მიზეზი ბრიტანელის ტრავმაა თუ დოპინგის გამოყენება?
სუპერმძიმე წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ კიდევ ერთხელ გამოლანძღა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო, რის შემდეგაც, მასთან მომავალი ბრძოლის გადადების შესახებ გამოაცხადა.

"ამასწინ, ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰიტლერს ვგავარ. როგორც ჩანს, ვლადიმირი აბსოლუტურად გაუნათლებელი ადამიანია. მან არ იცის, რომ ჰიტლერმა ასობით ათასი ბოშა დახოცა. ჩემთვის მისი სახელით მომართვა ძალიან მძიმე შეურაცხყოფაა, რადგან ჩემი ბევრი წინაპარი ჰიტლერის რეჟიმს ემსხვერპლა. ასე რომ, ეს დიდი შეურაცხყოფაა, მეგობარო. მოდი, შეგახსენებ, რომ შენი ერის წარმომადგენლები, უკრაინელები სიკვდილის ბანაკებში მსახურობდნენ და ჩემი ხალხი დასახვრეტად მიჰყავდათ. შენ უტვინო უკრაინელი ფალოსი ხარ", - უპასუხა კლიჩკოს ამასწინდელ განცხადებას ფიურიმ.

მოგვიანებით, ფიურიმ კიდევ ერთი მიმართვა გამოსცა, რომელშიც განაცხადა, რომ ბრძოლა კლიჩკოსთან ბრიტანელის ტრავმის გამო გადაიდო. ფიურიმ ეს დაზიანება ვარჯიშზე მიიღო.

"მითხრეს, რომ მოტეხილობა არ არის, მაგრამ ძალიან გადავიბრუნე ფეხი და ახლა, ის ექვსი-შვიდი კვირა თითქმის უმოძრაოდ უნდა მქონდეს", - თქვა ფიურიმ.

ბრიტანელსა და უკრაინელს შორის ბრძოლა 9 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ეს შეხვედრა, თუმცა ის შეიძლება საერთოდ არ შედგეს. საქმე ისაა, რომ დადებითი შედეგი აჩვენა ფიურის დოპინგ-სინჯმა, რომელიც 2015 წლის მარტში აიღეს, - ამტკიცებს გაზეთი The Mirror.

თუ აკრძალული პრეპარატების გამოყენების ფაქტი დამტკიცდა, მაშინ ბრიტანელს ყველა ტიტულს ჩამოართმევენ და დისკვალიფიკაციას მისცემენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დიდი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებს
ვლადიმირ კლიჩკო: 3 წლის წინ ჯოშუას მოვაგებინე, დავინდე ბავშვი
რონალდო პირველზეა - რომელმა ხუთმა სპორტსმენმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს
"ნამდვილი იდიოტია" - კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა [VIDEO]
"დიდი მახინჯი ტომარა ხარ" - უძლეველმა ჩემპიონმა UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია
Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა
მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]
"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა
უსიკისა და ფიურის ბრძოლის ახალი თარიღი ცნობილია
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
რევანში არ შედგა - უსიკმა ფიური კვლავ დაამარცხა [VIDEO]
უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]