მესი ნაკრების რეკორდსმენია, არგენტინა ფინალშია
* აშშ-ს უკვე 12 მატჩია ფრე არ უთამაშია - 9 მოგება, 3 წაგება. სამივე მატჩი ამერიკელებმა 0-ზე წააგეს.

* არგენტინამ ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო, აქედან 6 გოლგაუშვებლად, საერთო ბურთების სხვაობით - 24:2.

* "ალბისელესტეს" 11-თამაშიანი წუგებელი სერია აქვს (9 მოგება, 2 ფრე). ბოლოს არგენტინა 2015 წლის 9 ოქტომბერს ეკვადორთან დამარცხდა - 0:2.

* ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში 55-ე გოლი გაიტანა და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა. მან გაბრიელ ბატისტუტას გაუსწრო.

ის, რაც ჰიუსტონში, "ენ ერ ჯი სტედიუმზე" მოხდა, ნამდვილი ფეხბურთის ზეიმი გახლდათ, მაგრამ მასპინძელი ამერიკელებისთვის, ვაი, რომ ერთი გუნდის შესრულებით.

არგენტინამ არათუ უბრალოდ მოუგო მეტოქეს, არამედ საერთოდ გააქრო საფეხბურთო რუკიდან. აშშ-ს მეტოქის კარში კი არა, კარისკენაც არ დაურტყამს, არც ერთხელ (!). არც დაბლოკილი დარტყმა ყოფილა და არც რაიმე მსგავსი. ხერარდო მარტინოს გუნდმა, ფაქტობრივად, სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. საინტერესოა ისიც, რომ მაგალითად, ანხელ დი მარიასა და სერხიო აგუეროს საერთოდ არ უთამაშიათ.

ანგარიში ესეკიელ ლავეციმ გახსნა, როდესაც ამერიკელთა დაცვა ჩავარდა, არანაირი თამაშგარე არ გამოვიდა, მცველებს ლავეცი გაეპარათ, რომელსაც ოსტატურად ჩაუგდო ლიონელ მესიმ, ესეკიელმაც თავურით გაუტანა ცოტა წინ გამოსულ გუზანს.

32-ე წუთზე თავად მაესტროს ჯერი დადგა და მესიმ ისეთი სილამაზის ჯარიმა შეაგდო, თანაც, ისეთი დისტანციიდან, რომ ამის აღწერა შეუძლებელიცაა და შეურაცხმყოფელიც გოლისადმი. ამ ბურთით ლეო არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 55 გოლით, გაასწრო რა ერთით გაბრიელ ომარ ბატისტუტას. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით აღნიშნა, მესი ამ პლანეტიდან არ არისო და ალბათ, მართალიცაა, ლეოს გოლმა გრავიტაციის კანონები დაარღვია.

მეორე ტაიმში გონსალო იგუაინმაც გაილაღა. "პიპიტამ" ორი შეაგდო და აქედან ერთი მესიმ ლანგარზე მიართვა, როდესაც გატანა თავადაც შეეძლო. არგენტინელებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ, ხან ძელი იყო, ხან თავად აცილებდნენ, ხანაც საბრალო გუზანი იგერიებდა. თუმცა 4:0-იც სავსებით საკმარისია და "ტატას" გუნდი ისე დაფრინავს, მისი შემჩერებელი არავინ ჩანს. მაგრამ ვინ იცის, დაველოდოთ ფინალს. "ალბისელესტეს" მეტოქე გუშინ გამთენიისას ირკვეოდა ჩილესა და კოლუმბიას შორის.

მარტინო ძალიან კმაყოფილი იყო. "ჩემი ბიჭებით ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ" - განაცხადა მან და ასეც უნდა იყოს. კლინსმანს კი რა უნდა ეთქვა - ხელები ამიწევიაო.

"ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე, მადლიერი ჩემი თანაგუნდელების, რომლების გარეშეც ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. ასე რომ, რეკორდი მათაც ეკუთვნით. ჩემთვის "ბატიგოლის" მაჩვენებლის გაუმჯობესება ორმაგად მნიშვნელოვანია", - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მესის 55 გოლის გასატანად 112 მატჩი დასჭირდა ნაკრებში, ხოლო ბატისტუტას 77 შეხვედრაში 54 ბურთი აქვს გატანილი. მესიმ რეკორდი თავის 29-ე დაბადების დღემდე 3 დღით ადრე დაამყარა.

"მე ნაკრების გოლეადორი ისე გავხდი, რომ ეს თითქმის, არც შემიმჩნევია. ეს ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა, მთავარი გუნდის წარმატება გახლდათ, სტატისტიკაზე ნაკლებად ვფიქრობდი ხოლმე. ახლა რეკორდი ლეოსია. სიმართლე ითქვას, ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ჩემი რეკორდი რიგით ან ასაკოვან მოთამაშეს არ გაუუმჯობესია, ეს გააკეთა ფეხბურთელმა, რომელიც სხვა სამყაროდანაა" - განაცხადა ბატისტუტამ.

მესის უკვე სამი ფინალი აქვს ნათამაშები - 2007 და 2015 წლებში კოპა ამერიკაზე და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე. თითქოს, მოვიდა დრო, არგენტინამ ბოლოს და ბოლოს, მოიგოს ფინალი. თანაც კოპა ამერიკა ტრიუმფით 1993 წლის მერე არ დაუსრულებია და შანსი აქვს, თან ნავსი გატეხოს და ჩემპიონობების რაოდენობით ურუგვაისაც გაუთანაბრდეს.

"ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო და ეს შევასრულეთ. ახლა კი, ცხადია, ახალი მიზანი გვაქვს, ფინალის მოგება. ამას ყველა ველოდებით და ყველანი ბოლომდე დავიხარჯებით. ტურნირის დაწყებიდან სწორად და კარგად ვთამაშობთ, ვპროგრესირებთ. ასე რომ, იმედი მაქვს, ფეხი ამჯერად აღარ დაგვიცდება. ჩვენ ჩემპიონობას ვიმსახურებთ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რასაც ბოლო წლებში ვაკეთებდით" - დასძინა მესიმ.

იხილეთ ვიდეო

აშშ-არგენტინა 0:4

გოლები: 0:1 ლავესი (3), 0:2 მესი (32), 0:3 იგუაინი (50), 0:4 იგუაინი (80)

აშშ (4-4-2): გუზანი - იედლინი, კამერონი, ბრუკსი, ჯონსონი - ზარდესი, ბრედლი, ბეკერმანი (60. ბირნბაუმი), ზუსი - ვონდოლოვსკი (46. პულიშიჩი), დემპსი (78. ნაგბე)

არგენტინა (4-3-3): რომერო - მერკადო, ოტამენდი, რამირო ფუნეს მორი, როხო (84. კუესტა) - მასკერანო, ფერნანდესი (59. ბილია), ბანეგა - ლავესი (67. ლამელა), მესი, იგუაინი

გაფრთხილება: ვონდოლოვსკი -

კუთხური: 1-4 ჯარიმა: 13-9 თამაშგარე: 2-9 კარში დარტყმა: 0(0)-11(7) ბურთის ფლობა: 32%-68%

მაყურებელი: 70 858

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ის ერთფეროვანი აღარ არის - ის საუკეთესოა! [VIDEO]
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშზე უარს აცხადებს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]
კოპას სიმბოლური ნაკრები - როცა მესის ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდის
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
ბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]
დრამატული მატჩი მესამე ადგილისთვის! კოლუმბიამ კომპენსირებულ დროში იმარჯვა[VIDEO]