"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა "ვალენსიასთან" გასვლით მატჩში მიღწეულ ფრეს სრულიად დამსახურებული შედეგი უწოდა
"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა "ვალენსიასთან" გასვლით მატჩში მიღწეულ ფრეს სრულიად დამსახურებული შედეგი უწოდა. გერმანული კლუბის თავკაცის თქმით, მისმა შეგირდებმა მასპინძელთა შეტევებს გაუძლეს და ახლა იგივეს გამეორება გელზენკირხენშიც აუცილებელია.

"დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ფრე დავიმსახურეთ. ამასთან, სახიფათო მომენტებს გაუფრთხილებლად ვეპყრობოდით, კიდევ ორიოდ გოლის გატანა შეგვეძლო. ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში მეტოქის შეტევაში აქტიურობა გარდაუვალია, მაგრამ ამჯერად "ვალენსიას" არცთუ ბევრი შანსი ჰქონდა. მასპინძლების გოლი ჩვენს უხეშ შეცდომას მოჰყვა. ჩვენმა მოთამაშემ ბურთი იოლ სიტუაციაში დაკარგა, რის შემდეგაც ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

რაულის გოლი უბრალოდ ბედნიერი შემთხვევა არ ყოფილა. ეს ფეხბურთელი დაბადებით ბომბარდირია, რასაც მისი თამაში ამტკიცებს. მან იცოდა საითკენ უნდა გადაადგილებულიყო, რათა გოლი გაეტანა. განსაკუთრებით პატივისცემას იმსახურებს ის ფაქტი, რომ რაული პარტნიორებსაც ეხმარება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ვეცდებით ის არცთუ დიდი უპირატესობა გამოვიყენოთ, რომელიც დღეს მოვიპოვეთ", - განაცხადა მაგათმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა