სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "უდინეზე" გახლავთ

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "უდინეზე" გახლავთ, გუნდი, რომელმაც სეზონის სტარტზე არსებული კრიზისი აღმოფხვრა და შესანიშნავად ათამაშდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორ თვეში "უდინეზე" სულაც საუკეთესო გუნდია იტალიის ელიტარულ დივიზიონში - როგორც მინიმუმ, ყველაზე სტაბილური. დიდწილად, ეს შეტევის ხაზის ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგია - ანტონიო დი ნატალე და ალექსის სანჩესი შესანიშნავად თამაშობენ და მათთან გამკლავება ყველას უჭირს. XXV ტურის შემდეგ, "უდინეზე" მეხუთე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "ინტერს". მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო გვიდოლინს ჩემპიონთა ლიგაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა:

"მეცინება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე მეკითხებიან, რადგან ამ ეტაპზე ეს არარეალურია. მგონი ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ოთხიდან სამი ადგილი უკვე დაჯავშნულია. მაინც შეგახსენებთ, რომ ერთი "მილანი" გახლავთ, მეორე "ნაპოლი" და მესამე "ინტერი". დარჩენილი მეოთხე საგზურისთვის "რომა", "იუვენტუსი", "ლაციო' და "პალერმო" იბრძვიან. მათთვის კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია და უმჯობესია, რომ მიწაზე ორივე ფეხით მყარად ვიდგეთ. იმედი მაქვს, მოვა ის დრო, როდესაც ოთხეულში დავმკვიდრდებით, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ისე კი, თითოეულ შეხვედრაში სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძვით და სწორედ ამის წყალობით გვიჭირავს მაღალი ადგილი სატურნირო ცხრილში. მთავარი ამოცანა გადავჭერით, ელიტაში ადგილი შევინარჩუნეთ და კარგი იქნება თუ ევროპის ლიგის საგზურსაც მოვიპოვებთ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა