ჯო კოული შვეიცარიას გაეშურა, სადაც ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე შეუერთდება

ჯო კოული შვეიცარიას გაეშურა, სადაც ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე შეუერთდება — „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მერსისაიდელებს კვირაში 80 ათას ფუნტად თამაშზე თანხმობა უთხრა. როი ჰოჯსონის გუნდში ის შვიდი ნომრით ითამაშებს.

„ლივერპულის“ გამო 28 წლის გარემარბმა „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ წინადადებებზე თქვა უარი. „წითლებთან“ მისი ხელშეკრულება ოთხწლიანია. გუშინ კოულს ციურიხის ახლოს მდებარე ბანაკშივე უნდა გაევლო სამედიცინო შემოწმება. მოგახსენებთ, რომ შვეიცარიაში ჰოჯსონს მოთამაშეთა მხოლოდ ნაწილი ჰყავს წაყვანილი, როგორც „დეილი მეილი“ წერს, გუნდის ჩონჩხი. რაც შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს, მათ ინდივიდუალური პროგრამა აქვთ. კერძოდ, სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი ლივერპულში, მელვუდის ბაზაზე გუშინ უნდა მისულიყვნენ და პირველ ვარჯიშს შესდგომოდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული ეს ორი ფეხბურთელი ამ კვირაში ორ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. პირველი თამაში „ლივერპულს“ „გრასჰოპერთან“ აქვს, მეორე კი „კაიზერსლაუტერნთან“. ამბობენ, რომ ჰოჯსონი და ჯერარდი ერთმანეთს მომდევნო კვირაში შეხვდებიან. აქ, პირისპირ შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი იგულისხმება.

ამ ეტაპზე ჰოჯსონს გუნდის მომზადების გარდა, მოგეხსენებათ, სხვა ამოცანაც აქვს გადასაწყვეტი — ხსენებული ჯერარდი, ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი და არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო უნდა დაარწმუნოს, რომ მათტვის სხვა გუნდებში გადასვლას „ლივერპულში“ დარჩენა სჯობს. ამ საუბრებისას ჰოჯსონი, რასაკვირველია, არგუმენტად კოულის ამბავსაც გამოიყენებს — როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ვესტ ჰემის“ სკოლის აღზრდილმა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ გუნდებს, „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ „ლივერპული“ ამჯობინა. სხვათაშორის, ერთი ხნის წინ კოულზე იმასაც კი ამბობდნენ, შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდესო.

ერთი სიტყვით, „ლივერპული“, როგორც პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე გასული გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ევროლიგაში ითამაშებს და ჰოჯსონს თავისი ფეხბურთელები შესაბამისად ჰყავს მოსამზადებელი, როგორც ფიზიკურად თუ ტექნიკურ-ტაქტიკურად, ასევე ფსოქოლოგიურად. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდი ჯერ ბოლომდე დაკომპლექტებული არც არის. ჰოჯსონის თქმით მას მარცხენა მცველი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა გაყიდეს არგენტინელი ემილიანო ინსუა, რომელშიც „ფიორენტინამ“ 5 მილიონი ფუნტი გადაიხადა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა ბრაზილიელი ფაბიო აურელიო. ჰოჯსონმა თქვა:

„ემილიანოსა და ფაბიოს შემცვლელი სჭირდებათ და მისი მოძებნა საშური საქმეა“.

ასე და ამგვარად, ჯო კოული მეორე ფეხბურთელია, რომელიც ჰოჯსონის მისვლის შემდეგ „ლივერპულმა“ შეიძინა. პირველი გახლდათ მილან იოვანოვიჩი, რომელიც „წითლებმა“ ლიეჟის „სტანდარდიდან“ გადაიყვანეს. და კიდევ ერთი: „წითლებმა“ ახალი მასაჟისტიც აყვანეს — პოპ ჯგუფ „სიმპლი რედის“ ყოფილი გიტარისტი სილვან რიჩარდსონი. გაგიკვირდათ?

TanoLife
უარს არ გეტყვის არცერთი, არ ინერვიულო.
ბექა
სიამოვნებით გადავუგდებდი ყინულზე "შაიბას".
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება