2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეოთხე მეტოქეს რუმინეთისა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება გაარკვევს...

2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეოთხე მეტოქეს რუმინეთისა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება გაარკვევს. რეპეშაჟის მეორე ეტაპი ორივე გუნდმა იოლად განვლო და ახლა ნოემბერში ერთმანეთთან საბრძოლველად მოემზადებიან.

რუმინეთის ნაკრებმა ქალაქ ბუზაუში ტუნისის ნაკრებს 56:13 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ტუნისელებმა ამ მატჩისთვის მზადებისას დასახმარებლად საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კლოდ სორელს უხმო. კლოდის ამოცანა ტუნისელთა შერკინების მოღონიერება იყო, თუმცა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ფრანგმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.

რუმინელები 6 და 20 ნოემბერს გადამწყვეტ ბრძოლებს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. სამხრეთამერიკელებმა რეპეშაჟის მეორე ეტაპზე მონტევიდეოში ყაზახეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს 44:7.

წარუმატებლობის შემთხვევაში რუმინეთის ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებას პირველად გამოტოვებს. ურუგვაის ნაკრებს კი მსოფლიო თასზე სულ ორჯერ უთამაშია -1999 და 2003 წლებში. 2007 წლის მსოფლიო თასზე ურუგვაელებს გზა პორტუგალიის ნაკრებმა გადაუკეტა. "ლობუშებმა" სამხრეთამერიკელებს სწორედ რეპეშაჟში, ორი მატჩის ჯამში აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთსა და ურუგვაის შორის საუკეთესო მსოფლიო თასეზე B ჯგუფში საქართველოს, ინგლისის, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მოხვდება.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩვენი სავარაუდო მეტოქეების შემადგენლობა ყაზახეთისა და ტუნისის ნაკრებებთან მატჩში.

რუმინეთის ნაკრები: 15. ფლორინ ვლაიკუ, 14. კატალინ ფერკუ, 13. იონუც დიმოფტე, 12. ჩაბა გალი, 11. სტეფან ჩუნტუ, 10. დანუც დუმბრავა, 9. ვალენტინ ივანი 1. მიჰალ ლაზარი, 2. სეზარ პოპესკუ, 3. სამუელ მარისი, 4. მარიუს სირბე, 5. ვალენტინ ურსაკე, 6. სტელიან ბურეა, 7. დენიელ იანუსი, 8. ალექსანდრუ მანტა

16. ანდრეი რადოი, 17. რადუ ბასალაუ, 18. კრისტიან პეტრე, 19. დანიელ კარპო, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. ოინელ კაზანი, 22. კატალინ ნიკოლაე

ურუგვაის ნაკრები: ივო დუგონჯიჩი, 14. ლეანდრო ლივასი, 13. მარტინ კროსა, 12. ხუან დე ფრეიტასი, 11. ჯასტინ მიერესი, 10. ემილიანი კაფერა, 9. მანუელ მარტინესი. 1. ალეხო კორალი, 2. კარლოს არბოლეია, 3. პაბლო ლემუანი, 4. დიეგო მანო, 5. მატიას ფონსეკა, 6. მატიას ბრაუნი, 7. ალფრედი გიურია, 8. ნოკოლას ბრიონი

16. ედგარდო ბენიტესი, 17. ხუან პედრო რომბისი, 18. მარტინ ესპიგა, 19. ხუან კარლოს ბადო, 20. ხუან პაბლო ჰორტა, 21. ხუან მარტინ ლიოვეტი, 22. სანტიაგო გორტარი

მსოფლიო თასი

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ტონგა, კანადა, იაპონია

B ჯგუფი: არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, საქართველო, რეპეშაჟი

ჩ ჯგუფი: ავსტრალია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, აშშ

D ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ფიჯი, უელსი, სამოა, ნამიბია

საქართველოს ნაკრების განრიგი

14 სექტემბერი: საქართველო-შოტლანიდია

18 სექტემბერი: საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი: საქართველო-რეპეშაჟი

2 ოქტომბერი: საქართველო-არგენტინა

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა