პოლონეთმა ჯგუფური ეტაპი გოლის გაუშვებლად დაასრულა
* უკრაინამ ტურნირი ისე დაასრულა, რომ გოლი ვერ გაიტანა, პოლონეთს კი ჯერ არ გაუშვია.

* პოლონელებს ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვიათ.

* ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე უკრაინელებს 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ წაგებული (ესპანეთთან 0:1), ჯგუფურ ეტაპზე კი სამივე შეხვედრა დათმეს.

* პოლონეთს უკრაინა წინა ხუთი მატჩის განმავლობაში არ დაემარცხებინა.

* ევროპის ჩემპიონატის ჯუფური ეტაპის გოლგაუშვებლად გავლა პირველად 1980 წელს იტალიამ მოახერხა, 1996 წელს ეს გერმანიამ გაიმეორა და ახლა ერთ ჯგუფში ერთბაშად ორმა გუნდმა შეძლო იგივე, პოლონეთმა და იმავე გერმანიამ.

პოლონეთმა ძალების დაზოგვით მოიგო, მაგრამ იმ ანგარიშით ვერა, რომელიც პირველ ადგილზე გაიყვანდა. ადამ ნავალკას ნაკრებს ბურთების სხვაობით გერმანიამ აჯობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში პოლონელები შვეიცარიას დაუპირისპირდებიან და ეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, საინტერესო და თანაბარი წყვილი იქნება. მატჩი შაბათს, 17:00 საათზე, სენტ ეტიენში, "ჟოფრუა გიშარზე" გაიმართება.

უკრაინამ კი, მოულოდნელად, ძალიან უსახური თამაშით დაგვამახსოვრა თავი და ისე დაგვემშვიდობა, რომ ერთი გოლიც ვერ დაგვიტოვა. თუმცა პრობლემებთან ერთად, ეს უიღბლობის ბრალიც გახლდათ, რადგან თუნდაც გერმანიასთან მატჩში უკრაინელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

პრინციპში, ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა. სხვაობა ის გახლდათ, რომ უკრაინისთვის უბრალოდ პრესტიჟისა და ღირსების საკითხი გახლდათ, რადგან სხვა დატვირთვა მიხაილო ფომენკოს ნაკრებისთვის ამ მატჩს არ ჰქონდა, უკრაინა ორი ტურის მერე უშანსოდ დარჩა. ფომენკომ ბოლო დროს ყველაზე პოპულარული სქემა, 4-2-3-1 აირჩია. ფლანგებზე, ცხადია, იარმოლენკო და კონოპლიანკა აქტიურობდნენ, წინ კი ზოზულია ელოდა თავის შანსს.

ადამ ნავალკამ იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, კამილ გროსიცკი და ლუკას პიშჩეკი დასვა სათადარიგოთა სკამზე. პირველი ორი მოგვიანებით გამოიყვანა, პიშჩეკი კი დაასვენა. მან ისევ ძირითადში დააყენა ახალგაზრდა ტალანტი ბარტოშ კაპუსტკა. მისი და მის უკრაინელი თანატოლის, ასევე 19 წლის და ასევე აქტიური ზინჩენკოს დაპირისპირება საინტერესო გახლდათ. რასაკვირველია, იქვე იყვნენ არკადიუშ მილიკი და რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელებმა შემდეგი სტრატეგია აირჩიეს - თუ გამოგვივა და მოვიგებთ, ხომ კარგი, მაგრამ თავს ძალიანაც ნუ მოვიკლავთო.

ასეა თუ ისე, როდესაც ნავალკამ დაინახა, რომ მის გუნდს თამაში ცოტათი აერია და ფლანგებიც ჩვეულად ვერ აქტიურობდნენ, უმალვე ქირურგიულ ჩარევას მიმართა და შესვენების მერე მინდორზე იაკუბ ბლაშჩიკოვსკი გამოიყვანა. კუბას გამოცდილებამ და კლასმაც თავისი გაიტანა.

გოლი

0:1 - 54-ე წუთზე პოლონელებმა კუთხური ჭკვიანურად და ეფექტურად გაითამაშეს. როგორც ჩანს, ამ კომბინაციაზე წინასწარ ნამუშევარი ჰქონდათ. საბოლოოდ, ბლაშჩიკოვსკიმ, რომელმაც ბურთი მილიკისგან მიიღო, ოსტატურად გააცურა მეტოქე და ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში გაუშვა თავისი ცაციათი. ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ადამ ნავალკა (პოლონეთი): "ბლაშჩიკოვსკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რაც დაამტკიცა კიდეც. მისი გამოცდილება და კლასი ნაკრებს სჭირდება და მომავალ მატჩებში მისი იმედი მაქვს. შვეიცარიასთან იგი ძირითადში იქნება. ის, რომ ლევანდოვსკის ჯერ არ გაუტანია, პრობლემა არ არის, რადგან იგი ბევრს მუშაობს და ნაკრებს ეხმარება. მთავარია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ ხოლმე. რობერტის გოლი დროის ამბავია და ვფიქრობ, მომავალ შეხვედრაში გაიტანს".

მიხაილო ფომენკო (უკრაინა): "როდესაც ნაკრების მწვრთნელი ხარ და მისაღებ შედეგებს ვერ აღწევ, უფრო პრობლემებსა და მათ გამოსწორებაზე გეფიქრება. ჩემი მომავლის შესახებ კითხვებს ამის მერე ვუპასუხებ, ახლა კი ამის დრო არ არის. ბიჭებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, რადგან მათ ფეხბურთი ითამაშეს და არ გაგვიმართლა. ჩემი აზრით, ეს გამოცდილებაც ძალიან გამოგვადგება".

მატჩის გმირი

ეს არ გახლდათ კუბას კარიერის მატჩი, მაგრამ ფაქტია, მან ამ თამაშის ბედი გადაწყვიტა და თანაც ულამაზესი გოლით და შეცვლაზე გამოსვლის მერე პოლონეთს ის დაუმატა, რაც იქამდე აკლდა. ამიტომაც ის ამ პატარა აღიარებას იმსახურებს, ოფიციალური ვერსიით კი, მატჩის საუკეთესოდ უკრაინელთა რუსლან როტანი დასახელდა, რომელიც კონოპლიანკასი არ იყოს, ძალიან აქტიური იყო, მაგრამ...

მსაჯი

37 წლის ნორვეგიელმა არბიტრმა სვენ ოდვარ მოენმა უელსისა და სლოვაკეთის მატჩის მერე ამ შეხვედრაში იმსაჯა. ბოლომდე უნაკლო მოენი არც მაშინ და არც ამჯერად არ ყოფილა. განსაკუთრებით კი, ეს თამაში უნდა გამოვარჩიოთ, რადგან ორჯერ უკრაინელთა სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ არბიტრმა ეს მომენტები გაატარა. თუმცა ასპროცენტიანი პენალტები იყოო, ამასაც ვერ ვიტყვით.

ანალიზი

პოლონეთს მეორე ადგილი და შვეიცარიასთან ჭიდილი არსად გაექცეოდა, ეს ნავალკას გუნდს განაღდებული ჰქონდა. თუმცა იყო პირველ ადგილზე გასვლის შანსი და თეორიულად უფრო სუსტ მეტოქესთან დაპირისპირების შესაძლებლობა. პოლონელები, პარალელურად, ჩრდილოე ირლანდია-გერმანიის მატჩის ანგარიშზეც იყვნენ დამოკიდებულნი და ამის გარეშეც, მოზომილად თამაშობდნენ, ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ სურდათ. ყველა ველოდით ლევანდოვსკის გოლს და მას თავიდავე შეეძლო გატანა, როდესაც მილიკის მშვენიერი პასის მერე ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. საერთოდ, ჯერჯერობით, მილიკი უფრო მწვავე და პროდუქტიულია, ვიდრე ლევანდოვსკი.

პოლონელებმა მატჩი კარგად დაიწყეს, მაგრამ მერე ცოტათი აირივნენ, თითქოსდა, არ ელოდნენ, რომ უმოტივაციო უკრაინა გამოიღვიძებდა. უკრაინამ კი გამოიღვიძა და რამდენიმე მომენტიც შექმნა. შესვენების მერე პოლონელებმა თამაში დაალაგეს, ყოველ შემთხვევაში, მეორე ნახევრის დასაწყისში მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ უკრაინა ალაგ-ალაგ მაინც იკბინებოდა. ისე კი, უცნაური ნამდვილად არის, რომ არცთუ ცუდი შემადგენლობის პატრონ ნაკრებს უფრო უკეთ თამაში არ გამოუვიდა.

პოლონელებმა კი მეტი ყურადღებით უნდა ითამაშონ დაცვაში, მხოლოდ პაზდანის უშეცდომობა შესაძლოა ყოველთვის საკმარისი არ გამოდგეს. ხოლო შეტევაში ასევე უფრო ყურადღებით და ცივსისხლიანად უნდა მოეკიდონ თავიანთ შანსებს. ლევანდოვსკის, მილიკს… მომენტები ჰქონდათ და იგივე გოლიდან რამდენიმე წამში შეიძლებოდა ინტრიგის მოკვლა, რაც პოლონელებმა ვერ გააკეთეს და მომავალში შეიძლება ეს ძვირად დაუჯდეთ.

დასკვნა

დრო იყო, პოლონეთს დიდ საფეხბურთო ფორუმზე რაღაც გაეკეთებინა და სულ მინიმუმ, პლეი ოფის ეტაპამდე მიეღწია. ნავალკას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა და კინაღამ გერმანიასაც მოუგო. პოლონელებს მეტი შეუძლიათ და ეს მეტი აუცილებლად უნდა გამოაჩინონ მერვედფინალში, თორემ იქ უკვე ძალიან ძნელი იქნება.

მეტი შეუძლია უკრაინასაც, მაგრამ ის დამაჯერობლობა და ერთსულოვნება სადღაც გაქრა, რომლითაც გუნდმა ევრო 2016-ზე პლეი ოფში გაიკვლია გზა. უკრაინელებს სიმწვავე, გუნდურობა და მრავალფეროვნება აკლდათ. ფომენკოს, ალბათ, ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

whoscored.com-ის ტოპ-5

არკადიუშ მილიკი პოლ. 8,1

კამილ გლიკი პოლ. 7,7

რუსლან როტანი უკრ. 7,4

ლუკაშ ფაბიანსკი პოლ. 7,3

იაკუბ ბლაშჩიკოვსკი პოლ. 7,3

21 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"

უკრაინა-პოლონეთი 0:1

გოლი: 0:1 ბლაშჩიკოვსკი (54. მილიკი)

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, კუჩერი, ბუტკო - სტეპანენკო, როტანი - იარმოლენკო, ზინჩენკო (73. კოვალენკო), კონოპლიანკა - ზოზულია (92. ტიმოშჩუკი)

პოლონეთი (4-4-1-1): ფაბიანსკი - ტიაგო, გლიკი, პაზდანი, იენჯეიჩეკი - ზილინსკი (46. ბლაშჩიკოვსკი), იოდლოვიცი, კრიხოვიაკი, კაპუსტკა (71. გროსიცკი) - მილიკი (93. სტარჟინსკი) - ლევანდოვსკი

გაფრთხილება: როტანი, კუჩერი - კაპუსტკა

კარში დარტყმა: 19-9 (5-3) კუთხური: 3-2 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 23-12 ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 38 989

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს