რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, რომ... მეოთხედფინალს ვინ ჩივის, დიდ ტურნირზე მაინც გავიდეთ?..
ისლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მეოთხედფინალშია ინგლისის გავლით და ეს ნიშნავს მსოფლიო საფეხბურთო წესრიგის მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ შეცვლას მაინც.

როგორ ისურვებდა ყველა ქართველი, რომ ისლანდიის ნაკრების ადგილას საქართველოს უპირველესი გუნდი ყოფილიყო, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა. რეალობაში ისლანდია იქ არის, სადაც ინგლისის სკალპია, ჩვენ კი მხოლოდ იმით ვამაყობთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს (აწ უკვე ყოფილს), ესპანეთის მართლაც უძლიერეს ნაკრებს მოვუგეთ, ოღონდ - ამხანაგურ შეხვედრაში.

არადა, ჩვენი საფეხბურთო წარსულით, ალბათ, მეტად მოგვიხდებოდა კიდეც ის ადგილი, სადაც დღეს ისლანდიაა, მაგრამ ფეხბურთი ცხოვრებასავითაა - არას დაგიდევს წარსულის ზიზილ-პიპილოებს, მხოლოდ აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს...

ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისლანდიელებმა ფეხბურთის განვითარების გვარიანი პროექტი დადეს, მერე იმ პროექტს მიჰყვნენ და ამან მოიტანა საბოლოო წარმატება. პროექტი და გეგმა გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ისლანდიელთა ჩაუქობა მარტო სწორხაზოვანი გეგმის სწორად მიყოლის ნაწილი იყოს.

არის რაღაც ისეთი ამ ხალხის ბუნებაში, რაც დიდ წარმატებას განაპირობებს. ამაზე ქვემოთ, ჯერ კი ზოგადად შევხედოთ საკითხს...

ამას წინათ სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრები ჩემი მეგობარი იქაურ ამბებს მიყვებოდა და სიტყვა სპორტზე რომ ჩამოვარდა, ზუსტად ასე მითხრა - იქ რომ ჩავედი, ქართველები სპორტული ხალხი მეგონა და ეს წარმოდგენა პირველივე დღეს გამიქარწყლდაო.

ისლანდია არ არის შვედეთი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს, მაგრამ არა მგონია, ცხოვრების წესში დიდი სხვაობა იყოს. ჰოდა, როგორც ამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყოველ დილით, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ ჭარმაგი შვედი ვარჯიშობს და თამაშობს ათასგვარ სპორტულ თამაშობას.

დიახ, ბატონებო, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იწყება სპორტის მასობრიობიდან და ამ მხრივ კარგად რომ არ გვაქვს საქმე, ამის დადგენას დიდი სტატისტიკოსობა სულ არ სჭირდება. გნებავთ, თბილისის ქუჩებში გადით, გნებავთ, რეგიონში გაიარეთ - არაფერი ამის მსგავსი!

ახლა უშუალოდ ფეხბურთზე. ყველა ვხედავთ, რომ ისლანდიური კლუბები სულაც არ წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს. გადახედეთ ევროთასებზე მათ შედეგებს და ყველაფერი ცხადი გახდება.

სამაგიეროდ, რატომღაც მგონია, რომ ისლანდიური ფეხბურთი ჩვენზე სუფთაა. იქ საეჭვო რაღაცები არ ხდება ყოველ მეორე თამაშში. რასაც თამაშობენ, სუფთად თამაშობენ და იმ სუფთა თამაშებში ათიდან ერთი კარგი ფეხბურთელი მაინც იზრდება.

მავანი შემეკამათება - კარგი ფეხბურთელები არც ჩვენ გვაკლიაო. ჰოდა, ჩვენც მანდ ვართ - არ გვაკლია, მაგრამ ნიჭს ვერ ვუვლით, გასაქანს ვერ ვაძლევთ. ვერ უვლიან ჯერ თავად ფეხბურთელები და მერე - ყველა ჩვენგანი.

არა მგონია, ისლანდიურ ფეხბურთში ტრიალებდეს საშოვარს გადაგებული ამდენი მენეჯერი, რომელსაც ერთადერთ მიზნად ფეხბურთელების გაყიდვა და ფულის შოვნა ჰქონდეს დასახული. არ მგონია, ისლანდიელი აგენტი ისე ურევდეს ტვინს თანამემამულე ფეხბურთელს, როგორც - ქართველი მენეჯერების უმრავლესობა.

რა თქმა უნდა, პირადად არ ვიცნობ არც ერთ ისლანდიელ ფეხბურთელს, მაგრამ ვიცნობ მათ კარიერას და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით დავწერო - მათი უმრავლესობა არა ფულზე, არამედ კარიერაზე ფიქრობს. ისლანდიელი ფეხბურთელისთვის არასოდეს იქნება მაქსიმუმი, რომ კარგ მანქანაში ჩაჯდეს და კარგი კონტრაქტი დაირტყას. ის სათამაშოდ მიდის ან ნაღდ ევროპულ ლიგაში, ან ინგლისურ პრემიერლიგასა თუ ჩემპიონშიფში.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მავანი ისლანდიელი ფეხბურთელისთვის გაცილებით იოლია პრემიერლიგაში და ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთში მოხვედრა, ვიდრე ქართველისთვის, მაგრამ ეს ზოგად სიტუაციას არ ცვლის.

არადა, ვერც ერთ ისლანდიელზე ვერ იტყვი, რომ ის უზომოდ ნიჭიერია.

ერთხელ შოთა არველაძეს ვესაუბრებოდი ფეხბურთზე. შოთასთან ფეხბურთზე საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა. მან ისეთი რამ მითხრა, რასაც დღემდე ვერაფრით ვივიწყებ:

"ჩვენ მხოლოდ დიდი ტალანტების დაფასება ვიცით და მაინცდამაინც არ ვაფასებთ საშუალო და ცოტა მეტი ნიჭის ფეხბურთელებს. არადა, ევროპაში ფეხბურთი სწორედ მათზე დგას", - ასე მითხრა შოთამ და მერე რომ დავფიქრდი, ნაღდად "ათიანშია" გარტყმული.

რა თქმა უნდა, ყველა ქინქლაძე ვერ იქნება, ვერც შოთა თუ აჩი, ვერც მალხაზ ასათიანი. ვარსკვლავი გუნდის სამშვენისია. საშუალო ფეხბურთელის ჩრდილში გადასროლა კი დაახლოებით იმას ჰგავს, დღენიადაგ რომ ტორტი ჭამო და პურზე უარი თქვა.

აი, დაახლოებით ასეთ ფეხბურთელებს მიხედა ისლანდიამ, ჩამოუყვანა მათ მცოდნე შვედი მწვრთნელი, რომელმაც შეგირდებს კიდევ უფრო დაახვეწინა ის ფეხბურთი, რაც წლების განმავლობაში ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი...

ახლა უნდა დავწერო იმაზე, რაზეც ადრეც უნდა დამეწერა და ეს ის შემთხვევაა, როცა პირველ ქვას, როგორც ამ საკითხში ყველაზე ცოდვილი, საკუთარ თავს ვესვრი. კერძოდ, საქმე ეხება იმას, თუ როგორი ფეხბურთი მოგვწონს ჩვენ და როგორ ფეხბურთს მოაქვს შედეგი.

იმთავითვე ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს "ავტობუსები" და ის ფეხბურთი, მხოლოდ "ბეი ბიგის" რომ ეფუძნება. ეს ასეა, მაგრამ არც ის ვარგა, ბავშვობიდან ფეხბურთელს რომ ამოვიჩემებთ, შევხარით მის ყოველ დრიბლინგსა თუ ფინტს, წარმოვიდგენთ მას შემდგარ ვარსკვლავად და მერე ეს "ვარსკვლავი" ისეთ გუნდში გადადის, რომელსაც... ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.

არა, ბატონებო! ფეხბურთელი არ შეიძლება კარგ ფეხბურთელად იწოდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ან კარგად ატყუებს კაცს, ან ერთი ფინტი "დაამუღამა" და სულ იმას აკეთებს. ბევრი, ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო ამისთვის და თუ მათ აკმაყოფილებ, სულაც არ არის საჭირო, ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო იყო - წარმატება აუცილებლად მოვა გუნდური თამაშითა და საყვარელი საქმის სიყვარულით.

რამდენი ასეთი ფეხბურთელი გვყავს დღეს ქართველებს? მე მხოლოდ სამს ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან სუპერვარსკვლავები, მაგრამ კარგად იციან თავიანთი საქმე და, რაც მთავარია, პროფესიონალები არიან, საკუთარი საქმის დიდი პროფესიონალები - ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

რაც მთავარია, სამივე მათგანი თამაშობს ნაღდ ევროპულ კლუბში და სამივემ დიდი შრომის ფასად აიწყო კარიერა. სამივე მოშორებულია პოსტსაბჭოთა საფეხბურთო სივრცეს, რომელიც დიდი ვერაფერი საშუალებაა ფეხბურთელის წინსვლისთვის.

მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსული ფეხბურთის საწინააღმდეგო გვაქვს რამე. არამც და არამც! თუ მაინცდამაინც რუსეთში წასვლაა, წავიდნენ "ზენიტში", ცსკა-ში, "სპარტაკში" მაინც...

მაგრამ ამას დონე სჭირდება. "ზენიტში" ჰალკი და აქსელ ვიტსელი თამაშობენ. არმიელებს აჰმედ მუსა ჰყავთ. "სპარტაკში" ჩვენ გვყავს ჯანო ანანიძე და ბოლო დრომდე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ძალიან ცოტას თამაშობდა "სახალხო გუნდში". სიტუაცია ვითომ შეიცვალა, მაგრამ ჯანოსთვის ალბათ მაინც გაცლა სჯობს.

რუსეთის საშუალო და უფრო დაბალი ხარისხის გუნდებში თამაში კი უკუსვლაა და მეტი არაფერი. ჯერ ერთი, მათ უმრავლესობას ისეთი სტადიონები აქვს, იქ ფეხბურთის თამაში ძალიან ჭირს.

მეორეც: ასეთი გუნდები "ჩამჯდარ" ფეხბურთს თამაშობენ და იქ მოთამაშე ქართველიც სწორედ ასეთ ბურთაობას ეჩვევა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს დომინანტურ თამაშს ჩასაფრებული ყოფნა რომ ურჩევნია, პირადად მე ჩვენი ფეხბურთელების კლუბების უმრავლესობის სათამაშო სტილს ვაბრალებ. მათი უმრავლესობა ასე თამაშობს და ჩვენს ბიჭებს ეს უკვე სისხლში გაუჯდათ.

ისლანდიით დავამთავროთ - რატომ აისბერგების ქვეყანა და არა - საქართველო?

აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ისლანდიური ფეხბურთი სულ სხვანაირი ფენომენია, ვიდრე ქართული. იქ საკლუბო ფეხბურთში მოყვარულებსაც შეხვდებით, მაგრამ ვერ შეხვდებით იმ "კარუსელებს", რომლებიც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს.

ისლანდიაში ყოველ ექვს თვეში ახალ გუნდს არავინ აკეთებს და ფეხბურთელს უკეთესად განვითარების საშუალება აქვს. მწვრთნელს არ ჰყავს რჩეული ფეხბურთელები და არ მიჰყავს გუნდში იმის მიუხედავად, თუ როგორ ფორმაშია ის.

ყველაფერი წვრილმანებიდან იწყება და ბოლოს ვიღებთ მსხვილმანს, რომელსაც ჰქვია შედეგი. შედეგად ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი მიიღო.

საინტერესოა, რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, რომ... მეოთხედფინალს ვინ ჩივის, დიდ ტურნირზე მაინც გავიდეთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papuna
და მერე თქვენი საიტიც ზუსტად ეგრე აკეთებს დაუმსახურებლად რომ აპიარებთ ვითომ ტალანტ ფეხბურთელებს.
გუჯა კახაძე
ბ-ნო ალეკო!ქართველი მწვრთნელები ვერ დავარწმუნე, რომ ბურთთან ვინც უფრო ადრე მივა ბურთი მას დარჩება. ამისთავის შევქმენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების მეთოდიკა "47+5", რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში თამაშის საშუალებას იძლევა. იქნებ დაინტერესდეთ რატომ ხდება ჩემი მეთოდის დაბლოკვა?
toka
ისლანდიამ რაც გააკეთა ამას ასეთ შედეგს ჩვენ ნაკრები ვერ დადებს ერღი ოცი წელი და მერე რა მოხდება არ ვიცი, რაღა ფეხბურთს გადავეკიდეთ, იქნებ სხვა სპორტში უკეთესი შედეგები დაიდოს, ერთი სული მაქ როდის აღორძინდება ხელბურთი, ფრენბურთი,
Vep1963
ალეკო ბატონო ,მშვენიერი სტატიაა.რაც უფრო მეტს ისაუბრებთ ღიად და დაუფარავად მით უფრო ადრე ეშველება ქართულ ფეხბურთს.რაც შეეხება სხვას ბატონმა არველაძემ,თქვენთან საუბარში იმაზე ,რატომ არაფერი ბრძანა თავისი ძმები ,რომ ხელმძღვანელობდნენ ქართულ ფეხბურთს მის განსავითარებლად რა გააკეთეს?
ალალად
ამხელა ღრმად ფილოსოფიურ ანალიზს,არ ჯობდა მოკლედ დაგეწერა რომ ფეხბურთის შედეგებს ტოტალიზატორების მაფია აკონტროლებს? რა ისლანდიის გასვლა და ჩვენების მიერ ესპანელების "დამარცხება"...თავს ნუ იტყუებთ და ვაი-გულშემატკივტებსაც ნუ აგიჟებთ....
მ
ფიზიკური ნორმატივებია საჭირო.თორემ თამაში რომ შეუძლიათ ბიჭებს ფაქტია. სისწრაფე აკლიათ,მალე იღლებიან..... ბოლო 10-15 წუთში ვუშვებთ გოლებს მეტწილად......
ilia
წარმატების მიღწევა თუ გვინდა ჯერ ქართულ და უცხოურ ფსიქოტიპს შორის არსებული ძირითადი განსხვავება უნდა ვაღიაროთ - ქართველი ვიდრე მოგისმენს ჯერ უარყოფს და მხოლოდ ამის შემდეგ გისმენს. უცხოელმა კი იცის, რომ ყველაფერი არ იცის, ამიტომ თავიდანვე გისმენს.ვეთანხმები და ამას თვითდაჯერებული ყეყეჩობა ჰქვია.
Walkabout
ხშირად ვაკრიტიკებ ბატონ ალეკო კაკაურიძეს მაგრამ ეხლა ვიტყვი რომ მშვენიერი სტატიაა, თუმცა ერთი იაღლიში მაინც ,,გაეპარა": ქართველი ფეხბურთელი არც ზენიტში, ცსკა-ში, სპარტაკში და შახტარში უნდა მიდიოდეს...
slava
ძლივს ვნახე ფეხბურთელების არგუმენტირებული კრიტიკა
garinca
ჯამარა რა შუაშია გაგიჟდი? მაფგარი სტატიაა ზაან
luk
მოიცა შენ თუ მწვრთნელი ხარ,გამოიძახე ფეხბურთელი,ვარჯიშზე შენიშვნა მიეცი,ის კიდე გაგებუტა და აღარ გელაპარაკება და აღარ თამაშობს,იოკადრისა ბიჭმა შენიშვნა,სკა ენერგიაში თამაშობს და შენ რა უნდა ასწავლო?! ეგ შენი როგორც მწვრთნელის ბრალია?! თავი უნდა ჩაღუნო ბიძია და იმაზე იმუშაო რაზეც მიგითითეს,ვის ებღინძები,აი ესაა ჩვენი პრობლემა,ერთი ორჯერ ბურთს გააგორებენ რუსეთის კამაზებსა და ლატვიის მესამე ლიგებში და თავი მართლა მესები გონიათ!
გარინჩა
მერაბის გამოხმაურება წავიკითხე, დანარჩენი რეპლიკები აღარ წამიკითხავს, რადგან მერაბმა ყველასსათქმელი თქვა. კარგად გვახსოვს ჯამარაულები და მისთანები როგორ ითხოვდნენ თვითმრინავში სუპერ კლსიტ მგზავრობას და შემდეგ როგორ აგებდნენ თამაშს მოლდოვის ნაკრებტან სახლში - ... და ეს მაშინ როცა მერაბის თქმის არ იყოს ხორვატიელები საკუთარი ხარჯით ჩადიდოდნენ შეკრების ადგილზე. რა დათო ჩვენი ყიფიანი, ღმერთმა აცხონოს მისი სული, რომ თამაშობდა-რა იმაზე ფიქრობდა რამდებენს გადაუხდიდნენ, ანდა ერის გამხარებლები: - ვოვა, ან სლავ, ან მიშა, ან საშა, ან ოთარი, ან თენგზი მათ სახელებს ვენაცვალე რა ფულის გულისათვის თამაშობდნენ ან რას იღებდნენ ისინი ხელფასად საშუალო დონის ევროპელ ფეხბურთელთან შედარებითაც კი, არაფერს, მაგრამ როგორ თამაშობდნენ? რა შუაშია აქ ისა და ესა, საქმე ისაა, მაკედონელი სიტყვებს გავუკეთებ პერეფრაზს: ცუდი ადამიანი ვერასდროს გახდება კარგი ფეხბურთელი... ამაშია საქმე...
luk
მოიცა შენ თუ მწვრთნელი ხარ,გამოიძახე ფეხბურთელი,ვარჯიშზე შენიშვნა მიეცი,ის კიდე გაგებუტა და აღარ გელაპარაკება და აღარ თამაშობს,იოკადრისა ბიჭმა შენიშვნა,სკა ენერგიაში თამაშობს და შენ რა უნდა ასწავლო?! ეგ შენი როგორც მწვრთნელის ბრალია?! თავი უნდა ჩაღუნო ბიძია და იმაზე იმუშაო რაზეც მიგითითეს,ვის ებღინძები,აი ესაა ჩვენი პრობლემა,ერთი ორჯერ ბურთს გააგორებენ რუსეთის კამაზებსა და ლატვიის მესამე ლიგებში და თავი მართლა მესები გონიათ!
merab
სად ხედავ პუტინის დანაშაულს აქ? კითხვა თუ იცი და წაკითხულიდან აზრის გამოტანა, ჩვენი ფეხბურთელებია დადანაშაულებული რუსეთში რომ მიდიან
მერაბი
სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. სტატია თითქმის ისეთ კონტექსტში არის დაწერილი, რომ ლამის პუტინი არის დამნაშავე ჩვენს წარუმატებლობებში. ან რუსეთში ვის რათ უნდა ქართველი ფეხბურთელი ან ევროპაში? სტატია არის ისევე როგორც ჩვენი ცხოვრების მენტალიტეტი "ტუფთა" ტყუილი, ერთმანეთის ვითომ ფერება და მაიმუნობა. სიმართლე ჯერ კიდევ 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა როცა ხორვატები საკუთარი ხარჯებით "საკუთარი" ხარჯებით და არა ნაშებით და X 5-ით გაემგზავრნენ საფრანგეთში და მესამე ადგილზე გავიდნენ. შევადაროთ ქართველ ფეხბურთელებს შევადაროთ ხალხო და გავიგებთ რაშია პირველი პრობლემა თორემ პრობლემა სხვაც ბევრია. რაც გინდა მოედანი გაუკეთო ავარჯიშო პაესტკა ხელფასი მიდი მოდი რამე ყველაფერი, ბოლო ბოლო 11 კაცი გადის ან იბრძვის ან იმას შვება რასაც ჩვენი ფეხბურთელები აკეთებენ, მაგას რა ქვია ხალხში ყველამ ვიცით. ასევე რომ სიმართლე თქვით, რომ ქართველი ფეხბურთელების 99 % პრანჭვა გრეხვას, კლუბებს ბარებს ქალებს მანქანებს კაზინოებს და რავიცი ათას რამეს უნდება და როდისღა უნდა ივარჯიშონ და იბრძოლონ და მოიგონ? დავიმახსოვროთ ფეხბურთს იგებს ან აგებს იმ კონკრეტულ დროს 11 კაცი და ის კაცი როგორი ბიჭიც არის ისეც თამაშობს.
giga
რატომ და იმიტომ. რო ამბობ უნდა გამოვსწორდეთო. პირველ რიგში თავად მოიშორე ეგ იდიოტობა, ამათ მაგივრად ჩვენ უნდა ვიყოთ წესით და წარსულზე გამოტირება.
ჯუბა
მშიერ ქვეყანაში ფეღბურთს ვერ ითამაშებ.ისლანდიაში მშპ ერთ სულზე 36000 დოლარია,ჩვენთან 6000-სამდე.უნდა აიკრძალოს 18 წლამდე ფეხბურტელის საზრვარგარეთ გაშვება.ოღონდ ხელფასი აიღონ და გარბიან ნებისმიერ ქვეყანაში:ყირგიზეთი,ყაზახეთი.სომხეთი........
333
იმიტომ რომ ჩვენზე ბევრად მეტად უყვართ თავისი ქვეყანა და პროფესიონალები აკეთებენ საქმეს!!
kaxi
ისლანდიაში ცხოვრების მაღალი დონეა, იქ სულ 345 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 38 ათასია შემოსავალი საშუალოთ. ფეხბურთს სულ 20000 ადამიანი თამაშობს სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე. ისლანდიაში არ არის არც ერთი პროფესიული საფეხბურთო გუნდი. მათთან ფეხბურთში არ არის კორუბცია. საქართველოში კი ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა. ამიტომაც ჩვენთან საქმე წინ არ მიდის.
ჰოო
რა ფეხბურთის რის სპორტი დილიდან საღამომდე ქართველები 90 პროცენტი დილიდან სარამომდე იმაზე ბჭობს ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა და ჭამის გარდა არაფერი ახსოვთ! ჭამა-სმაა ქართველებსი სპორტი და თუ როდესმე მაგაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება რაღაცა შედეგი დავდოთ თუ მაგაშიც სიზარმაცემ არ გვძლია
დაა
ჩვენთან ფეხბურთი ვერასდროს აღორძინდება ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ..... ერთადერთი კაცი ქეცბაიაა რომელსაც შეუძლია ფეხბურთის აღორძინება თუ პრეზიდენტად მოვა, ის არ მოუსმენს და ანგარიშს არ გაუწევს ძმაკაცებსა და ბნათესავებს და ნებიმისმიერ გადაწყვეტილება ს სამიდან გამომდინარე გამოიტანს, აი ასეთი კაცი ჭირდება დღეს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტად
დიტო
ტრუსიკებით რომ დარბიან და თან ბლატაობენ,თან ყეყეჩობენ ჩვენები იმის ბრალია ეს! გული და სული უნდა ჩადონ თავიანთ საქმეში რომ შედეგი მოვიდეს
fanat
შრომა ბიძიკო შრომა,შრომას და ოფლისღვრას მოაქვს შედეგი.შრომის გარეშე შედეგი არ მიიღწევა,არ ეზარებათ ისლანდიელებს შრომა და შედეგოც სახეზეა.ჩვენი ფეხბურთელები ზარმაცობენ,არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა მარა მარიაჟობენ,ერთი პატარა წარმატების მერე მოდუნდებიან და მერე დოყლაპიასავეთ არიან მთელი სეზონი,შედეგი მიღწეული ჰგონიათ ამ პატარა გამარჯვებების მერე! ერთი სიტყვით მთლიანად სისტემა და მიდგომა უნდა შეიცვალოს ფეხბურთის მიმართ,დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული 3-4 ლიგებში,ნუ ბავშვთა ფეხბურთზე უკვე იმდენი ითქვა რომ აღარაფერს დავამატებ,ის ხომ ფეხბურთის ფესვია და აქიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა
99999999999999
იცით რატომ ისლანდია და არა საქართველო,ალბათ ისლანდის ფედერაციაში არ არი კორუფცია,რამდენი ხანი გავიდა აუდიტის ჩატარებიდან ჩვენს ფედერაციაში,ეხლა ამბობთ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე.კომენტარი ზედმეტია.
მალხაზი
შეიკრიბონ სპეციალისტები,იმსჯელონ,გაარჩიონ თამაშები და დასკვნები გამოიტანონ თუ რა აკლია ქართულ ფეხბურთს,ჩემნაირებმა რა იდეაც არ უნდა წამოვაყენოთ ყურს მაინც არავინ დაგვიგდებს.
გუჯა კახაძე
უცხოეთში, მთელი თამაშის განმავლობაში სირბილო რომ შეძლონ, მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს, ქართველი ფეხბურთელების ფიზმომზადება კი ისევ XX საუკუნის ტექნოლოგიების დახმარებით შემუშავებული სტრატეგიის ინერციით ხორციელდება. სახეზეა ქმედება, რომელიც უკუშედეგს იძლევა და ამავე დროს ხელს უშლის სიახლის დანერგვას.
სირბილის სწავლების ცენტრი
წარმატების მიღწევა თუ გვინდა ჯერ ქართულ და უცხოურ ფსიქოტიპს შორის არსებული ძირითადი განსხვავება უნდა ვაღიაროთ - ქართველი ვიდრე მოგისმენს ჯერ უარყოფს და მხოლოდ ამის შემდეგ გისმენს. უცხოელმა კი იცის, რომ ყველაფერი არ იცის, ამიტომ თავიდანვე გისმენს.
kote
ქეცბაიას უნდა წააკითხო ისლანდიელების შემადგენლობა, თუ ყავთ გუნდში მესები, მერე მაგათი თამაში აჩვენო. ასეა, ქართველებს სხვებზე გადაბრალება გვიყვარს ყველაფრის,არადა თუ საქმეს გულით გააკეთებ შედეგი აუცილებლად იქნება. იგივე ალბანეთი, ჯგუფიდან ვერ გავიდა მაგრამ როგორი გამართული ფეხბურთი ითამაშა ნახეთ?
bacho
me ase vityodi,islandielebs uyvart tavisnti samshoblo,chvenenis umravlesobad kidev ara.iq albat ojaxebshi ascavlian qveynis siyvaruls,chventan kidev pulis siyvaruls ascavlian ojaxebshi da rato vtvlit tavs uplis rcheul xalxad ar mesmis
hiu
ვა საღოლ მაგარი სტატიაა
haha
მე მგონი ისლანდიამ კოლექტიური თამაშის წყალობით მიაღწია წარმატებას, დაცვაში კარგად დგანან, ნახევარდაცვა ბურთზე იხსნება და მარტივად პასაობს, წინ მაღალ ბურთებს იგებენ და შერბენებით იხსნებიან. დიდი არაფერი, მაგრამ შედეგი აქვთ. სამწუხაროდ ჩვენთან ასეთ ფეხბურთს პატივს არ ცემენ. ჩვენთან დრიბლინგი ითვლება უმაღლეს კლასად ხოლო ფინტი შედევრად.
ლუკა კუ
ისლანდიაში ფეხბურთისთვის კარგი კლიმატური პირობებია. საქართველოში მოგეხსენებათ როგორი სიცივეები იცის, განსაკუთრებით შემოდგომაზე. ფეხბურთელს ასეთ სიცივეში გარეთ ვერ მოთხოვ სირბილს.

იმიტომ რომ ქართველები ტაშფანდურა, მოცეკვავე, კაი მსმელი, მოქეიფე, მარიაჟი, მობლატავე "ბმვ"-იანი და უპასუხისმგებლო ხლხი ვართ "იტოგში" და რომელი ეს თვისება უხდება დიდ ფეხბურთს ვინ იტყვის.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
სკანდალი ისლანდიაში - ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა გადადგა
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
ერთა ლიგა. VI ტური: იტალიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ინგლისმა იმარჯვეს, რუსეთი ბელგრადში განადგურდა [VIDEO]
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე