"ვოლგას" თავკაცი ომარ თეთრაძე ნავალოვსკის ვლადიკავკაზში გაშვებას ფეხბურთელისთვის გამართლებულად მიიჩნევს
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა ვლადიკავკაზის "ალანიამ" ადგილობრივ "უნიონ ესტეპონასთან" მატჩში თავის გამოჩენის საშუალება გუნდის ქართველ ახალწვეულებს, ივანე კანდელაკსა და გიორგი ნავალოვსკისაც მიეცათ. შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის გუნდმა დიდი ანგარიშით 4:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ნავალოვსკი ვლადიკავკაზურ კლუბში ახლახან ნიჟნი ნოვგოროგის "ვოლგადან" გადავიდა, რომელიც რუსეთის პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში შარშან აღზევდა.

სხვათა შორის, რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ქართველებით მდიდარ "ვოლგას" მთავარ მწვრთნელს, ომარ თეთრაძეს გიორგის გუნდიდან გაშვების მიზეზებზე ჰკითხა.

- ცსკა-სთან საკონტროლო მატჩში მცველი გიორგი ნავალოვსკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რატომ გაუშვით ის "ალანიაში"?

- ძალიან გამიჭირდა ნავალოვსკისთან განშორება, მაგრამ ვინაიდან ჩვენი დაცვის ფლანგებზე ძალზე დიდი კონკურენციაა და თან, ახალგაზრდა ფეხბურთელს მეტი პრაქტიკა სჭირდება, ასე გადავწყვიტეთ. "ვოლგაში" შეცვლაზე თამაში, პირველ რიგში, თავად ფეხბურთელისთვის არ იყო მომხიბვლელი. "ალანიაში" კი მას მუდმივი პრაქტიკა გარანტირებული ექნება.

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა