თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძე მე-6 ადგილს დასჯერდა
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში გრძელდება ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. გუშინ, 27 ივნისს, ასპარეზობის მესამე დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვაჟთა პაექრობები 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქომაგებმა ჭაბუკების ორი მსოფლიოს რეკორდი იხილეს. დღის გმირად იქცა 16 წლის ამერიკელი კლარენს კამინგს-უმცროსი: ოკეანისგაღმელმა ძალოსანმა აკვრაში აზერბაიჯანელი ფირიდუმ გულიევის რეკორდი (173 კგ) გააუმჯობესა, შემდეგ კი ორჭიდში ერაყელი მუჰამედ კარარის მაჩვენებელს (312) გადაამეტა.

ამერიკელს აკვრაში თუ ტოლი არ ჰყავდა (მცირე ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, იაპონელ მისანორი მიამოტოს - 170 და ეგვიპტელ ვაჰიდ შაბან იბრაჰიმს - 168 ერგოთ), ატაცში მას სამმა კონკურენტმა გაუსწრო: აჰმედ თურან ოქაიმ (თურქეთი, 139), მიცუნორი კონაიმ (იაპონია, 138) და ხოსე დავიდ მოსკერა ლოზანომ (კოლუმბია, 137). მართალია, კამიგსმაც 137 კილო აიტაცა, მაგრამ პირადი წონით კოლუმბიელზე ორი კილოთი მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილს დასჯერდა.

ამ წონაში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გოგა ჩხეიძე. მან 132 კილოგრამი აიტაცა, აკვრაში პირველივე ცდაზე 167-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, მაგრამ მერე 173 კილოზე ორივე ცდა გაუცუდდა, არადა, ამ წონის დაძლევის შემთხვევაში, როგორც ამ მოძრაობაში, ისე ორჭიდში მედლებს მოიპოვებდა. საბოლოოდ კი 299 კილოგრამით მე-6 ადგილს დასჯერდა.

ძალოსნობა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.

კვარცხლბეკი

ვაჟები (69 კგ)

1. კლარენს კამინგსი (აშშ) 317 (137+180)

2. მიცუნორი კონაი (იაპონია) 305 (138+167)

3. მასანორი მიამოტო (იაპონია) 305 (135+170)

6. გოგა ჩხეიძე (საქართველო) 299 (132+167)

გოგონები (53 კგ)

1. ლინგლონგ იუ (ჩინეთი) 206 (91+115)

2. რატანაფონ პაკარატჰა (ტაილანდი) 201 (85+116)

3. სუპატა კაევკონგი (ტაილანდი) 195 (88+107)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგა ჩხეიძის ორი მედალი და სამი რეკორდი ბათუმის ევროპირველობიდან
გოგა ჩხეიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან
გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი ძალოსანი სამეულთან ახლოს იყო, მაგრამ ოლიმპიადა მე-7 ადგილზე დაასრულა
შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
გოგა ჩხეიძემ რომში, მსოფლიოს თასზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა