უფრო მეტიც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აშკარად მოლბა
გუშინ, ლოზანაში გაიმართა ოლიმპიური სამიტი, რომლის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა...

როგორც მოსალოდნელი იყო, ბახმა მთლიანად დაუჭირა მხარი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას - არ დაუშვას რუსი მძლეოსნები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ამ ვერდიქტში "ნეიტრალური" ათლეტების სტატუსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ იმ რუს მძლეოსნებს, რომლებიც რეგულარულად გადიან ტესტირებას საზღვარგარეთ და არ ითვლებიან რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის ნაწილად, შესთავაზა რიოს თამაშებზე "ნეიტრალური" დროშით გამოვიდნენ.

ბახის თქმით, თამაშებზე ნეიტრალური დროშით ასპარეზობა შეუძლებელია. ნებისმიერი რუსი მძლეოსანი, რომელიც დაამტკიცებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას, რიოში გაემგზავრება, როგორც რუსეთის ოლიმპიური გუნდის ნაწილი და იქ რუსეთის დროშის ქვეშ გამოვა. შესაბამისად, ოლიმპიადაზე გამოსვლის განაცხადს რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეადგენს. "ნეიტრალური" სპორტსმენის სტატუსი აქტუალურია მხოლოდ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ სხვა საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც რუსი ათლეტები არა თავიანთ ქვეყანას, არამედ საკუთარ თავს წარმოადგენენ.

ოლიმპიური სამიტის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და კენიის ყველა სპორტსმენი საკუთარი ქვეყნის გარეთ გაივლის დამატებით ტესტრირებას საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რადგან ამ ქვეყნებში ანტისადოპინგო ლაბორატორიების მუშაობა ნდობას არ იმსახურებს. ტესტირება ეხება არა მხოლოდ მძლეოსნობას, არამედ, სპორტის ყველა ოლიმპიურ სახეობას.

ბახს არ დაუზუსტებია ამ გადაწყვეტილების დეტალები, თუმცა ბევრი კითხვა დაისმის: რამდენი "უცხოური" სინჯია საჭირო, შედის თუ არა მათ რიცხვში საშეჯიბრო ტესტები... საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სიტყვებით, შესაბამის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფედერაციები მიიღებენ თითოეულ კონკრეტულ სპორტსმენთან დაკავშირებით.

ტომას ბახმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მომენტისთვის ლაპარაკი არ არის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და შესაბამისად, მთლიანად რუსული ოლიმპიური ნაკრების დისკვალიფიკაციაზე. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ივლისის შუაში, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიში. ამ კომისიას კანადელი იურისტი მაკლარენი ხელმძღვანელობს. მანამდე, რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-ის სრულუფლებიან წევრად რჩება.

ბახს სასაცილოდ არ ეყო ჟურნალისტის კითხვა იმის შესახებ, სამიტის წინ ესაუბრა თუ არა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პუტინთან განიხილავს ოლიმპიური სამიტის დღის წესრიგს... ამაზე მხოლოდ ღიმილით შემიძლია კომენტარი", - განაცხადა ბახმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს