რუსეთის ფედერაციას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ფედერაციას ორი ქვოტა წაართვა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დოპინგ-სკანდალების გამო.

გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელ საბჭოზე. თითო-თითო კვოტა ჩამოერთვათ მამაკაცებისა და ქალების ნაკრებებს. ანალოგიური სასჯელი მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვას, ყაზახეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუმინეთის ნაკრებებმა. ასევე ჩამოართვეს ქვოტები ბელარუსს.

გარდა ამისა, არ არის გამორიცული, რუსეთის ძალოსნობის ფედერაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს და შესაბამისად, რუსი ძალოსნები არ დაუშვან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

"ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა, რომ იმ ეროვნულ ფედერაციებს, რომლებსაც ანტისადოპინგო წესების მინიმუმ სამი დარღვევა დაუდგინდათ 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დოპინგ-ტესტების ხელმეორედ გადამოწმებისას, ერთწლიანი დისკვლიფიკაცია ეკუთვნით. ასეთი ქვეყნები შეიძლება გახდნენ ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი", - წერია განცხადებაში.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რეგლამენტის მიხედვით მოქმედებს.

"თუ ერთი წლის განმავლობაში სპორტსმენთა გარკვეული რაოდენობა ჩავარდა დოპინგზე, ამ შემთხვევაში ჯერ გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, შემდეგ ლიცენზიის ჩამორთმევა, რასაც მოჰყვება ფედერაციის დისკვალიფიკაცია, როგორც ეს მძლეოსნობის შემთხვევაში იყო", - განაცხადა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა