საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალთან" კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალთან" კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ აგენტმა ხორენ კალაშიანმა championat.com-ს განუცხადა.

"გიორგი ჭანტურიამ "ურალთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელი ძალიან კმაყოფილია ახალი გუნდით. მისი ყოფილი გუნდი გერმანული "დუისბურგი" იყო, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა. ჭანტურიას ყოველთვის სურდა უფრო მაღალ დონეზე თამაში", - კალაშიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ურალში" გადასვლამდე ჭანტურიას უთამაშია "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში, არნემის "ვიტესში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", "ვერონაში", რუმინულ "კლუჟში" და "დუისბურგში".

Zaza
და ეს ეხლა სპორტსმენია?23წლის ბიჭი ,რომ ფულს დააყენებ მთავარ ღირებულებად(((...
jojo
და ეს არის წარმატება
VISHI
ბარსადან ურალამდე ....
fifo
ჩANთUრ წარმატებები
დათა
ამ ბიჭისგან არა მგონია რამე ფეღბურთელი გამოვიდეს, მწვდი და ფულიც მაგრად ყვარებია,სამწუხაროდდ,
odala
ასეთ ლიგაში ამ ბიჭს არ უთამაშია, გარდა იმ რამდენიმე თამაშისა ალანიას შემადგენლობაში. ამხელა ბაზარია რუსეთი და სულ 16 გუნდი ჰყავს. ურალი გავიდა მერვეზე. ძლიერდება ეტყობა გუნდა ევროტურნირებზე უნდა გამოსვლა. აცალეთ კაცს. წაითამაშებს ნორმალურ ლიგასი და იქნებ მერე გადავიდეს უკეთეს ლიგაში. ბევრი იცით რუსულ ლიგაზე უკეთესი? თან მაყუთსაც იხდიან.
koki
ასეთ ტანზე რომ იქნები კარგით რა ვინ ათამაშებს უკეთეს გუნდში ...
giga
რატომღაც მგონია, რომ გიორგიიქ ვერ გაძლებს. ეკატერინბურგს (ქალაქს) ვიცნობ, იქაურების ხასიათსაც. პონტები იქ არ მოსულა. გიორგი ან დაკაცდება მანდ, ან დაიკარგება საერთოდ ფეხბურთში. რისკიანი ნაბიჯია. თუ შეგნებულად გადადგა - დაამტკიცოს. თუ კი ფულის გამო გააკეთა - ვერ გაუგია სად მოხვდა
solo
რა ტვინი წაიღეთ ამ ჭანტურიათი, სხვა არავინ არ გვყავს? ღმერთმა გაუმარჯოს მაგრამ რა გაუკეთებია ასეთი ყოველ დღე ამაზე წერდეთ
romandro
დაუჯერებელია ასეთი უკან გადადგმული ნაბიჯი,ასეთ პრესპექტიული და ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელსაც ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვს,ალბათ ასეთი გუნდში არუნდა მიდიოდეს.რუსეთში და თან სად?ურალში? რავი აბა,ღმერთმა ხელი მოუმართოს, ალბათ სხვაგვარი კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა...
zura
მართალია უნდა ვაცადოთ და მას როგორც უნდა ისე აიწყოს მისი საფეხბურთო ისტორია, მაგრამ უნდა დაფიქრდეს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების მწვრთვნელი, ჭირდებათ კი ასეთი უთავმოყვარო ფეხბურთელი ნაკრებში?? ადამიანი შუა ევროპაში თამაშობდა და იქ დარჩენის შანსიც ქონდა და გადავიდა სადღაც დასაკარგავ ურალში, განა ეს სპორტსმენის უთავმოყვარეობაზე არ უსვამს ხაზს? ხოდა უთავმოყვარე ფეხბურთელი და სპორტსმენი არ უნდა იცავდეს საქართველოს ღირსებას, ის უნდა იყოს მისთვის და ითვალოს მოპოვებული დივიდენდები/
zviadi
დაგლახავება აწი ნახეთ, იქნება ჯანაშიას მსგავსი ან უარესი, არადა ბარსელონაში თამაშობდა
giorgi1988
თქვენ გგონიათ გერმანელი დამწყები ფეხბურთელები ქართველებზე ნიჭიერები არიაან?! ასე არაა, პირიქით, ჩვენები უფრო ნიჭიერები არიან. მარა სხვაობა ისაა რო გერმანელი პროფესიონალი და შრომის მოყვარეა, ხოლო ქართველი გულავისტი.
jondi
გერმანიიდან რუსულ კლუბში რო ბედნიერია მანდ დამთავრდა ყველაფერი
giorgi
ასეთი რეგრესულად მოაზროვნე ფეხბურთელი მეორე არ ვიცი
sake
ამას,რომ ვუყურებ (და ამისთანა ქართველ "ვარსკვლავებს")მიჩნდება განცდა,რომ ჯობია ქართველი ფეხბურთელი იყოს შრომის მოყვარე და ნაკლებად ნიჭიერი,ვიდრე ნიჭიერი და ამასთან მარიაჟი მხოლოდ.
boria
აცალეთ ხალხო ადამიანს თავისი ცხოვრებით რაც უნდა აკეთოს თავის ნიჭს როგორც უნდა ისე გამოიყენებს თქვენ კომპიუტერს და კლავიატურას ვერ მოსცილებულხართ სხვისი დაცინვა და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა გგონიათ მარტო საქმის კეთება რუსეთიდან დაიწყო კარიერა კობიაშვილმა თქვენ ახლოს რომ იყოთ ალბათ ტუალეტში შესვლაზეც გრაფიკს დაუწესებდით. მ ი დ ი გ ი ო დაამტკიცე რომ იმ უსაქმურებს ვინც კლავიატურას ვერ მოსცილდა და შენს ცხოვრებაში უაზროდ ყოფს ცხვირს ბევრჯერ ენაზე აკბენინებ შენი ლამაზი თამაშით
vato
მგონი გიორგიმ ამ კომენტარებს რომ გადახედოს უფასოდ ბევრად უკეთეს რჩევებს მიიგებს. მეორე მხრივ იქნებ არ ჰქონდა ევროპაში დარჩენის ვარიანტი რა იცით. მესამე ბუნდესლიგაში თამასშის უფლება არ ქონდა ეგ ვიცი.
irakli
ეკატერინბურგის ურალში თამაშით კმაყოფილი, თან ძლიან, როგორ უნდა იყოს ?!
დათო
ნახტომი 1 საბურთალო - ბარსელონა. ნახტომი 2 ბარსელონა - ვიტესი -ალანია - ვიტესი - კლუჟი - დუისბურგი - ურალი. ასე არ იქცევიანი ტალანტები და ამბიციური ფეხბურთელები. ჭანტურიას აგენტი ქართული ფეხბურთის მტერია. რომელი ფეხბურთელიც მასთან დაიჭერს საქმეს ჭანტურიასავით გაცვლის მაღალ ხელფასს განვითარებაზე
თოკა
ეს ტიპი მაგარი ფორვარდია, ოღონდ ხინკლის ჭამაში სამწუხაროდ,
tornike
ნორმალური დონის ფეხბურთელი ქვედა დონეებიდან ზევით მიიწევს, მან კი პირიქით შეძლო.დასანანია...
Kote
ეს კალაშიანი სად იპოვა, ამასაც ხომ ნიჭი უნდა ))
ნნნ
რა დაკუნთულია ეს დასაღუპავი :)
status quo
ხომ ვამბობდი,ეს ბიჭი მაგარი ზარმაცია მეთქი,კიდევაც წავიდა ისეთ გუნდში,სადაც ბევრს არ ითხოვენ...
vaxvax
ძალიან მაღალი დონის გუნდში გადავიდა, ისეთი სიმაღლეებია,გადმოხედვა შეგეშინდება,ამან კი იქ თამაშიც კი უნდა გაბედოს. აი ასეთი რამეები მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია.
haha
იქც დუბლებში იქნება.
ავთანდილ
სადაც მისი ადგილია იქ წავიდა, სულ მალე თეთრ დათვებთანაც ამოყოფს თავს.
mamulo
...ამისგან ფეხბურთელი არ დადგება. მონახა თავისი შესაფერისი გუნდი.არა და რა იმედი მქონდა.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს