რას ველით შპილბერგის ტრასისგან
ფორმულა 1-ის სეზონი ეკვატორს უახლოვდება და უახლოეს უქმეებზე, ავსტრიაში მეცხრე ეტაპი გაიმართება. ბაქოში ტექნიკური პრობლემების შემდეგ, ლუის ჰემილტონი ისევ ჩამორჩა ნიკო როსბერგს 24 ქულით, მაგრამ ეს არ არის ძალიან დიდი სხვაობა - ჩემპიონატის ერთი წარუმატებლობა და მრბოლელები ერთმანეთს გაუთანაბრდებიან.

ჰეთ-თრიკი როსბერგისთვის?

მოქმედ პილოტებს შორის, ავსტრიაში მხოლოდ ნიკო როსბერგს მოუგია - მან ბოლო ორ სეზონში მოახერხა გამარჯვება. უფრო მეტჯერ შპილბერგში ალენ პროსტს გაუმარჯვია, მაგრამ გერმანელს უკვე ახლა აქვს ლეგენდარული ფრანგის გასწრების შანსი, რადგან პროსტს ავსტრიაში ზედიზედ სამი მოგება არ ჰქონია.

ლუის ჰემილტონმა აღიარა, რომ ავსტრიაში გასწრება ძალიან რთულია, თუმცა "რედ ბულ რინგზე" მოსახვევები პილოტებში ბრძოლის პროვოცირებას იწვევს, ასე რომ, "მერსედესის" წევრებს შორის დიდი პაექრობაა მოსალოდნელი.

რას იზამენ რედ ბული და ფერარი?

მონაკოსა და კანადაში რბოლებმა აჩვენეს, რომ "რედ ბულსა" და "ფერარის" ჯერ არ უთქვამთ საბოლოო სიტყვა და ისინი თანდათან ეწევიან "მერსედესს". ბაქოში გერმანული საჯინიბო უკონკურენციოდ იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ახალი ძრავით "ფერარის" შეუძლია ჩემპიონატის ტრასების უმრავლესობაზე ბრძოლა, ხოლო "რენოს" განახლებებმა ფრანგული ძრავები გააძლიერა და "რედ ბული" მზად არის, თუნდაც მეორე ადგილისთვის ებრძოლოს "ფერარის".

მიუხედავად ამისა, ევროპის გრანპრიმ აჩვენა, რომ "მერსედესი" მაინც ძალიან შორს არის. ყოველ შემთხვევაში, ჩქაროსნულ ტრასებზე. და ავსტრიაში როსბერგი და ჰემილტონი ისევ ულაპარაკო ფავორიტები იქნებიან. თუმცა საკითხი იმაში მდგომარეობს, რამდენად ახლოს იქნებიან მდევრები ლიდერთან - სხვაობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პრესინგი შეძლონ და "მერსედესს" შეცდომა დააშვებინონ?

ზედიზედ სამი გამარჯვების მიუხედავად, "მერსედესის" ბოქსებში არ არის ძველებური დამაჯერებლობა. მანქანები (უფრო ზუსტად, ერთ-ერთი) მუდმივად გამოდიან მწყობრიდან, მრბოლელები ავარიაში ხვდებიან, სტარტზე ხშირად კარგავენ პოზიციებს. მოქმედ ჩემპიონებს სუფთა უქმეები რუსეთის გრანპრის შემდეგ არ ჰქონიათ და "ფერარისა" და "რედ ბულის" ინტერესებშია ამ ტენდენციის გაგრძელება.

როგორ გამოვა კიმი?

სეზონის ეკვატორის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება გუნდების შემადგენლობები მომავალი სეზონისთვის. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა კიმი რაიკონენის კონტრაქტი. ამ წლის ბოლოს, ფინელის ხელშეკრულებას ვადა გასდის და "ფერარის" ხელმძღვანელობამ უკვე მიანიშნა პილოტს, რომ თუ გუნდში დარჩენა სურს, შედეგები უნდა გააუმჯობესოს.

ბოლო სამ რბოლაში რაიკონენმა 20 ქულა დააგროვა, მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა - 48. ამასთან, ბაქოშიც და მონრეალშიც კიმი "ფერარის" ტაქტიკური შეცდომის მსხვერპლი გახდა.

ფინელის ადგილას ბევრ კანდიდატს მოაიზრებენ, თუმცა ძირითად პრეტენდენტებად ვალტერი ბოტასსა და სერხიო პერესს ასახელებენ. ორივეს უფრო სუსტი მანქანა ჰყავს, ვიდრე დღევანდელ "ფერარის", თუმცა ბოლო სამ რბოლაში რაიკონენმა ერთთანაც წააგო და მეორესთანაც.

შპილბერგის ტრასა

სიგრძე: 4326 მ

წრეების რიცხვი: 71

რბოლის დისტანცია: 307 კმ

მოსახვევები: 9 (2 მარცხენა, 7 მარჯვენა)

DRS-ის ზონა: ორი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 868 მ

ტრასის რეკორდი: 1:08.337 (მ . შუმახერი, "ფერარი", 2003)

ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალენ პროსტი

უქმეების განრიგი

1 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა

1 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა

2 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა

2 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია

3 ივლისი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. როსბერგი (მერსედესი) - 141

2. ჰემილტონი (მერსედესი) - 117 (2)

3. ფეტელი (ფერარი) - 96

4. რაიკონენი (ფერარი) - 81

4. რიკარდო (რედ ბული) - 78

6. ფერსტაპენი(რედ ბული) - 54 (1)

7. ბოტასი(უილიამსი) - 52

8. პერესი (ფორს ინდია) - 39

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!