეთს და ჩვეულებრივი, ნორმალური დამოკიდებულება მაქვს მათთან.

- ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებით. ხართ კმაყოფილი ამ შეკრებით პირადად თქვენ, ან - თქვენი ნაკრები?

- ძალიან კმაყოფილები ვართ ყველანი. გერმანელები აქ ადრეც ყოფილან - ორი წლის წინ ყვარელში გაიარეს შეკრება და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ უკან. ამიტომაც გადაწყვიტეს ახლა ჩამოსვლა. შარშანაც გვინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ საორგანიზაციო საკითხები ვერ მოაგვარეს დროულად და ამიტომ ვერ მოახერხეს.

სხვა ბიჭებიც ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან აქ კარგი ვარჯიშებია.

ირაკლი თავაძე

• ფრენოლოგი

მაქაცარია უკვე 20 წლისაა, დიდებში გადავა მალე და ტეკიჩი სად წავა, იქ არ დახვდება? ისე, კარგი ყმაწვილი ჩანს, თავმდაბალი...

• GochaM33@gmail.com

Tekichi didebshi gadavida ianvridan

• ფრენოლოგი

ლიდერობაზე ნაადრევია საუბარი, მე მგონი. 2 კაცია მაგაზე წინ ახალგაზრდებში... ერთი ისაა, ბექამ ვისაც მოუგო შარშან, დავიდ ტეკიჩი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა

"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

თბილისის გრან პრი. II დღე: ქართული ფინალი და გარანტირებული 3 მედალი [VIDEO]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს

ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა

ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

რინერის დამმარცხებელი - ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან [დასასრული]

"ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია