ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი შაშიაშვილი: ესპანეთთან მოგების გამო ეიფორიაში ჩავარდნა არაფერს გვარგებს...

გიორგი შაშიაშვილი: ესპანეთთან მოგების გამო ეიფორიაში ჩავარდნა არაფერს გვარგებს...

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ევრო 2016-ის ტენდენციებსა და ჩვენს მეტოქეებზე საუბრობს
ევროპის ჩემპიონატი თავისი გზით მიდის და გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება. წარმატებით თამაშობენ საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში - უელსმა და ირლანდიამ ჯგუფური ბარიერი დაძლიეს, ავსტრია კი, ყველასთვის მოულოდნელად, პლეი ოფს მიღმა დარჩა.

ცხადია, ევროფორუმზე არაერთი ტენდენცია გამოიკვეთა და საპოლემიკოც ბლომად დაგროვდა.

ევროპის ჩემპიონატზე შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილ მცველს, გიორგი შაშიაშვილს, ვინც ახლა სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს...

...მაგრამ ავსტრია მაინც ძალიან ძლიერია

- თავდაპირველად, ზოგად ჭრილში შეაფასეთ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი...

- ძალიან დაძაბული ჩემპიონატია. ჩვენ ვნახეთ, რომ მატჩების უმეტესობა მინიმალური ანგარიშებით მთავრდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე ფეხბურთში დონე ძალიან გათანაბრებულია. არის რამდენიმე ნაკრები, რომელიც სხვას სათამაშო კლასით აღემატება, მაგრამ ძირითადად დონე თანაბარია...

კიდევ ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი მკითხველის ყურადღება - თუ საკითხს საქართველოს ნაკრების ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გასულ შესარჩევ ციკლში ჩვენი გუნდის მეტოქეთაგან ჯგუფური ბარიერი გერმანიამ, ირლანდიამ და პოლონეთმა დაძლიეს. რაც შეეხება მუნდიალის საკვალიფიკაციოში ჩვენს მოწინააღმდეგეებს, პლეი ოფში თამაშის უფლება ირლანდიამ და უელსმა მოიპოვეს. მოკლედ, საქმე ძალიან სერიოზულ მეტოქეებთან გვაქვს.

- რას იტყოდით ევროპის ჩემპიონატის ასეთ ფორმატზე?

- ამ საკითხს მხოლოდ ერთი მხრიდან ვერ შევხედავ. გუნდების რაოდენობის გაზრდამ შედეგად მოიტანა ის, რომ თამაშებმა იმატა, თუმცა ხარისხმა შედარებით იკლო. არადა, გულშემატკივარს სწორედ ხარისხი უნდა, რათა ხშირად ნახოს, ვთქვათ, ესპანეთი-იტალია...

მეორე მხრივ, რომ არა ახალი ფორმატი, გაჭირდებოდა თუნდაც ისეთი გუნდების ნახვა ევროპის ჩემპიონატზე, როგორებიც არიან ისლანდია და უნგრეთი. ახალი ფორმატი ასეთი გუნდებისთვის მისწრებაა, შანსია... მაგალითად, უნგრეთმა, ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატის ლამის ყველაზე ლამაზი მატჩი ჩაატარა პორტუგალიასთან.

აქედან გამომდინარე, ამგვარი ფორმატი საქართველოს ნაკრებისთვისაც დიდი შანსია. ჩვენ თუ ეს შანსი გამოვიყენეთ და გავედით ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, იქ თავს ნაღდად არ შევირცხვენთ. ამის მჯერა.

- რას იტყოდით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეების თამაშზე?

- სამი გუნდიდან ორმა დაძლია ჯგუფური ეტაპი. ჩვენ ვხედავთ, როგორ თამაშობს უელსი. მას ჰყავს უპირველესი ვარსკვლავი - გარეთ ბეილი. მგონი, რამდენიც დაარტყა, იმდენი გაიტანა...

ირლანდიის ნაკრები თავისი უტეხი სულით ყოველთვის უხერხული მეტოქეა. ბოლო მატჩში, იტალიასთან, სწორედ ხასიათის ხარჯზე გამოგლიჯეს მოგება ჯგუფის ლიდერს. დავამატოთ ამას ისიც, რომ ირლანდია ჩვენთვისაც უხერხული მეტოქეა. რამდენჯერ ვეთამაშეთ და არათუ მოგება, ფრეც ვერ მოვახერხეთ...

ავსტრიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. როგორც ჩანს, ამ გუნდს კვალი დაამჩნია გამოუცდელობამ, მაგრამ ავსტრია მაინც ძალიან ძლიერ გუნდად რჩება. მას აქვს რესურსი და არ გამოვრიცხავ, ბევრი რამ შეიცვალოს ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე...

ასე რომ, ვართ ძალიან სოლიდურ ჯგუფში და ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვების გამო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან გავიხარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვლადიმირ ვაისს წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო ელის.

- რა არის თქვენთვის მიმდინარე ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა?

- არ ველოდი უნგრეთის ნაკრების ასეთ თამაშს. ჩემთვის და ბევრისთვის სიურპრიზია ისლანდია. ზოგადად, ვიცოდი, რომ ჰყავდათ კარგი ლეგიონერები, მაგრამ როგორი შეკრულები არიან, როგორ იბრძვიან...

უელსი ფავორიტი? მთლად ასეც არ არის...

- მერვედფინალებიც კარს მოგვადგა. პროგნოზები ფეხბურთში უმადური საქმეაო, ამბობენ, მაგრამ იქნებ მაინც გვეცადა...

- მეც არ მიყვარს პროგნოზები, მაგრამ... კი ბატონო, ვცადოთ. შვეიცარია-პოლონეთი ძალიან თანაბარი წყვილია. შანსებს თანაბრად გადავანაწილებდი. გულის სიღრმეში ოდნავ უპირატესობას პოლონეთს ვანიჭებ, თუნდაც - რობერტ ლევანდოვსკის ფაქტორის გამო...

უელსი-ჩრდილოეთი ირლანდია. აქამდე შესანიშნავი თამაშის გამო, წყვილის უდავო ფავორიტად ბევრი უელსს მიიჩნევს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს მთლად ასე არ არის. ორივე ბრიტანული გუნდია და ორივე - ერთი სტილის მიმდევარი. სუფთა პრემიერლიგური თამაში იქნება.

ხორვატია-პორტუგალია. ყველას ძალიან მოგვწონს ხორვატიის ნაკრები. პორტუგალია წვალებით კი გავიდა ჯგუფიდან, მაგრამ ეს არის ამოუცნობი გუნდი. ვთქვათ, კრიშტიანო რონალდომ აიწყვიტა. რა მოხდება მაშინ?

საფრანგეთი-ირლანდია. აქ ფავორიტი გამოკვეთილია. მე მაინც მგონია, რომ თუ ირლანდიის ნაკრები შეძლებს და პირველ ტაიმს უგოლო ფრით დაუმთავრებს მასპინძელს, მაშინ საფრანგეთი ინერვიულებს... ცხადია, ფრანგებს მეტი რესურსი აქვთ. ირლანდია მთელი თამაშის განმავლობაში საკუთარ შანსს დაელოდება. რა თქმა უნდა, ონილის გუნდი თამაშს კონტრშეტევებზე ააგებს.

გერმანია-სლოვაკეთი. სლოვაკეთის ნაკრების თამაში ძალიან მომწონს. მათ შეუძლიათ, ანერვიულონ გერმანია, "წაკბინონ", მაგრამ მაინც მგონია, რომ გერმანელთა მაღალი სათამაშო კლასი თავისას გაიტანს.

უნგრეთი-ბელგია. ბელგიას მე ვერ მივიჩნევ წყვილის უდავო ფავორიტად, თუმცა გამარჯვების მეტი შანსი კი აქვს. ამ გუნდში უამრავი ვარსკვლავია, მაგრამ თითქოს რაღაც აკლიათ, თითქოს, ყველა ინდივიდუალურად ცდილობს თამაშს... უნგრეთი აწყობილი გუნდია ძალიან კარგი მწვრთნელით და ჰყავს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლიდერი - ბალაშ ჯუჯაკი.

იტალია-ესპანეთი. ძალიან დამაინტრიგებელი წყვილია. ჩვენ ამ შეხვედრაში ვნახავთ ორი, ძალიან თვითმყოფადი გუნდის, საფეხბურთო სტრატეგიის ჭიდილს. მე მგონია, რომ ვინც ამათ შორის მოიგებს, ის გავა კიდეც ფინალში. რა თქმა უნდა, ეს გუნდები ძალიან ადრეულ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ დელ ბოსკემ თქვა იტალიასთან დაწყვილების შემდეგ - ვიცით, რასაც ვაკეთებთ, სწორი გზით მივდივართო. მოკლედ, ვნახოთ...

ინგლისი-ისლანდია. ისლანდიას ბევრი გულშემატკივრობს. პატარა ქვეყანაა, ყველაფერს დებენ თამაშში. მე მაინც მგონია, რომ ინგლისი მოიგებს. რა თქმა უნდა, ამ გუნდში არის პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად, ფავორიტად მაინც ინგლისი მიმაჩნია. ისლანდიებს მათივე იარაღით დაუპირისპირდებიან. ინგლისის არსენალი კი ამ კუთხით გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე მათი მოწინააღმდეგისა.

...ორთაბრძოლას საერთოდ არ აგებს და პასის კულტურაც მაღალი აქვს

- რომელ ნაკრებებსა და ფეხბურთელებს გამოარჩევდით?

- საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი - ნაკრებებიდან ამათ დავასახელებ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, გამოვარჩევ სამს - ანდრეს ინიესტას, ნგოლო კანტესა და დიმიტრი პაიეს. თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მე ავირჩევ ინიესტას. ის სასწაულებს აკეთებს...

შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, კანტეს რატომ ასახელებსო. ჩემი აზრით, უმაღლესი დონის საყრდენია. ორთაბრძოლას საერთოდ არ აგებს და, ამავე დროს, პასის კულტურაც მაღალი აქვს.

- რა ტაქტიკურ სიახლეებს ხედავთ ევროპის ჩემპიონატზე?

- მაგალითად, ორივე ფლანგის მცველი ძალიან ხშირად უფრო ნახევარმცველია. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაცვიდან შეტევაში გადასვლას ან პირიქით. იგებს ის გუნდი, რომელიც ამის გაკეთებას სწრაფად ახერხებს...

კიდევ ერთი თვალსაჩინო მომენტი ის არის, რომ ძალიან დიდი ზღვარი აღარ არის საფეხბურთო სკოლებს შორის. ყველაზე გამოკვეთილად "თავის" ფეხბურთს მაინც ესპანეთი თამაშობს...

შეტევაში სწრაფად გადასვლის აუცილებლობა ვახსენე. გაიხსენეთ ესპანეთისა და ხორვატიის მატჩი. ხორვატიის ნაკრებმა შეტევაში უსწრაფესი გადასვლის შედეგად გაიტანა გოლი...

ასევე ძალიან გაზრდილია საყრდენი ნახევარმცველების როლი. ეს ეხება როგორც დაცვით, ისე შეტევით ფუნქციებს.

- ცალკე უნდა გკითხოთ მცველების როლზე. დღეს მათი ფუნქცია მხოლოდ დაცვაში ყოფნით აღარ შემოიფარგლება. თავის დროზე, თქვენც ძალიან გიყვარდათ შეტევაში ჩართვა და აკი ჯანლუიჯი ბუფონსაც გაუტანეთ გოლი...

- დღეს მცველი მართლა აღარ არის მხოლოდ მცველი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ფლანგის მცველების გაზრდილ როლზე, მათ ახალ ფუნქციებზე. ასევე იცვლება ცენტრალური მცველის თამაშის სტილი...

საერთოდ, მცველის შეტევაში ჩართვა ყოველთვის ძალიან ფასობდა და ახლაც ასეა. როცა მცველი მიდის შეტევაში, ეს მოწინააღმდეგისთვის სიურპრიზია. გარდა ამისა, თუნდაც ცენტრალური მცველისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პასის კულტურას.

დღეს გრანდები ისეთ მცველებზე აკეთებენ აქცენტს, რომელთაც დახვეწილი პასი აქვთ. სწორედ ამ პასის ხარისხზე ძალიან ხშირად შეტევის, მისი დაწყების ხარისხიცაა დამოკიდებული.

- დაბოლოს, თქვენი აზრით, რომელი ნაკრებები არიან მიმდინარე ევროფორუმის ფავორიტები?

- ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ გადასახედიდან ასე მგონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• შოთა გუგეშაშვილი

ხორვატია

• roma

ბანალურია ყველა ამ სამეულს დაასახელებდა ფავორიტებად მე კი ვიტყვი რომ ამ სამიდან ვერცერთი ვერ გავა ფინალში

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება