ფიბა-ს საიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ილიას ზუროსი ღიად საუბრობს საქართველოს ნაკრებზე, პერსპექტივებსა და პრობლემებზე
ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მეტად საინტერესო პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ღიად საუბრობს ეროვნულ ნაკრებზე, სამომავლო პერსპექტივებზე და არც პრობლემებზე ხუჭავს თვალს.

შესარჩევი

- როდესაც ვლაპარაკობთ ზედიზედ მეოთხედ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე, თავისთავად ვგულისხმობთ განვლილ საკვალიფიკაციოებსა და ევროპის ჩემპიონატებს. თუმცა მე არ ვფიქრობ წარსულზე, ფოკუსირებული ვარ საქართველოს მომავალ შესარჩევზე, უფრო კონკრეტულად - ნაკრების პირველ ვარჯიშზე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. სწორედ მოსამზადებელი ეტაპის წარმატებით გავლამ უნდა მოგვცეს შედეგი შესარჩევ ტურნირში.

საკვალიფიკაციო კომპანია, წინა წლების ამავე შეჯიბრებასთან შედარებით, გაცილებით მძიმე იქნება თითოეული გუნდისთვის, მათ შორის, საქართველოს ნაკრებისთვის.

- შესარჩევ ეტაპზე გუნდები შვიდ ჯგუფად არიან გაყოფილნი. ევრობასკეტზე საუკეთესო შვიდეული გადის, რომელსაც დაემატება ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი. მეოთხე ადგილზე გასულ გუნდთან თამაშის შედეგები სათვალავში არ მიიღება. ამიტომ მეორეადგილოსნებს, თუ ევრობასკეტზე მოხვედრა სურთ, მართებთ ორჯერვე დაამარცხონ მესამე ადგილზე გასული ნაკრებები და ერთხელ მაინც მოუგონ პირველს. ძალიან დიდი სიფრთხილე და კონცენტრაციაა საჭირო. ერთ მატჩში ფეხის დაცდენის უფლება არავის აქვს.

მეტოქეები

- ჯგუფში ორი ძალიან ძლიერი გუნდია, ჩერნოგორია და საქართველო. ჩემი აზრით, ორივე იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ჩერნოგორიელებს განსაკუთრებული გუნდი ჰყავთ, წლეულს ძლიერი შემადგენლობის შეკრებას აპირებენ და შესარჩევის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატი ახლა რომ იმართებოდეს, უთუოდ მეოთხედფინალში გავიდოდნენ.

- ნიკოლა ვუჩევიჩი და ბოიან დუბლიევიჩი ევროპის საუკეთესო მეფარეთა შორის არიან. მათ მრავალფეროვანი შეტევითი არსენალი გააჩნიათ, რაც ჩვენს მეტოქეს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. ჩერნოგორიელთა მთავარი იარაღი კი მათი მწვრთნელია - ძალიან გამოცდილი ბოგდან ტანიევიჩი, რომელსაც წარსულში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჯგუფში პირველი ადგილი საქართველოსა და ჩერნოგორიას შორის უნდა განაწილდეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე სრული საბრძოლო შემადგენლობით წარდგება.

ფილოსოფია

- იგორ კოკოშკოვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი ვარ, არამედ მისი პიროვნებისა და საქმის დიდი პატივისმცემელი. ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ, გვერდზე გადავდო ყველაფერი, რაც მას საქართველოს ნაკრებში მუშაობისას გაუკეთებია. მის ნაშენებ საფუძველზე საკუთარი კედლები უნდა დავამატო.

კოკოშკოვის ფილოსოფიის ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გამოვიყენო. საქმე კლუბთან რომ გვქონდეს, სადაც 10 თვე გიწევს მუშაობა, შეიძლება ყველაფერი ახლიდან დაიწყო და ბოლოს მიზნამდეც მიხვიდე, მაგრამ ნაკრებში საამისოდ დრო არავის აქვს, ძალიან მოკლე დროა მოსამზადებლად და სათამაშოდ.

ასეც რომ არ იყოს, რატომ უნდა გადავუხვიოთ კოკოშკოვის ფილოსოფიას, თუკი მას შედეგი მოჰქონდა?!

დაცვა

- არის ორი ასპექტი, რასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველია დაცვა. მეტი აგრესია და დისციპლინა გვჭირდება. მეორეა გუნდური სული.

ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები ამ მხრივ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია, მაგრამ რაც მეტად შეკრული გუნდი გვეყოლება, მით მეტია წარმატების შანსი. კალათბურთელები უნდა გრძნობდნენ, რომ ყოველ მატჩში 40 წუთს ერთმანეთისთვის თამაშობენ, ისევე, როგორც მთლიანად ტურნირს.

სწორედ ეს ორი ელემენტი გამოხატავს ჩემს სტილსა და ფილოსოფიას.

საქართველო

- საქართველოში რამდენჯერმე ჩავედი. ქვეყანაც კარგად გავიცანი და კალათბურთიც. თვალშისაცემია კალათბურთელთა ამაყი ხასიათი, რომლებიც მზად არიან, ყოველგვარი მსხვერპლი გაიღონ და იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის. ეს დადებითი მომენტია, განსაკუთრებით, ეროვნული ნაკრებისთვის.

შიდა ჩემპიონატი

- საქართველოს ჩემპიონატი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც სხვა ქვეყნების შიდა პირველობები. შესაბამისად, უმაღლეს დონეზე, ეროვნულ ნაკრებში თამაშისთვის შიდა ჩემპიონატი ბევრ კალათბურთელს ვერ ამზადებს.

დიდ პროგრესს განიცდიან ისინი, რომლებიც საზღვარგარეთ აგრძელებენ კარიერას. თუმცა კარგი ამბავიც მაქვს: ფედერაციას აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკალათბურთო ლიგა წლიდან წლამდე უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, გავიცანი ბევრი კარგი მწვრთნელი, რომლებიც სწორი მუშაობით ხელს შეუწყობენ წინსვლას.

ვფიქრობ, პროგრესს მალე დავინახავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
საქართველოს ჩემპიონატი რომ არ არის ძლიერი ამაში გეთანხმები, მაგრამ ამ სუსტ ჩემპიონატში რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მოთამაშე - ბოისა რომ ნაკრებში მიიწვიე, ნამეტნავად საეჭვოდ ეჩვენება ხალს... შედარებისთვის ბოისაზე გაცილებით, გაცილებით უკეთესი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი მხოლოდ მეორე ნაკრებისათვის შეარჩია... კოკოშკოვი არ იყო ნეპოტისტი და სხვისი ხათრით ნაკრებში არ იწვევდა ხალხს და პირველ რიგში ეგ თვისება რომ გადაგეღო წარმატების შანსი უფრო მეტი იქნებოდა
შოთა გუგეშაშვილი
ბოისა საიდან მოზებნა ზმამ გაუზია რეკომენდაწია
კახა
ზუროსი ნამდვილად კარგი არჩევანია. ძალიან მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელია. ჩვენტან ერთად ჯგუფში მოხვედრილი ჩერნოგორიის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და დიდი ძალისხმევაა საჭირო მათ დასამარცხებლად. ამჟამინდელი საქართველოს ნაკრების პრობლემა ასაკია. ახალი თაობიდან მაღალი დონის სპორტსმენი არ ჩანს. 18 წლიანებში კია არიან პერსპექტიულები, მაგრამ ჯერ ეროვნული ნაკრებისთვის არ არიან მზად. წარმატებებს ვუსურვებ ზუროსს საქართველოს ნაკრებში.
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!