საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სპორტის ახალი სასახლის სააქტო დარბაზში ფედერაციის მმართველ ორგანოსთან შესახვედრად ვეტერანი კალათბურთელები და მწვრთნელები მივიდნენ.

ფედერაციის გამგეობის წევრებმა მიმდინარე პროექტებზე, ღონისძიებებსა და მათ შედეგებზე ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა და გამგეობის წევრებმა დამსწრეთაგან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს. ვეტერანმა კალათბურთელებმა და ქართული კლუბების წარმომადგენლებმა ქართულ კალათბურთში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

გამგეობის წევრებმა დამსწრეებს ის კონკრეტული საკითხები გააცნეს, რაც კალათბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელდა:

- სუპერლიგაში დაინერგა ახალი ფორმატი.

- დაფუძნდა "ა" ლიგა.

- ჩამოყალიბდა ეროვნული ნაკრების სარეზერვო ნაკრები ("ბ" ნაკრები).

- შემუშავდა და დაინერგა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

- ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობას ვიღებთ 2 ასაკობრივ ჯგუფში.

- NBA Junior - აშშ-ის მთავრობისა და სალჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა რეგიონი (500-მდე ბავშვი).

- პირველად საქართველოს ქალ კალათბურთელთა 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში.

- თბილისი უმასპინძლებს ქალთა შორის ახალგაზრდული, 18-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს (C დივიზიონი).

- დაინერგა და მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა - FIBA-ს მხარდაჭერით.

- მოწვეულნი არიან უცხოელი სპეციალისტები და მწვრთნელები სკეფ-ში სამუშაოდ, ბავშვთა კალათბურთისა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

- FIBA-ს სტრუქტურებში, კომისიებში გაწევრიანებულია ფედერაციის 3 თანამშრომელი.

- 3x3-ზე კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მოიცავს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს, ჩვენი გუნდები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მოხვდა საუკეთესო რვა ნაკრებს შორის...

გამგეობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დამსწრეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ამ კონტრაქტის თითოეული დეტალი ქართული საკალათბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. დარბაზში შეკრებილმა ქართულმა საკალათბურთო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო.

რაც შეეხება ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებულ კონტრაქტს, ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი და მის გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი.

gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
"ბასკონიას" სპეციალისტები თბილისში პერსპექტიული კალათბურთელების აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ
მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ
მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები თბილისში დასრულდა