დანკანი კარიერას გააგრძელებს, უეიდმა კი, შესაძლოა, "მაიამი" დატოვოს
ზედიზედ მესამე ზაფხულია, "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადის. NBA-ის სამგზის ჩემპიონმა უარი განაცხადა მოქმედ კონტრაქტში არსებულ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, 2016-17 წლების სეზონში 24 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

ამ ნაბიჯის მიუხედავად, ლებრონი არ აპირებს კლუბის შეცვლას: "მომწონს კლივლენდში და არსად წასვლას არ ვაპირებ. არსებობს რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რომელსაც ჩემს აგენტს დავუტოვებ".

იმის გამო, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარმა მოიმატა, ლებრონს მომავალ სეზონში 30 მილიონი დოლარის გამომუშავების საშუალება ექნება.

უეიდი "მაიამიდან" მიდის?

"მაიამი ჰიტის" მრავალწლიანი ლიდერი დუეინ უეიდი მზად არის დატოვოს ფლორიდული კლუბი და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს. ამერიკული პრესა იტყობინება, რომ მოთამაშესა და კლუბს შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მძიმედ მიმდინარეობს და მხარეები ძალიან შორს არიან შეთანხმებასთან.

ამასთან დაკავშირებით, უეიდი მზად არის მოისმინოს სხვა კლუბების შეთავაზებები. ამჟამად, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ დიდი ალბათობით, დუეინი ახალ სეზონს ახალი გუნდის მაისურით დაიწყებს.

34 წლის კალათბურთელს მთელი კარიერა "მაიამიში" აქვს გატარებული და ამ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო NBA-ის ჩემპიონის ტიტული. გასულ რეგულარულში მან 74 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 19.0 ქულა, 4.1 მოხსნა და 4.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

დანკანის ერთწლიანი კონტრაქტი

"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდამ ტიმ დანკანმა გადაწყვიტა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს ხელშეკრულება ტეხასურ გუნდთან. კონტრაქტის თანახმად, ვეტერან ფორვარდს 5.6 მილიონი დოლარი ეკუთვნის.

ამასთან, პრესაში იწერება, რომ კალათბურთელის ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე 100 პროცენტით ჩამოყალიბდა მომავალ გეგმებზე პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებით. თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლეგენდარული ცენტრი NBA-ში რიგით მე-20 სეზონს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ "ოკლაჰომასთან" მეოთხედფინალური სერიის წაგების შემდეგ, დანკანმა დრო მოითხოვა მოსაფიქრებლად - გაეგრძელებინა კარიერა თუ დამსახურებულ პენსიაში წასულიყო.

გასული სეზონი ყველაზე ცუდი იყო დანკანის კარიერაში სტატისტიკური მაჩვენებლებით: რეგულარულ ჩემპიონატში ტიმმა 61 მატჩი ჩაატარა, დააგროვა 8.6 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი.

ვის დარჩება ჰოვარდი?

ESPN-ის ინფორმაციით, "ბოსტონი" და "ატლანტა" პირველი ორი გუნდია, რომელთან შეხვედრაზე დათანხმდა "ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. მოლაპარაკებებისას სავარაუდო ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ჰოვარდი თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან უარი თქვა "ჰიუსტონთან" კონტრაქტის ბოლო წელზე.

"ბოსტონისა" და "ატლანტას" გარდა, ჰოვარდთან კონტრაქტის გასაფორმებლად კიდევ 3-4 კლუბი იბრძოლებს, რომელთა შორის აუცილებლად იქნება "მაიამი ჰიტი".

გასულ რეგულარულში ჰოვარდმა 71 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 13.7 ქულა და 11.8 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მშვიდი მკვლელი
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ჯიმი ბატლერმა დუეინ უეიდის ცოლის პიკანტურ ფოტოზე დააკომენტარა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!