ფაჩულიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ფაჩულიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის ავტოგრაფიან NBA-ს მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- მოგესალმები, ზაზა. პირველ რიგში, გილოცავ წლევანდელ ძალიან მაგარ სეზონს, განსაკუთრებით, რეგულარულ ჩემპიონატში. იმედი მაქვს, ისეთ გუნდში გადახვალ, სადაც სათანადოდ დაგაფასებს მწვრთნელი და უაზრო ექსპერიმენტების კეთებას არ დაიწყებს. რა გრძნობა დაგეუფლა მაშინ, როდესაც გაიგე, რომ All-Star-ზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დაგაკლდა?

- მოვხვდებოდი თუ არა All-Star-ზე, ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რადგან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი ქართველებისგან, ჩემი ქვეყნიდან, რომ ეს მახარებდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბევრის მთქმელი და ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ვერ მოვხვდი. უბრალოდ, განვიცდიდი ამას, ვგრძნობდი ყოველდღე, ყოველ სტატუსზე, ყოველ დარეკილზე და ყოველ გამოქვეყნებულ შედეგებისას - ასმაგ ენერგიას და მოტივაციას მაძლევდა ყოველივე ეს.

შეიძლება, არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ გააზრება იმის, რომ ქვეყნის ამხელა ნაწილი გვერდით გიდგას, ბევრს ნიშნავს.

სიყვარულს ვერ იყიდი, ადვილად ვერ მოიპოვებ ხალხის გულს და ბედნიერი ვარ, რომ ამხელა თანადგომა მივიღე. ნეტავ შემეძლოს, მადლობა ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ, მაგრამ სოციალურ ქსელში იმ სტატუსის გამოქვეყნებაში მთელი გული ჩავდე.

მკითხველი:

- წლების განმავლობაში ნბა-ს 4 კლუბში გითამაშიათ უამრავი გულშემატკივრის წინაშე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა გრძნობა ეუფლებოდა და ეუფლება ზაზა ფაჩულიას მომქანცველი სეზონის შემდეგ, გადაჭედილ სპორტის სასახლეში თამაშისას? თუ შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ეს ორი ემოცია...

- მახსოვს, ჩემი პირველი თამაში სპორტის სასახლეში: ხელში ამიყვანეს, ისე გამიყვანეს და მანდ დაიწყო ჩემი სანაკრებო კარიერა. არ შეიძლება ადამიანს ამ მომენტის მერე სპორტის სასახლეში თამაში სიამოვნებას არ განიჭებდეს.

ჩემს მიწა-წყალზე, სადაც დავიბადე, გავიზარდე, თამაში ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებულია. ამ გრძნობას არანაირი მატერიალური მხარე არ გააჩნია - ესაა გული, სული, ადამიანობა და ქართველობა. დიდი სიამაყის გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით გადიხარ მოედანზე მისი სახელის დასაცავად.

ჩემს ხასიათში ეს ზის, ასე გავიზარდე და სიამაყის გრძნობა მაქვს, როცა ჩემს ქვეყანას წარმოვაჩენ. და, ზოგადად, არ აქვს სპორტის სახეობას მნიშვნელობა და არც იმას, თუ რამდენად ვარ მასში ჩართული - საქართველოს ნაკრებია და ყოველთვის გვერდში ვუდგავარ!

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ – ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.

Grigol Grigolava
მადლობა ზაზას ჩემი კითხვა რო გამოარჩია. ჩემი ნომერი გათიშული იქნება რაღაც პერიოდის მანძილზე და ელექტროფოსტის მეშვეობით შემეხმიანეთ (სხვა ნომერი რო მოგწეროთ).
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ