26-29 ივნისს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს
26-29 ივნისს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ოთხი დღის განმავლობაში, აკადემიის დარბაზებში NBA-ს საზაფხულო კემპი ჩატარდება.

კემპი მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პატრონაჟით ტარდება და მასში მონაწილეობას აკადემიის კალათბურთელები მიიღებენ.

საზაფხულო კემპზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოსულები არიან NBA-ს წარმომადგენლები: ტროი ჯასტისი - NBA-ს მწვრთნელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების უფროსი დირექტორი; კალანა გრინი - WNBA-ს მოთამაშე, მინესოტა "ლინქსის" კალათბურთელი; ლოუ ემუნდსონი - NBA-ს მოთამაშე, "ნიუ იორკ ნიქსის" კალათბურთელი.

კემპში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები.

ტურნირთან დაკავშირებით დღეს, 23 ივნისს აკადემიის დამფუძნებელმა ზაზა ფაჩულიამ მთავარ მწვრთნელ იან პროკიჩთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

"აკადემიის გაკეთება ჩემი ოცნება მას შემდეგ იყო, რაც ნბა-ში გადავედი და ვნახე ჩემი კოლეგების მიერ გახსნილი აკადემიები. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფომაც შემიწყო ხელი და მისივე ინიციატივით განხორციელდა ეს ყოველივე, რადგან ჯერ ამაზე საერთოდ ვფიქრობდი - აკადემიის გახსნას კარიერის დასრულების შემდეგ ვაპირებდი, თუმცა დავთანხმდი, ავიღე პასუხისმგებლობა და მას მთელი სერიოზულობით ვუდგები.

დღეს აკადემია ჩემი ცხოვრების ნაწილია და მსურს სამაგალითო იყოს, რაც ჩვენი კალათბურთელების წინსვლას გულისხმობს.

აკადემიამ ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება და ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. დღეს 350-ზე მეტი ბავშვი გვყავს და უმაღლეს დონეზე ვარჯიშობენ. დიდი ნდობა მაქვს იმ სამწვრთნელო შტაბის მიმართ, რომელიც ამ ბავშვებს ავარჯიშებს. აქ არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები.

გადავწყვიტეთ, კემპით საჩუქარი გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის. კემპი უფასო იქნება. შეიძლება, გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რისი გაკეთება შეიძლება 4 დღეში... დამიჯერეთ, ამ კემპს ძალიან ბევრი რამის მიცემა შეუძლია მოთამაშეებისთვის და პირველ რიგში, მოტივაციის. თავადაც ვიყავი ბავშვი და ვიცი, რომ ზოგჯერ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია კარიერის განსაზღვრა. აქ ასევე იქნებიან საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიც, მაგალითად, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, რაც ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება.

სამწუხაროდ, მალე მომიწევს კარიერის დასრულება. კალათბურთის თამაში დროებითია, სწავლა კი ისეთი რამაა, რის გარეშეც ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა წახვიდე, წარმატებას ვერ მიაღწევ.

ჩვენს ბავშვებს ვასწავლით მიზნის დასახვას. მიზნების მიღწევას სჭირდება დიდი შრომა, დრო, მაგრამ ვიმეორებ, რომ იმ გამოცდილებიდან, რაც ვნახე, არ არსებობს კალათბურთელი, რომელიც მხოლოდ ფიზიკური შედეგებითაა ძლიერი - თუ განათლება, ინტელექტი არ გაგაჩნია, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ინტელექტუალური სპორტსმენი უფრო ფასობს, ვიდრე ფიზიკურად ძლიერი. ამიტომ ბავშვებისგან სწავლას ვითხოვთ.

სექტემბრიდან უკვე ფსიქოლოგებიც გვეყოლება. როცა ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, უფრო ადვილი ხდება იმ მწვერვალის დაპყრობა, რასაც წარმატება მოაქვს", - განაცხადა ფაჩულიამ.

ტროი ჯასტისის განცხადებით, საქართველოში ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ამიტომ უახლოეს პერიოდში სელექციას სხვადასხვა ქალაქში აპირებს. მისივე თქმით, აკადემია ბავშვებისთვის ძალიან დიდი შანსია წარმატების მისაღწევად. შეიძლება ყველა წარმატებული სპორტსმენი ვერ გახდეს, მაგრამ კარგი ადამიანები ნამდვილად იქნებიან.

პრესკონფერენციის ბოლოს, გაზეთ "ლელოს" წარმომადგენლებმა ზაზა ფაჩულიას 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო პირადად გადასცეს.

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულიას აკადემია - პირობები, გადასახადი და მწვრთნელები [VIDEO+PHOTO]

"ვიმედოვნებ, ერთ დღესაც ჩემს აკადემიაში აღზრდილებს NBA-ს დრაფტზე ვიხილავ"

მაია
ზაზა ფაჩულიას საკალათბურტო დარბაზები სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა, იმ იმედით, რომ უფასოდ, ან მინიმალურ ფასად მოამზადებდნენ ბავშვებს. იქ კი ყოველთვიური გადასახადი 150 ლარია. უხერხულია, ამ ქვეყანაში, ნაჩუქარ დარბაზში არსაზრდელზე ყოველთვიურად ერთი თვის პენსიის გადახდევინება.
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში - ქართველი გოგონა აშშ-ში ითამაშებს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ