გაგაცნობთ დრაფტზე აყვანილ კალათბურთელებს
2016 წლის დრაფტს თავიდანვე ჰყავდა ფავორიტები და სიურპრიზები არ მომხდარა - პირველი ორი არჩევანი ისეთი იყო, როგორც ვარაუდობდნენ. თუმცა შემდეგ, მოულოდნელობებს ჰქონდა ადგილი, თუნდაც პირველ ექვსეულში...

1. ბენ სიმონსი, ავსტრალია (19 წლის)

ფილადელფია

სულ რაღაც ერთი წლის წინ, ამ ბიჭის შესახებ პრაქტიკულად არავინ არაფერი იცოდა. მაგრამ LSU-ის კოლეჯში რამდენიმე თვე თამაში საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეჯიქ ჯონსონს ის ლებრონ ჯეიმსისთვის შეედარებინა. სეზონის ბოლოს გასაგები გახდა, რომ სიმონსმა დაიბევა დრაფტის პირველი ნომერი, ხოლო "ფილადელფიამ" თავისი არჩევანის შესახებ ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადა.

2. ბრენდონ ინგრემი, აშშ (18 წლის)

ლეიკერსი

კალიფორნიულმა კლუბმა თავისი არჩევანი მაღალ, ტატუებით დაფარულ ფორვარდზე გააკეთა. კოლეჯში თავის პირველ სეზონში, ის საშუალოდ მატჩში 17.3 ქულას აგროვებდა, რითაც დიუკის უნივერსიტეტის ისტორიაში მესამე ყველაზე შედეგიანი დებიუტანტი გახდა. ამასთან, ინგრემმა დაცვაში კარგი თამაში, გუნდური მოქმედება და კარგი დრიბლინგი აჩვენა. ინგრემის სახით, "ლეიკერსმა" მიიღო უნივერსალური შემტევი მოთამაშე. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუკ უოლტონმა უკვე განაცხადა, რომ სწორედ ამ კალათბურთელის ხილვა სურდა საკუთარ გუნდში.

3. ჯეილენ ბრაუნი, აშშ (19 წლის)

ბოსტონი

"ბოსტონი" აქტიურად ცდილობდა დრაფტზე მესამე არჩევანის გაცვლას, მაგრამ საინტერესო შეთავაზებები ვერ მიიღო და საბოლოოდ, აიყვანა ფორვარდი კალიფორნიიდან, რომელიც საუკეთესო ახალბედა გახდა თავის კონფერენციაში.

ბრაუნი ნიჭიერია, ათლეტიზმი გამოარჩევს, მაგრამ თითქმის არ იცის სროლა და არც ისე კარგია დრიბლინგში. ამიტომაც, მას დრაფტის TOP5-ში არ ელოდნენ.

4. დრაგან ბენდერი, ხორვატია (18 წლის)

ფინიქსი

ბენდერმა ბევრზე შთაბეჭდილება 2014 წლის იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე მოახდინა, მაგრამ შარშან, არც ისე ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა "მაკაბიში". შესაძლოა, "სანზმა" ხორვატში ახალი კრისტაპს პორზინგისი დაინახა.

5. კრის დანი, აშშ (22 წლის)

მინესოტა

საერთო მოსაზრებით, დანი - საუკეთესო გამთამაშებელი იყო ამ დრაფტზე და უფრო მაღალი ადგილი ეკუთვნოდა. მართალია, "მინესოტას" ჰყავს რიკი რუბიო, მაგრამ ესპანელი ხშირად ტრავმიანობს, თან ამბობენ, რომ მისი გაცვლა იგეგმება. ასე რომ, დანს სათამაშო დროის ნაკლებობა არ ემუქრება. სხვათა შორის, დანის პოტენციალზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: "ჩიკაგოს" ძალიან უნდოდა "მინესოტადან" ამ ახალბედასა და ლავინის მიღება და მათ სანაცვლოდ ჯიმი ბატლერს თმობდა.

6. ბადი ჰილდი, აშშ (22 წლის)

ნიუ ორლეანი

"პელიკანსმა" ოკლაჰომას უნივერსიტეტის ყოფილი ვარსკვლავი აიყვანა, რომელმაც შარშან, ჯონ ვუდენის სახელობის პრიზი (სტუდენტებს შორის საუკეთესო მოთამაშე) მიიღო. მეტოქის ფართან ჰილდს თითქმის ყველაფერი შეუძლია. მას სტუდენტურ დონეზე დაგროვებული აქვს 40 ქულა, რაც აუცილებლად იწვევს შედარებას ლეგენდარულ კობი ბრაიანტთან. სხვათა შორის, მათ ხშირი ურთიერთობა აქვთ, რადგან საერთო აგენტი ჰყავთ და ბრაიანტი, ერთგვარი მასწავლებლის როლში გამოდის ჰილდისთვის.

დრაფტის პირველი რაუნდის საბოლოო შედეგი ასეთია:

1. ბენ სიმონსი (ფილადელფია)

2. ბრენდონ ინგრემი (ლეიკერსი)

3. ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი)

4. დრაგან ბენდერი (ფინიქსი)

5. კრის დანი (მინესოტა)

6. ბადი ჰილდი (ნ. ორლეანი)

7. ჯამალ მარეი (დენვერი)

8. მარკის კრისი (საკრამენტო)

9. იაკობ პელტლი (ტორონტო)

10. ტონ მეიკერი (მილუოკი)

11. დომანტას საბონისი (ოკლაჰომა)

12. ტორიან პრინსი (ატლანტა)

13. გეორგიოს პაპაიანისი (საკრამენრო)

14. დენზელ ვალენტაინი (ჩიკაგო)

15. ხუან ერნანგომესი (დენვერი)

16. გეურშონ იაბუსელე (ბოსტონი)

17. უეიდ ბოლდვინი (მემფისი)

18. ჰენრი ელენსონი (დეტროიტი)

19. მალიკ ბიზლი (დენვერი)

20. კერის ლევერტი (ბრუკლინი)

21. დეანდრე ბემბრი (ატლანტა)

22. მალაკი რიჩარდსონი (საკრამენტო)

23. ანტე ზაზიჩი (ბოსტონი)

24. ტიმოტი ლუვავუ (ფილადელფია)

25. ბრაის ჯონსონი (კლიპერსი)

26. ფურქან ქორქმაზი (ფილადელფია)

27. პასკალ სიაკამი (ტორონტო)

28. სკალ ლაბისიერი (საკრამენტო)

29. დეონტე მარეი (სან ანტონიო)

30. დემიენ ჯონსი (გ. სტეიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ბითაძის ფანტასტიკური დაფარება! "ინდიანა" ლიდერთან დამარცხდა [VIDEO]
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
ლიდერების დაპირისპირებაში საუკეთესოებმა იმარჯვეს [VIDEO]
აღმოსავლეთის ლიდერი ზედიზედ მეორედ დამარცხდა! შანსი სუპერგუნდს [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]